სტატია
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2018-05-22
კურორტი ახტალა 3 მილიონ 755 000 ლარად იყიდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტ ახტალას ყიდის. აუქციონი 16 მაისს გამოცხადდა და 14 ივნისს დასრულდება. კურორტის საწყისი გასაყიდი ფასი 3 755 000 ლარია.
2018-05-17
ტატუნაშვილის საქმის გამოძიების საკითხი - ერგნეთის ფორმატში
15 მაისს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით 86-ე შეხვედრა ცხრა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე მთავრი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხებოდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნელებმა შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია და ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობას ყველა მასალის გადმოცემა მოსთხოვეს, მათ შორის - ტატუნაშვილის ცხედრის შინაგანი ორგანოების.
2018-05-17
საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა უსამართლოდ მკაცრი და არაჰუმანურია
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა ქალ მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეებზე არსებული სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის შედეგად, პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების, მათ შორის, დადებითი ტენდენციების იდენტიფიცირება მოახდინა.
2018-05-17
გორში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს თავს დაესხნენ
16 მაისს, გორში წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. როგორც humanrights.ge-ის ადგილობრივებმა განუცხადეს, სამეფო დარბაზის კარს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს. სამეფო დარბაზს ნატყვიარის გარდა აქვს წარწერა -„იწამეთ ღმერთი ჩვენი".
2018-05-17
სპექტაკლი №5 პენიტენციურ დაწესებულებაში
სპექტაკლი - "შენ ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე, ერთი აპრილის ამოფეთქვა ხარ" მოგვითხრობს ყოფილ მსჯავრდებულზე, რომელიც, მრავალი წლის შემდეგ, თავისუფლების ყოველდღიურობას უბრუნდება. სპექტაკლში საუბარია გაზაფხულზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, ღალატზე, დედა-შვილობაზე, მონატრებაზე, პრობლემებზე, ოცნებებზე - იმ ცხოვრებაზე, რომელმაც არ იცის დახურული და ღია სივრცე, ის ყველგან ერთნაირად სტკივათ და უხარიათ, სძულთ და უყვართ.
2018-05-15
მსჯავრდებული, თამარ ტალიკაძე შიმშილობას განაგრძობს
ადამიანის უფლებათა ცენტრს №5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა, თამარ ტალიკაძემ, აცნობა, რომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან შიმშილობს.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას