სტატია
20 მაისი, 2010
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფისამდე
მისასვლელად ის ოთახი უნდა გაიარო, რომელიც ასობით ფოტოსურათით არის
მოფენილი. აქ ბილ კლინტონიცაა და ჯონ მაკკეინიც, კონდოლიზა რაისიც და
რიჩარდ გირიც, რომლის სურათიც მაშინვე გეცემათ თვალში. კართან, ცენტრალურ
ადგილას, იმ სურათს ნახავთ, რომელშიც ჯორჯ ბუში სააკაშვილს შესცქერის, ის
კი თეთრი სახლის მდელოზე დამდგარა და მის ტერიერს, ბარნის ეფერება.
ერთიანად კი ოთახი იმ უბის წიგნაკს წააგავს, რომელიც ყველას დასანახად
გადაუშლიათ, იმის სიმბოლოდ, თუ სად იღებს სათავეს სააკაშვილის
თვითდაჯერებულობის წყარო. მაგრამ ამ კედლებზე ობამას ადმინისტრაციის
წარმომადგენლების სურათებს ვერ აღმოაჩენთ, რაც გასული კვირის მოვლენების
შემდეგ ჩემთვის გასაოცარი აღარაა.