კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

იორმუღანლოში არჩევნები მასობრივი დარღვევებით ჩატარდა

31 მაისი, 2010
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ სოფელში, იორმუღანლოში არჩევნები მასობრივი გაყალბებით და უხეში დარღვევით ჩატარდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლები არჩევნებს ამ სოფლის 12-ვე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ. დღის ბოლოს მათზე საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ზეწოლა გაძლიერდა, რის გამოც ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, დამკვირვებლები უბნებიდან არჩევნების დასრულებამდე გამოეწვია. გთავაზობთ ჟურნალისტურ ანგარიშს, თუ რა ხდებოდა იორმუღანლოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე.

არჩევნები ქვემო ქართლში - ტრადიციული დარღვევები

31 მაისი, 2010

ნაციონალური გარიგება

27 მაისი, 2010

ობამას ღალატს საქართველოსადმი გარკვეული აზრი აქვს

20 მაისი, 2010
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფისამდე მისასვლელად ის ოთახი უნდა გაიარო, რომელიც ასობით ფოტოსურათით არის მოფენილი. აქ ბილ კლინტონიცაა და ჯონ მაკკეინიც, კონდოლიზა რაისიც და რიჩარდ გირიც, რომლის სურათიც მაშინვე გეცემათ თვალში. კართან, ცენტრალურ ადგილას, იმ სურათს ნახავთ, რომელშიც ჯორჯ ბუში სააკაშვილს შესცქერის, ის კი თეთრი სახლის მდელოზე დამდგარა და მის ტერიერს, ბარნის ეფერება. ერთიანად კი ოთახი იმ უბის წიგნაკს წააგავს, რომელიც ყველას დასანახად გადაუშლიათ, იმის სიმბოლოდ, თუ სად იღებს სათავეს სააკაშვილის თვითდაჯერებულობის წყარო. მაგრამ ამ კედლებზე ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების სურათებს ვერ აღმოაჩენთ, რაც გასული კვირის მოვლენების შემდეგ ჩემთვის გასაოცარი აღარაა.

ზურაბ ხარატიშვილი საოლქო-საარჩევნო კომისიებს ურჩევს, დაცალონ სახელმწიფო შენობები

20 მაისი, 2010

რუსთავში ფოლადის მწარმოებელი მუშები გაიფიცნენ

20 მაისი, 2010
17 მაისს რუსთვში შპს „ჯეოსთაილის“ მუშები გაიფიცნენ. „დაბალი ანაზღაურება, საპირფარეშოებისა და სასმელი წყლის არქონა ჩვენი მთავარი პრობლემაა. კვირაში ორი დღე-ღამე გვიწევს მუშაობა და გვიხდიან 300 ლარს თვეში. ეს მონობაა. იციან გაჭირვებული ქვეყანაა, ხალხიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და ამიტომ ხდება ეს ყველაფერი ასე. 7 თვის წინათაც გავიფიცეთ. იგივე მოთხოვნები გვქონდა. დაგვპირდნენ, მაგრამ ჩვენ სასიკეთოდ არაფერი გაკეთდა“, – ამბობს ქარხნის თანამშრომელი ბესო ბაზაძე. გაფიცულთა თქმით, მათ მუშაობის შემდეგ დაბანის საშუალება არა აქვთ. „ჩვენთვის არც აბანოა და არც სასადილო“.