08:13, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2011-03-31
ოპოზიციური რვიანი მოლაპარაკების მაგიდიდან ადგა
ოპოზიციურმა „რვიანმა“ „ქართულ  აკადემიასა“ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელისუფლებასთან დიალოგის შეწყვეტის მიზეზები გააცნო. საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს 5 თვის განმავლობაში აწარმოებდა.

2011-03-30
ბათუმის მერიამ გაჭირვებულები უფასო სადილის გარეშე დატოვა
ბათუმის მერიამ სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფასო სადილით სარგებლობის ქულა 70 000-დან 57 000-მდე შეამცირა. შედეგად, ასზე მეტი ოჯახი სადილის გარეშე დარჩა. ერთ-ერთმა - ვლადიმერ ჯღარკავას ოჯახმა ადამიანის უფლებათა ცენტრის აჭარის ოფისს მიმართა.

2011-03-30
სახელმწიფო სასამართლო გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
სახელმწიფო უკან არ იხევს და სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს  სიღნაღის სასამართლოს მიერ ირლანდიის მოქალაქის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას.

2011-03-29
ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილმა ოჯახებმა სასურსათო ვაუჩერებიც ვერ მიიღეს
კახეთში, სოფლების - ხევისჭალის, ჭართალის, ჭერემის და შირაქის დასახლების მაცხოვრებლებს არც ენერგო და არც სასურსათო ვაუჩერები არ მიუღიათ. ამ სოფლებს თითქმის 20 წელია ელექტროენერგია არ მიეწოდება. შესაბამისად, ადგილობრივებს არ გაკვირვებიათ, რომ ენერგოვაუჩერების მიმღებთა სიაში ვერ მოხვდნენ.

2011-03-28
ტელეკომპანია „მაესტროს“ 50 %-იანი წილის მფლობელი მომღერალი გია გაჩეჩილაძე გახდება
ტელეკომპანია „მაესტროს“ მთლიანი წილის 50 % მომღერალ გია გაჩეჩილაძეს, იგივე „უცნობს“ გადაეცემა. „მაესტროს“ გენერალური დირექტორის ბაჩო (ილია) კიკაბიძის თქმით,  ეს შეთანხმება, ჯერ კიდევ 2006 წელს დაიდო.
2011-03-25
კახი კალაძე გიორგი დემეტრაძის გათავისუფლებას ითხოვს
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახი კალაძე ნაკრების ყოფილი წევრის,  გიორგი დემეტრაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნული განცხადება კალაძემ 24 მარტს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა სათაურით  - „თავისუფლება უდანაშაულოდ დაპატიმრებულ გიორგი დემეტრაძეს!“

2011-03-25
დავით გარეჯთან ახლა ქართველი სამხედროები ისვრიან
თავდაცვის სამინისტრო დავით გარეჯთან არსებულ სამხედრო პოლიგონზე წვრთნების განახლებას კატეგორიულად უარყოფს. ტელეკომპანია  „მაესტროს“ გადამღებმა ჯგუფმა კი,  მონასტერთან აფეთქების ხმები დააფიქსირა და სამხედრო წვრთნების შესაძლო განახლების შესახებ საზოგადოებას 20 მარტს, სტუდია GNS-ის მიერ მომზადებული სიუჟეტით აცნობა.

2011-03-23
პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი უკან ბრუნდება
საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდს - www.president.gov.ge  აქვს მომსახურება - წერილი პრეზიდენტს. ამ სერვისის საშუალებით მოქალაქეებს ელექტრონულად შეუძლიათ პრეზიდენტისთვის წერილის გაგზავნა. თუმცა, გაგზავნილი წერილი ადრესატამდე არ მიდის და მოქალაქეებს უკან უბრუნდებათ გაფრთხილებით - მითითებულ ელექტრონულ მისამართს აქვს მიღების პრობლემა.

2011-03-23
ერიკ ფურნიე: „მაქვს შთაბეჭდილება, რომ მოვისმინე ნეობოლშევიკური სახელმწიფოს აღწერა“
საქართველოს ხელისუფლებისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს შთაბეჭდილება, რომ საქართველო ნეობოლშევიკური ქვეყანა უფროა, ვიდრე დემოკრატიული.

2011-03-22
ბიზნესმენის სკანდალური აღიარება
სიღნაღის რაიონში ერთ-ერთმა დიდმა საწარმომ მუშაობა შეწყვიტა. შპს „გიორგი - 3“ დამფუძნებელი გიორგი ჩირინაშვილი, რომელიც წნორში ავტოგასამართ კომპლექსს და ბენზინგასამართ სადგურს ამუშავებდა, აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც იგი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ მოძრაობაში გაწევრიანდა, ფინანსურმა პოლიციამ  სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა.

2011-03-22
პრეზენტაცია ბოლნისის ახალგაზრდულ ცენტრში
21 მარტს ბოლნისის ახალგაზრდულ ცენტრში  ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

2011-03-21
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ჩრდილოვანი ანგარიში
შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაფასა, რამდენად კარგად შეასრულა საქართველომ „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ ფარგლებში აღებული ვალდებულებები 2010 წლის განმავლობაში.
2011-03-21
ზვიად ხარებავას საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა საგანგებო პრესკონფერენცია მოაწყო
18 მარტს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში, ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი მრჩევლის, ზვიად ხარებავას წინააღმდეგ გამოტანილ გაანჩენთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა.
 
2011-03-18
მარტოხელა დედა: „200 ლარი წაგვართვეს, 300 წყალში ჩაყარეს“
„პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა - დამთავრდა დრო, როცა ხალხი უსმენდა მთავრობას, ახლა მთავრობამ უნდა მოუსმინოს ხალხსო. ჩვენ, მარტოხელა დედებს რატომ არ გვისმენენ? თუ ჩვენი პრობლემები ტაბუდადებულია?!“ - აცხადებს მარტოხელა დედა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას.

2011-03-18
გოგი თოფაძე: „უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და მოვიბოდიშოთ“
კვიპროსში აფხაზი, ოსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ქართულმა მედიამ ძირითადად ამ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, გოგი თოფაძის ინტერვიუებით გააშუქა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან სხვა ბიზნესმენებმა გადაწყვიტეს, ამ შეხვედრაზე არაფერი თქვან. Humanrights.ge-სთან საუბრისას გოგი თოფაძე ვერ ხსნის, რატომ გადაწყვიტეს მისმა კოლეგებმა, არ ისაუბრონ კვიპროსულ შეხვედრაზე.

2011-03-18
დახურული პროცესი
ყვარლის სასამართლო სოფელ ბალღოჯიანის სკოლის ყოფილი დირექტორის ზურაბ თაბაგარის საქმეს დახურულ სხდომებზე განიხილავს. თაბაგარს ბრალი მოსწავლესთან სექსუალური კავშირის დამყარების იძულებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ედება. სკოლის ყოფილი დირექტორი მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების ბრალდებას არ აღიარებს. თანასოფლელებს მიაჩნიათ, რომ თაბაგარი პოლიტიკური მოტივით არის დაპატიმრებული.

2011-03-17
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა პოლიტპატიმარ ზვიად ხარებავას საქმესთან დაკავშირებით
ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი მრჩევლის, ზვიად ხარებავას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალები და გამოარკვია, რომ იგი პოლიტიკური მოტივით არის დაპატიმრებული.

2011-03-17
სამძიმარი და თანადგომა იაპონელ ხალხს
იაპონიაში მომხდარ ტრაგედიას ქართული არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 15 მარტს თბილისში იაპონიის საელჩოს წინ შეიკრიბნენ და იაპონელ დიპლომატს სამძიმრისა და თანადგომის წერილი გადასცეს.

2011-03-16
ჟენევის პროცესი - გაყინული კონფლიქტის პარადიგმა შენარჩუნებულია
საქართველოში რუსეთის ინტერვენციიდან ორი თვის შემდეგ, 2008 წლის ოქტომბრიდან, ჟენევაში დიპლომატიური პროცესი იმ სამშვიდობო შეთანხმებების რეალიზაციისთვის დაიწყო, რომელიც იმავე წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაფორმდა. ორწელიწადნახევრის შემდეგ მოლაპარაკებების მეთხუთმეტე რაუნდი ჟენევაში 4 მარტს კვლავ უშედეგოდ დასრულდა.
2011-03-16
„ურჩი დევნილები“
კახეთში, კურორტ „ახტალის“ სანატორიუმიდან, აფხაზეთიდან დევნილთა 44 ოჯახი პოლიციის ძალით გასული წლის აგვისტოში გამოასახლეს. განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ფართში გადასვლას მხოლოდ 4 ოჯახი დათანხმდა. დანარჩენი 40 ოჯახი დღემდე ან ახლობლის სახლს აფარებს თავს, ან ქირით ცხოვრობს. იძულებით გადაადგილებულ პირთა  თქმით, სამინისტროში მათ განუცხადეს, რომ „ურჩ დევნილებს“ არ ეხმარებიან.
[1] 2 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC