მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
არც კვება, არც ხელფასი... ბაღი კი მუშაობს . . .
30 მარტი, 2007
წყალწყალა წვნიანი, ლობიო, კარტოფილი; კარტოფილი, წყალწყალა წვნიანი, ლობიო, შიგა და შიგ რძე. საბავშვო ბაღების მენიუ და უხელფასოდ დარჩენილი სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალი.
მოქალაქეებს ქონების დარეგისტრირებას აიძულებენ
29 მარტი, 2007
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში ბოლო დროს თვალშისაცემი ხალხმრავლობა შეინიშნება. საკუთარი ქონების დარეგისტრირების მსურველები ცდილობენ „მოსალოდნელ უსიამოვნებას“ თავი დროულად აარიდონ და საკუთრება „დააკანონონ.“
შვილმკვდარი დედა სუხიტაშვილის ნათლულის სათანადო დასჯას ითხოვს
29 მარტი, 2007
გორის რაიონის სოფელ ზერტში მცხოვრები, ზოია ცარიელაშვილი 15 წლის შვილის ავთო მერებაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის მკაცრად დასჯას და მის უვადო პატიმრობას მოითხოვს.
ექსდეპუტატი ჟურნალისტებს არაობიექტურობაში ადანაშაულებს
28 მარტი, 2007
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჟურნალისტ რამაზ სამხარაძის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, ბრალი წარედგინათ საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს დავით კაპანაძესა და მის მეგობარს გიორგი ყორღანაშვილს. სასამართლომ წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით, მათ გირაო გასულ კვირას შეუფარდა.
ვისია წყალი? (ნაწილი პირველი)
28 მარტი, 2007
ორი წელია, წყლის მოპოვებასთან დაკავშირებით დავა სასამართლოში გრძელდება. პრობლემა კი ის არის, რომ ინდმეწარმემ ლიცენზია მოიპივა, თუმცა ლიცენზია მოგვიანებით შეუჩერეს, ისევ მოიპოვა და ისევ შეუჩერეს. ის ამ ყველაფრის მიზეზად სახელმწიფოს ფარულ გარიგებებს ასახელებს და საბოლოო სიტყვისთვის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
სახელმწიფო ვალდებულება თუ უბრალო გულგრილობა
28 მარტი, 2007
,,მე ტრავმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მივიღე და სახელმწიფო ვალდებულია, სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველმყოს,“ - ამბობს თემურ ივანიძე.
ხავერდოვანი ვარდნა - ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში 2006 წელს
27 მარტი, 2007
„ხავერდოვანი ვარდნა“ - ასე ვუწოდეთ ანგარიშს, რომელიც საქართველოში ასახავს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ხავერდოვანი რევოლუციის მესამე, 2006 წელს.
31 მარტს 20 000 ახალგაზრდას რეზერვში გაიწვევენ
27 მარტი, 2007
31 მარტიდან საქართველოს მოქალაქების სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა იწყება. კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ 27-დან 40 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცს ავალდებულებს, აღნიშნულ კანონს დაემორჩილოს. მათ რიცხვში ისინიც შედიან, ვისაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მოვლილი აქვს. გამონაკლისი მხოლოდ 15 კატეგორიაზე დაიშვება.
პარლამენტარის საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდა
26 მარტი, 2007
„სოცდაზღვევის თანამშრომლების დაკავების შემდეგ ვთქვი, რომ დაჭერები გაგრძელდებოდა და ყურად ეს საკითხი არავინ იღო. ეტყობა, ამათ ჰგონიათ, რომ ვხუმრობ. სულაც არ მეხუმრება,“ - ამ სიტყვებით პრეზიდენტმა საზოგადოებას ცოტა ხნის წინ მიმართა. მუქარას საკადრო ცვლილებები მოჰყვა, რომელიც, როგორც ამბობენ, კვლავ დაჭერებით გაგრძელდება. კახეთის საოლქო პროკურატურა საქართველოს პარლამენტის წევრის, ნუგზარ აბულაშვილის საქმიანობით დაინტერესდა.
საზღვრებზე იდენტიფიკაციის ახალი სისტემა დამონტაჟდა
26 მარტი, 2007
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (მსო) აშშ-ს დაფინანსებით საქართველოს საზღვრებზე უსაფრთხოების ახალი სისტემა (პირსი) დაამონტაჟა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები პასპორტების გაყალბებას ვერ შეძლებენ, სხვისი პასპორტით ვერ ისარგებლებენ. არალეგალური მიგრაცია, ადამიანებით ვაჭრობა და ორგანიზებული დანაშაული კი დაუფიქსირებელი არ დარჩება.
შვილმკვდარი დედა გამგეობის შენობის წინ თვითმკვლელობით იმუქრება
26 მარტი, 2007
გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში მცხოვრები ზინა გაგლოშვილი, რამდენიმე თვეა, რაც ვლადიკავკაზში გარდაცვლილი და იქვე დაკრძალული შვილის საქართველოში გადმოსვენებას ითხოვს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი რაიონული გამგეობის შენობის წინ თვითმკვლელობით იმუქრება.
უსახლკარო ეკომიგრანტები
23 მარტი, 2007
აჭარის უმაღლეს საბჭოში დაუგეგმავი 4 მილიონი ლარის გადანაწილების თემას დიდი კამათი მოჰყვა. ოპოზიციაც და უმრავლესობის ერთი ნაწილიც ამ თანხის აჭარაში სტიქიით დაზარალებულების დახმარებისათვის გამოყენებას მოითხოვდა. საბოლოოდ, დეპუტატების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, ეს თანხა აჭარის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ფასადების შეღებვასა და აჭარის ტელევიზიის განვითარებას მოხმარდება. 500-მდე ეკომიგრანტი კი კვლავ თავშესაფრის ძიებაშია.
ვინ რა იცის ბავშვთა უფლებებზე სამეგრელოში
23 მარტი, 2007
12 წლის ირაკლი სიჭინავა ყოველ დღე ორ კილომეტრიან ბილიკს ფეხით გადის. მინდვრებში, ყანებსა და ფერდობებზე მიმავალ ვიწრო ბილიკს „წითელ გორამდე” მიჰყავს. ასე ეძახის ირაკლი იმ ადგილს, სადაც ის ცარიელი ტომრით მიდის.
„ვიცი, სიცოცხლის უფლება მაქვს“
22 მარტი, 2007
„მე ჭიჭიკო დავითულიანი ვარ. მალე 83 წელი შემისრულდება და კიდევ ერთი წლით დავბერდები. დიახ, საწნახელში ვცხოვრობ და აქ არც შუქი მაქვს და არც გაზი. რა თქმა უნდა, ჯობდა ერთი ოთახი მაინც მქონოდა და საჭმელი მაგიდასთან მეჭამა, მაგრამ ასე არ არის...
რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ზუგდიდის საავადმყოფოში
22 მარტი, 2007
ზუგდიდის რეგიონულ ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში პილოტური პროექტი ხორციელდება. საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე” პილოტური პროექტის ფარგლებში ტუბერკულოზით დაავადებულთა რეზისტენტულ მკურნალობას აწარმოებს.
მტყუან-მართალი და „გაფუჭებული ტელეფონი“
22 მარტი, 2007
ვინ შეჭამა სატელეფონო სააბონენტო გადასახადზე დაწესებული შეღავათი? ელექტროკავშირი მუნიციპალიტეტს ადანაშაულებს. მუნიციპალიტეტი თანხის დაფარვას არ აპირებს. სატელეფონო სააბონენტო გადასახადზე შეღავათის მქონე პირები კი მტყუან-მართალის მოლოდინში არიან.
რა საფრთხეს უნდა ველოდოთ სამხედრო რადარების საქართველოში განთავსებით
21 მარტი, 2007
აშშ-ს განცხადებამ კავკასიაში ამერიკული სამხედრო რადარების შესაძლო განთავსებასთან დაკავშირებით, საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან საქართველო რისკის ქვეშ აღმოჩნდება და დარტყმას ნებიესმიერ დროს უნდა მოელოდეს.
პირველ პირში ანუ გიოტებორგი პატარა ქალაქია
21 მარტი, 2007
შვედეთში ვიზიტს…არცთუ ლიტერატურული მიზანი ჰქონდა. სულ პირიქით. ეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანამშრომლების მორიგი საქმიანი ვიზიტი იყო – სემინარი ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო თნამშრომლობაზე და შვედურ ორგანიზაციასთან შესაძლო ერთობლივი პროექტების დაგეგმა და განხორციელება.
ჯარისკაცის გაუჩინარება „ობშიაკის“ აკრეფას უკავშირდება
20 მარტი, 2007
ჯარისკაცის დაკარგვიდან უკვე ათი დღე გავიდა. შეიწირა თუ არა „ობშიაკის“ აკრეფამ ახალგაზრდას სიცოცხლე კვლავაც გაურკვეველია. ოფიციალური მხარე დუმს, თუმცა ადგილობრივ ტელეკომპანიაში განცხადება დანიელ არლემაშვილის დაკარგვის თაობაზე ყოველ დღე გადის.
ნორა კვიციანის პროცესი კვლავ გადაიდო
20 მარტი, 2007
უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში, იარაღის უკანონო შენახვასა და სახელმწიფო ქონების - 75 ათასი ლარის მითვისებაში ბრალდებულ ნორა კვიციანის სასამართლო პროცესი უკვე მეორედ გადაიდო. საქმეს გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით კეკენაძე იხილავს.