მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
რატომ აჭიანურებს ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოში გირგვლიანის საქმის დაწყებას
16 თებერვალი, 2010
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის განხილვამდე, საზოგადოებისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებით დასრულდა სამოქალაქო სარჩელით მიმდინარე სასამართლო განხილვა საქართველოში. თბილისის საქალაქო სასამართლომ გირგვლიანის ოჯახის სამოქალაქო სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს 40 000 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა. თუმცა, დაზარალებულის ოჯახი მორალური კომპენსაციისთვის 200 000 ლარს ითხოვდა.
„სინანულის სანაპირო“
15 თებერვალი, 2010
ფილმს, რომელიც რეჟისორმა ნიკო წულაძემ ევროპული ფონდის „თავისუფალ ხელოვანთა კავშირისა“ და საქართველოს კინოცენტრის თანადაფინანსებით გადაიღო, „სინანულის სანაპირო“ ჰქვია და დევნილობაში მყოფ იმ აფხაზებზე მოგვითხრობს, ვინც სხვადასხვა დროს შავი ზღვის სანაპიროდან აყარეს და თურქეთში გადაასახლეს.
ცილისწამება და ზიზღი თბილისში - ამომავალ პოლიტიკურ ვარსკვლავს ტალახს ესვრიან
15 თებერვალი, 2010
თბილისის ცენტრალურ გამზირზე დიდი კუსტარული სარეკლამო ბანერი დგას, რომელზეც ირაკლი ალასანიას და მისი მეუღლის, ნათიას ფოტოებია გამოსახული. უკან კი ფონად არა თბილისის, არამედ მანჰეტენის ბრჭყვიალა ჰორიზონტი მოსჩანს.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები პატიმრის წამებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში რეაგირებენ, თუკი მათ ამას პატიმარი ეტყვის
15 თებერვალი, 2010
გლდანის # 8 საპყრობილეში პატიმარ დანიელ დენისევიჩის ცემის ფაქტზე „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ინფორმაცია 27 იანვარს გაავრცელა http://humanrights.ge/index.php?a=news&id=7447&lang=ge. ინფორმაციაში ვწერდით, რომ ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა პატიმარი 25 იანვარს მოინახულა და ცემის ფაქტზე რეაგირებისთვის სახალხო დამცველის აპარატს მიმართა.
„გურამ დონაძის ტელევიზიის“ იერიში დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ
12 თებერვალი, 2010
„ამაზრზენი“, „საშინელი სიბინძურე“, „პროპაგანდისტული მეთოდი“, „ქართული ჟურნალისტიკის სირცხვილი“, - ასე შეაფასეს ცნობილმა ჟურნალისტებმა ტელეკომპანია „რეალ ტი ვის“ ეთერით გასული სიუჟეტი, რომელიც ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის დისკრეტიდაციას ისახავდა მიზნად.
პოლიცია ჟურნალისტებს ატერორებს
12 თებერვალი, 2010
8 თებერვალს „გურია ნიუსმა“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია ჟურნალისტების დაშინების, გადაბირების ფაქტებზე და რეგიონული მედიის უმძიმეს მდგომარეობაზე. იმავე დღეს, ანუ 8 თებერვალს ოზურგეთის პოლიციის მაღალჩინოსნებმა „გურიის მოამბეს“ ჟურნალისტი ირაკლი დოლიძე დააკავეს.
დაგვიანებული კომპრომისები, ანუ რაჭველი პალესტინელები
12 თებერვალი, 2010
მას შემდეგ, რაც არაბები ტერიტორიის გაყოფის შეთავაზებულ პირობებზე ვერ დაითანხმეს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბა ებანმა თქვა: „არაბები არასოდეს უშვებენ შანსს, რომ შანსი გაუშვან ხელიდან“. თავდაპირველად პალესტინელებს სადაო მიწის 60 პროცენტს სთავაზობდნენ. ვინაიდან არაბებს „ერთი სტადიონი“ ებრაელებისთვის მიწის 40 პროცენტის გადაცემა ებევრათ, პირობას არ დათანხმდნენ -აჯანყდნენ, იომეს და 1948 წელს უკვე დამოუკიდებელმა ისრაელმა დამარცხებულებს გაეროს გეგმით სადაო ტერიტორიის 44 პროცენტიღა შესთავაზა, რაზეც მოდავე მხარე ასევე არ დათანხმდა. ისრაელი ნაურუმაც აღიარა. იმავე წელს ისრაელმა არაბული ქვეყნების კოალიცია დაამარცხა და ტერიტორიის 78 პროცენტს დაეუფლა, ხოლო 1967 წლის „ექვსდღიანი ომის" შემდეგ მთელი ტერიტორიის 84 პროცენტს. თავდაპირველად შეთავაზებული 60 პროცენტიდან არაბებს თექვსმეტიღა შემორჩათ.
შრომისუუნარო „ფეროელები“ კუთვნილი დავალიანების დაფარვას მოითხოვენ.
11 თებერვალი, 2010
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ყოფილი თანამშრომლები რამდენიმე წელია, კუთვნილ ანაზღაურებას ელიან. მათი ჯანმრთელობა მძიმე და მავნეპირობებიანი სამუშაოების შესრულებას შეეწირა, რის გამოც ყოველთვიური სარჩო ჰქონდათ დანიშნული. სს „ფეროს“ გაკოტრების შემდეგ წლობით დაგროვებულმა დავალიანებამ რამდენიმე ათას ლარს მიაღწია. თხოვნის, მოთხოვნის თუ საპროტესტო აქციების მიუხედავად, დავალიანება ჯერ კიდევ გადაუხდელია.
ახალგორელმა დევნილებმა სამინისტროსთან კიდევ ერთი აქცია გამართეს
10 თებერვალი, 2010
9 თებერვალს ახალგორელმა დევნილებმა უკვე მესამედ გამართეს საპროტესტო აქცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან. როგორც ისინი აცხადებენ, წელიწადნახევარია, კუთვნილ კომპენსაციას ამაოდ ითხოვენ. მათი თქმით, უკომპენსაციო და უკოტეჯო დევნილთა რიცხვი 1 700-ს აღწევს.
საკაბელო ტელევიზიებს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რუსული „ევრონიუსისა“ და სომხური არხის გათიშვა მოსთხოვა
10 თებერვალი, 2010
„კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საკაბელო კომპანიებს რუსულენოვანი და სომხური არხების ამოღების რეკომენდაციით მიმართავს. საუბარი რუსულენოვან „ევრონიუსზე“, რამდენიმე რუსულ მუსიკალურ არხზე და ერთ-ერთი სომხურ ტელევიზიაზეა“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით „რუსული „ევრონიუსისა“ და სომხური არხის გათიშვას მოითხოვენ , კომუნიკაციების კომისია საკაბელოებს „თამაშის ახალ წესებს“ სთავაზობს“.
ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე შვეიცარიას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს
10 თებერვალი, 2010
სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. სპეციალურად, „პრესა.გე“-ს მან ინტერნეტის საშუალებით წერილი გამოუგზავნა, რომელშიც თავად საუბრობს იმ პრობლემებზე, რის გამოც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
დამლაგებელი აცხადებს, რომ შრომის მასწავლებელი ნაჯახით თავს უჩეხავდა
9 თებერვალი, 2010
ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ზაალ ჭიჭინაძე რამდენიმე თვეა, სკოლაში თანამდებობაზე აღდგენას ცდილობს. იგი აცხადებს, რომ სკოლის დირექტორმა უსაფუძვლოდ გაათავისუფლა. თუმცა, პედაგოგიური კოლექტივი ჭიჭინაძის სკოლაში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგია. მის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს სკოლის დამლაგებელიც: „ზაალ ჭიჭინაძე საშინელი ლანძღვა-გინებით შემომივარდა ოთახში ნაჯახშემართული, ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა, გამჩეხდა, რომ არ გავცლოდი. ამის შემდეგ ჯავრი ფორტეპიანოზე იყარა და იგი იატაკის ლურსმნებით ჩაჭედა“.
ევროსასამართლომ სცნო რეპრესირებულთა უფლება, საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღონ კომპენსაცია
9 თებერვალი, 2010
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ კანონში ცვლილებები უნდა შეიტანოს, რომელიც 1997 წლიდან აიღო ვალდებულებად. საქმე 1937 წელს სტალინური რეპრესიების მსხვერპლ მოქალაქეებს ეხება და ფაქტობრივად, პრეცედენტულია. ევროსასამართლომ საქმეში „კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ გამოიტანა და საქართველოს სახელმწიფოს დაზარალებულისადმი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ეს კი ნიშნავს, რომ კილაძეების მსგავსად, სახელმწიფოსადმი პრეტენზიის კანონიერი საფუძველი სხვა რეპრესირებულებსაც აქვთ.
რა საფრთხე ემუქრება მასწავლებლებს სერტიფიცირების დროს
9 თებერვალი, 2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ თანამდებობიდან გადადგომისა და საზღვარგარეთ „განათლების მისაღებად“ წასვლამდე, 2009 წლის 4 დეკემბერს გამოსცა #1101 ბრძანება „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ხელმძღვანელის, მანანა ღურჭუმელიძის განცხადებით, მინისტრის ბრძანება მასწავლებლების უფლებებს არღვევს.
ოპოზიციამ აშშ-სგან დაპირებები მიიღო
8 თებერვალი, 2010
ვენეციის კომისიის თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოსა და მისი გუნდის ვიზიტის შემდეგ საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეწვივნენ. 5 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგმა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა რამდენიმესაათიანი ვიზიტის ფარგლებში საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს ოპოზიციასთან შეხვედრას. ოპოზიცია შეხვედრით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ ასეთი ყურადღება შემთხვევითი არ არის.
აშშ-ის დაზვერვის პროგნოზი: „2010 წელს ევროკავშირისათვის მთავარი საფრთხე სამხრეთ კავკასიაში სისხლისღვრა იქნება“
8 თებერვალი, 2010
წინა კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების ორმა მაღალჩინოსანმა, საქართველოსთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა თემაზე საინტერესო შეფასებები გამოთქვეს. აშშ-ის დაზვერვის დირექტორი აცხადებს, რომ საქართველო ევროპას საფრთხეს უქმნის. ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ კროულის თქმით, ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტები შავი ზღვის აკვატორიაშიც უნდა განთავსდეს.
მერიიდან დათხოვნილმა თანამშრომელმა სამართალი მაინც ვერ იპოვა
5 თებერვალი, 2010
ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის სვეტლანა ზაქარაშვილის საქმემ თითქმის ყველა ინსტანციის სასამართლო მოიარა. 2008 წლის 20 მაისს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, გაუქმებულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის იმავე სასამართლოს დაბრუნებოდა.
კიდევ ერთი მშენებლობა „ნაციონალური“ ხელწერით
4 თებერვალი, 2010
საგაზაფხულოდ ბათუმში 29 მლნ ლარის ღირებულების ე.წ. კოშკი გაიხსნება. გრანდიოზულ მშენებლობას მის გვერდით მცხოვრები ოჯახები აპროტესტებენ. კოშკსა და მათ სახლებს შორის მხოლოდ სანტიმეტრებია დატოვებული, რაც მათ ცხოვრებისეულ პირობებს უზღუდავთ. ბათუმის არქიტექტურულ სამსახურში კი აცხადებენ, რომ კანონდარღვევა არ არსებობს.
ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას ყური აუწია
4 თებერვალი, 2010
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების დროული განხორციელებისკენ მოუწოდებს. ვენეციის კომისიის თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოს აზრით, აუცილებელია, საქართველოს სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი დროულად აღდგეს, საქართველოს პრეზიდენტს უფლებები შეეზღუდოს, პარლამენტს პირიქით - გაეზარდოს და ამავდროულად, ქვეყანამ ნორმალური სასამართლო ხელისუფლება მიიღოს.
სახალხო დამცველს გორის გამგეობის მუშაობა არ მოსწონს
4 თებერვალი, 2010
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დარწმუნდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სპეციალური კომისიები მოქალაქეთა განცხადებებს ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დარღვევით იხილავენ.