კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

გიორგი შერვაშიძე: „თუ ეს საქმეც არ გამოიძიეს, გამოდის ხელისუფლების გაკეთებულია“

27 ივნისი, 2008
„ჩუმად მირტყამდნენ, ძირითადად წიხლებით, ეტყობოდათ, რომ კარგად იცოდნენ თავის საქმე. ერთი სალანძღავი სიტყვაც არ დასცდენიათ. რას აკეთებთ მეთქი, ამის თქმა მოვასწარი და გონება დავკარგე. როცა აზრზე მოვედი, ზემოდან დამყურებდნენ. შემდეგ ისევ განაგრძეს ცემა კიდევ 30 წამის განმავლობაში. ჩემი მეუღლე ამას აივნიდან უყურებდა, მის ხმაურზე მეზობლებიც გამოვიდნენ და ისინიც ოდნავ აჩქარებული ნაბიჯით ეზოდან გავიდნენ“, - 19 ივნისს მომხდარი ამ თავდასხმის ამბავი საქართველოს შინაგანი ძალების ყოფილ სარდალს და ახლა პოლიტიკური ბლოკი „დემოკრატების“ წევრ გიორგი შერვაშიძეს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ახსოვს.

ადამიანების წამება დღემდე გრძელდება

26 ივნისი, 2008
26 ივნისს, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ და ,,წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრმა“ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთობლივი აქცია გამართა. 26 ივნისი გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა. რევოლუციის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ საქართველოში ადამიანების წამების ფაქტები აღარ დაფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, ხალხს დღემდე აწამებენ. ,,არ აწამო, იწამე ადამიანი“ - ამ დევიზით ვერის პარკში თეატრალური ჩვენება მოეწყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა პლაკატებით ხელში რუსთაველი გაიარეს და სახალხო დამცველის ოფისში იგივე თემაზე მოწყობილ შეხვედრას შეუერთდნენ.

წინასაარჩევნოდ პატიმრობიდან კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებიც გაათავისუფლეს

26 ივნისი, 2008

გადაცემა „7 დღის“ ბედი გაურკვეველია

25 ივნისი, 2008

უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ფასიანი სწავლება კვლევის პროცესს გააჩერებს

23 ივნისი, 2008
რა ურჩევნია უნივერსიტეტს და რას აკეთებს ამ დროს განათლების სამინისტრო? უმაღლესი განათლების პოლიტიკის დაგეგმვის თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელია ზოგიერთი ასპექტი, რომლითაც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა იწყებს ფუნქციონირებას. საბაზრო ეკონომიკაზე მაქსიმალურად ორიენტირებულ სისტემებშიც კი, როგორიც, მაგალითად განათლების ამერიკული სისტემაა, დოქტორანტურა სტუდენტებისათვის პრაქტიკულად უფასოა, რადგან ეს ის საფეხურია, როცა ადამიანი მხოლოდ ცოდნას კი არ იღებს, არამედ ცოდნას წარმოქმნის და მისთვის ამ პროცესში ხელის შეწყობა აწყობს როგორც სახელმწიფოს, ასევე სხვადასხვა კორპორაციებს. სწავლისა და კვლევის დაფინანსება ამ ეტაპზე სწორედ სახელმწიფო და/ან კერძო ფონდების მეშვეობით ხდება.“ - განათლების ექსპერტი ლელა სამნიაშვილი ამ შეფასებას კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებს. სახელმწიფო უნივერსიტეტმა არაერთი ასპირანტი დატოვა ჰაერში გამოკიდებული.

დაპირისპირება ტალერის სკოლაში

20 ივნისი, 2008
ვინ უფრო არღვევს ქცევის წესებს - მოსწავლე თუ მასწავლებელი?! ამ კითხვაზე პასუხი მარტვილის რაიონის სოფელ ტალერის საჯარო სკოლაში ყველას აქვს, თუმცა მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ურთიერთბრალდებებით პასუხობენ. წლების განმავლობაში პედაგოგთა შორის დაპირისპირებით ცნობილ სკოლაში მოსწავლეებიც გააქტიურდნენ. გასულ კვირას კი მოსწავლე-მასწავლებლების დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. იგი ორივე მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. შედეგად კი მოზარდები პოლიციის ქვეგანყოფილებაში აღმოჩნდნენ, ხოლო პედაგოგიური და სამეურვეო საბჭოს წინაშე მოსწავლეების გარიცხვის საკითხი დადგა.

დროებითი მოთავსების იზოლატორებში პატიმრები ჭლექით ავადდებიან

19 ივნისი, 2008
შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში პატიმრები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. ყველაზე რთული ვითარება რეგიონულ იზოლატორებშია, სადაც უკიდურესად მძიმეა სანიტარული მდგომარეობა. არ არის საპირფარეშო, საკნებში ჩამოდის წყალი, ჩამსხვრეულია მინები ან საერთოდ არ აქვს ფანჯრები, არ არის ნარები და დაკავებულებს ბეტონის იატაკზე უწევთ დაძინება. პრობლემაა მათი კვებაც. მძიმე პირობები განსაკუთრებით აუტანელია ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირებისათვის, რომლებსაც 30 დღემდე უწევთ იზოლატორებში ცხოვრება. საკნებში ვირთხების, ბაღლინჯოების, რწყილებისა და ტილების მეშვეობით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექიმი - ეპიდემიოლოგები ინფექციური დაავადებების მასობრივად გავრცელებას ვარაუდობენ.