07:16, Monday, 26.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2017-12-27
დევნილების პროტესტი გორში
დევნილთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება, გორში, 8-10-სართულიან კორპუსებში, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბინების გადაცემამ გამოიწვია. დევნილების ის კატეგორია, რომლებსაც ბინები არ შეხვდათ,  22 დეკემბერს გორის ადმინისტრაციულ შენობაში, პროტესტის ნიშნად, შეიკრიბნენ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შექმნილი კომისიის მუშაობა  შეაფასეს და მას უსამართლო უწოდეს.
2017-12-26
შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება
„დაინერგა სასჯელის ახალი სახე, შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით. შინაპატიმრობა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ინიშნება. მსჯავრდებულის გადაადგილების მონიტორინგი სპეციალური სამაჯურის საშუალებით ხორციელდება. ამ ეტაპზე შინაპატიმრობა მხოლოდ არასრულწლოვნებზე ვრცელდება. სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სასჯელის ახალი სახე, შინაპატიმრობა, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება“, - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სიახლის დანერგვის შესახებ მოსახლეობას ვიდეორგოლის საშუალებით აცნობა. 
2017-12-25
ძალადობა სკოლებში - 'შემდეგი შეიძლება მე ვიყო'
ხორავას ქუჩის 4 ნომერს დღეს სისხლის კვალი აღარ ეტყობა, თუმცა 1 დეკემბერს განვითარებულმა მოვლენებმა კვალი ყველა ქუჩას, ყველა სკოლასა და მთლიანად ქალაქვს დაატყო. თემის აქტუალურობას ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს. რა ხდება სკოლებში?! და როგორ დავძლიოთ ძალადობა არასრულწლოვნებში - ეს კითხვები, ფაქტია, პასუხებს საჭიროებს.
2017-12-25
ახმეტაში პოლიციის მიერ ჩხრეკისას დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა
31 წლის თინათინ შენგელია თბილისში, ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა ქალი ავად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს.
2017-12-22
სირიაში პანკისელი გიორგი მარგოშვილი (ფეიზულა კუშტანაშვილი) დაიღუპა
სირიაში, საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი, 1978 წლის 7 დეკემბერს დაბადებული გიორგი მარგოშვილი (იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი) დაიღუპა. ოჯახის წევრებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს და სოფელ დუისში სამძიმარს იღებენ. გიორგი მარგოშვილს პანკისში მშობლები, ძმა და სამი შვილი დარჩა. მისი მეუღლეც სირიაშია.
2017-12-22
პანკისის პოლიციის განყოფილების უფროსად თეიმურაზ არაბული დაინიშნა
შს ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის ქვეგანყოფილების უფროსად თეიმურაზ არაბული დაინიშნა. თემურ არაბული დაიბადა 1961 წლის 14 სექტემბერს. 1996 წლიდან 2001 წლის ჩათვლით, პანკისის კრიზისის დროს, ახმეტის პოლიციის უფროსად მუშაობდა. ის კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის ახლო მეგობარია.
2017-12-22
2017 წლის შემაჯამებელი შეხვედრა ერგნეთში
19 დეკემბერს,  ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, გამართულ 2017 წლის  შემაჯამებელ შეხვედრაზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით ბაშარულის გარდაცვალების საქმეზე ეფექტური გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. 
2017-12-22
ანტისაოკუპაციო მოძრაობა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წინააღმდეგ
,,ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" აცნობიერებს რა, რომ სოფელ ნიგოზაში მათი დისლოკაციის ადგილის გამო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შექმნილი პრობლემები ხელოვნურია, მოსახლეობასთან დაპირისპირების იმიტაციის ჩაშლის მიზნით, ნიგოზას ტოვებს და მაგისტრალთან, უშუალოდ უკანონო ბანერის სიახლოვეს გადადის"
2017-12-22
ოჯახში ძალადობის მძიმე შედეგები - ტრავმირებული ბავშვები
ოთხი შვილის დედა ყოფილმა ქმარმა მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც გარდაცვლილის შვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ განუცხადა, მ.ვ.-მ სიკვდილამდე არაერთხელ მიმართა პოლიციას, მაგრამ სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია: „პოლიციას მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, მკვლელი დიდი ხანია, ციხეში იქნებოდა. თავადაც შევესწარი, როცა ფეხმძიმე დედაჩემს სცემდა. პოლიციას ყოველ ჯერზე ვრთავდით საქმეში, მაგრამ  შედეგი არ მოჰყოლია“. 
2017-12-15
გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხას კრიტიკა მოჰყვა
გორის  მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერის საკადრო ნუსხას გორში კრიტიკა მოჰყვა. კონსტანტინე თავზარაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინა საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვით მას სამ-სამი მრჩეველი, თანაშემწე და კონსულტანტი უნდა დაენიშნა. საშტატო ნუსხას საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.  ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორი აღნიშნული საშტატო ნუსხის დამტკიცებისთვის მერთან ერთად საკრებულოს უმრავლესობის წევრებსაც აკრიტიკებდა.
2017-12-15
HRC-სა და CIU-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
12 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, და ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა,  ალეკო ცქიტიშვილმა.
2017-12-13
დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია
11 დეკემებერს, ქალაქ  გორში, ჭალის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დედა-შვილი გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

2017-12-11
68 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს
4 დეკებერს  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში 68 წლის ქალი, მის საცხოვრებელ სახლში, გარდაცვლილი მეზობლებმა ნახეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მეზობლების თქმით,  მკვლელობის ფაქტი სამი დეკემბრის ღამის საათებში მოხდა. გარდაცვლილს კი ცივი იარაღით მიყენებული ჭირილობებები აღენიშნებოდა.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC