მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
საკონსტიტუციო სასამართლო მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს შორის უთანაბრობის მინიმუმადე დაყვანისაკენ მოუწოდებს
28 მაისი, 2015
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მუნიციპალიტეტებზე მიბმით მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების წესი, რადგან ის არღვევს ხმის თანასწორობის პრინციპს და იმგვარი საკანონმდებლო ცვლილებისკენ მოუწოდა, რომელიც ოლქებს შორის ამომრჩეველთა უთანაბრობას მინიმუმამდე დაიყვანს.
საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ინიცირებული სარჩელი დააკმაყოფილა
28 მაისი, 2015
დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური სარჩელი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების წესის კონსტიტუციასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით.
ჭაბუკა ჭაბუკაძის ადვოკატს მისი ნახვის უფლება არ მისცეს
27 მაისი, 2015
შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 30 წლის ჭაბუკა ჭაბუკაძე 21 მაისს, გვიან ღამით დააკავეს და ცემეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა, მაშინ როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრებთან ერთად საკუთარი სახლის წინ იდგა. ცემის შედეგად ჭაბუკაძემ სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. ის გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილიან სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.
რუისის მოსახლეობა, ავტობანის მშენებლობის გამო, გზების გაუქმებას აპროტესტებს
25 მაისი, 2015
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და რუისის მოსახლეობის ნაწილს შორის დაპირისპირება გრძელდება. 22 მაისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთის მიმდებარედ შეკრებილი მოსახლეობა, ავტობანის მშენებლობის გამო, ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების გაუქმებას აპროტესტებდა.
შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებულები
22 მაისი, 2015
„2006 წელს დიდ დიღომში, ბინის შეძენის მიზნით, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტში“ განაცხადი შევიტანე. ბინის ღირებულება - 40 000 დოლარი 24 თვეში კომპანიის მიერ შედგენილი გრაფიკით გადავიხადე. შეთანხმების თანახმად, 2008 წლის 30 სექტემბერს თეთრი კარკასი უნდა ჩამბარებოდა, თუმცა, დღემდე უშედეგოდ ველოდები“,- განაცხადა შეჩერებული მშენებლობით დაზარალებულმა, ნათია ვახტანგაძემ.
სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე
21 მაისი, 2015
დღეს, სახალხო დამცველმა „2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. მოსმენას სამთავრობო უწყების წარმომადგენლები და საპარლამენტო მდივნებიც დაესწრნენ.
ანტისანიტარია სოფელ სართიჭალაში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
20 მაისი, 2015
გარდაბნის რაიონ სოფელ სართიჭალას, დიდი ხანია, რაც გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა აქვს. საცხოვრებელი სახლებიდან გამომავალი ფეკალური მასა საძოვრებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გამოდის.
ყარაჯალას მოსახლეობის ინფორმაციით, კიდევ 5 ქალი აპირებს სირიაში გადასვლას
20 მაისი, 2015
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალადან ორი ქალი - ირადა ღარიბოვა და ანა სულეიმანოვა სირიაში თურქეთის გავლით გადავიდა. ამ ინფორმაციას სოფელ ყარაჯალას მკვიდრთაგან ზოგი ადასტურებს, ზოგი კი აცხადებს, რომ ისინი თურქეთში სავაჭროდ არიან გადასულები.
პოლიციელთა მიერ მოქალაქეთა ცემის ფაქტები
20 მაისი, 2015
19 მაისს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა, პოლიციელთა მიერ მოქალაქეთა ცემის ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართეს. უფლებადამცველებმა პოლიციის მხრიდან მოქალაქეების - თორნიკე მარგიანისა და ალექსანდრე ახალკაცის, წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე ისაუბრეს.
„მუსლიმთა პრობლემები საქართველოში“ - ფილმის ჩვენება გაიმართა
19 მაისი, 2015
15 მაისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ფილმის „მუსლიმთა პრობლემები საქართველოში“ ჩვენება გამართა. დოკუმენტურ ფილმში ჭელაში, ფლატესა და მოხეში მომხდარი რელიგიური შეუმწყნარებლობის ფაქტები იყო ნაჩვენები. ფილმის ჩვენებას არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და რელიგიური უმცირეობების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მელიქიშვილის N47-დან გამოსახლებული მოქალაქეები ღია ცის ქვეშ დარჩნენ
18 მაისი, 2015
28 მარტს მელიქიშვილის 47 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 13 ოჯახი გამოასახლეს. ღია ცის ქვეშ დარჩენილთა ბედი დღემდე გაურკვეველია. გამოსახლებულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები და ლოგინად ჩავარდნილი მძიმე ავადმყოფები.
ბულინგი სკოლებში – რატომ არ დაიცვა სკოლამ 11 წლის ბავშვი თვითმკვლელობისგან
18 მაისი, 2015
ბავშვთა შორის ძალადობის, ე.წ. ბულინგის გახმაურებული ფაქტი 2015 წლის 27 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში მოხდა. მე–5 კლასელ ბიჭს თანასკოლელებმა უთხრეს, რომ ნაშვილები იყო. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ 11 წლის ბავშვმა სახლში თავი მოიკლა.
მსჯავრდებული, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, დახმარებას ითხოვს
18 მაისი, 2015
მსჯავრდებული ლაშა ლაბაძე, რომელიც სასჯელაღსრულების №18 დაწესებულებაში იმყოფება, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, დახმარებას ითხოვს. მსჯავრდებულს მხედველობა აქვს მკვეთრად დაქვეითებული და, ამასთან, საჭიროებს ამპუტირებული ფეხის პროთეზირებას. Humanrights.ge მსჯავრდებულის დედას, ლუბა ტატიშვილს, ესაუბრა.
რელიზი-ადამიანის უფლებათა ცენტრი მოქალაქეთა ცემის ფაქტების მიუკერძოებელ და დროულ გამოძიებას მოითხოვს
18 მაისი, 2015
ხვალ, 19 მაისს, 12:30 საათზე რეპორტიორის პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს პოლიციელთა მიერ მოქალაქეთა ცემის ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით.
საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას პირველადი საჭიროების მედიკამენტები უფასოდ გადაეცა
18 მაისი, 2015
„კოალიცია ნდობის აღდგენისთვის“ სამუშაო ჯგუფის წევრებმა, ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, საზღვრისპირა სოფლებში მედიკამენტები უფასოდ დაარიგეს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა პირველადი მოთხოვნილების წამლები სამ სოფელში, 150 ადამიანს მიაწოდეს.
კანონთან კონფლიქტში მყოფი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები
15 მაისი, 2015
ავჭალის არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების ნაწილი სასჯელს მეორედ, ზოგიერთი კი მესამედ იხდის. სახელმწიფოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი იმ ბავშვებთან მუშაობაა, ვინც ერთხელ უკვე მოიხედა სასჯელი.
პანკისის ხეობის უხუცეს ქალთა საბჭო ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
15 მაისი, 2015
„ბოლო პერიოდში ქართული მედია საშუალებები პანკისის ხეობიდან ქისტი ახალგაზრდების სირიასა და ერაყში შეიარაღებულ კონფლიქტში წასვლის თემამ მოიცვა. უხუცეს ქალთა საბჭო კი დიდი ხანია, ცდილობდა სახელმწიფოსა და მედიის ყურადღების მიპყრობას ამ პრობლემაზე. ეს საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, არა მარტო ჩვენი კუთხისთვის, არამედ ყოველი მოქალაქისათვის.
„გორი საქართველოს ღირსებისთვის“- 19 მაისს გორში კონტრ-აქცია გაიმართება
15 მაისი, 2015
„აღდგეს რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები, რათა საქართველო ევრაზიულ კავშირში გაერთიანდეს“, - ასე მიმართა 9 მაისს გორში შეკრებილებს „ერთიანი კომუნისტური პარტიის“ თავმჯდომარემ, თემურ ფიფიამ.
ლგბტ პირების სოციალიზაციის პრობლემები
14 მაისი, 2015
2005 წლიდან დღემდე, ყოველი წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული ფაქტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ვლინდება.
სტრასბურგის სასამართლო: პოლიციამ 2012 წელს ვერ დაიცვა ანტი–ჰომოფობიური აქციის მონაწილეები თავდასხმისგან
13 მაისი, 2015
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ვერ უზრუნველყო დაეცვა“ ლგბტ აქტივისტები თავდასხმისგან, როდესაც ისინი 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ.