კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

„ლომიძე ადვოკატის გარეშე დაკითხეს და აღიარება ზეწოლით მიიღეს“

30 ივნისი, 2009
შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გამომძიებლებმა რესპუბლიკური პარტიის წევრის და „ალიანსი საქართველოსთვის“ ყვარლის რაიონული შტაბის უფროსის, ვანო ლომიძის მიმართ გამოძიება დაასრულეს. ლომიძეს ბრალი ცრუ დასმენასა და თაღლითობის მომზადებაში ედება, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასწარი გამოძიების დროს ლომიძემ დანაშაული აღიარა. მან განაცხადა, რომ საკუთარი ავტომანქანა პიარის მიზნით დაწვა, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ლომიძე ამჟამად დანაშაულს არ აღიარებს და ამის შესახებ განცხადების გაკეთებას სასამართლო პროცესზე გეგმავს. ბრალდებულის ადვოკატი ვაჟა ვარადაშვილი ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილების შეცვლის მიზნით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე, შესაძლოა, ზეწოლა მანამდე განხორციელდეს, სანამ ყვარლის სასამართლო მის საქმეს განიხილავს.

კოტე კაპანაძე ოპოზიციის მხარდაჭერისათვის იდევნება

26 ივნისი, 2009

ვიცე-გუბერნატორის კლანი კახეთში

24 ივნისი, 2009
„სკანდალების მოყვარული“ ვიცე-გუბერნატორი აცხადებს „ისეთმა ფურმა დამწიხლოს ჩემზე მეტს რომ იწველიდესო“ კახეთის რეგიონში საჯარო სამსახურებში თანამდებობებზე ძირითადად მხოლოდ ვიცე-გუბერნატორის გიორგი სიბაშვილის ნათესავები, ახლობლები, მეგობრები ან მისი ნდობით აღჭურვილი პირები ინიშნებიან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გუბერნატორის პირველი მოადგილის მიერ გატარებული საკადრო პოლიტიკა რეგიონის საჯარო სკოლებზე, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს რაიონულ განყოფილებებზე და კერძო კომპანიებზეც კი გავრცელდა. ქვემოთ მოცემულ კონკრეტულ ფაქტებზე კომენტარისას, ვიცე-გუბერნატორმა განაცხადა, რომ „ბრძოლისთვის მზად არის“, თუმცა ჩვენ მხოლოდ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებთ.

საერთაშორისო ორგანიზაცია „Crisis Group” შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში გაეროს სამშვიდობო მისიის შეწყვეტასთან დაკავშირებით

23 ივნისი, 2009

მინისტრი დახმარების თხოვნით შესულ დევნილს ემუქრებოდა - კედელზე ტვინს მიგანთხმევინებო

22 ივნისი, 2009
ფერადი ტელევიზორი და შავთეთრი რეალობა დევნილებს თითქმის ყველგან უჭირთ და მათ მუდმივად „ეხმარებიან“, თუმცა ეს დახმარება რომ არაეფექტურია იქიდანაც ჩანს, რომ მათ მუდმივად და ყველგან უჭირთ. არაეფექტურთან ერთად ეს დახმარება ხშირად ბუტაფორიულია და დევნილებისავე მტკიცებით ტელე-პიარის ნაწილია. თქმა არ უნდა იმასაც, რომ ასეთი შემთხვევები მათთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. ადამიანის უფლებათა ცენტრს წინა კვირას რამოდენიმე დევნილი ეწვია. მათ გვთხოვეს დავინტერესებულიყავით მათი ყოფით და ჩვენც ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო შტაბის („ზაკო“) შენობაში ჩასახლებულ დევნილებს ვეწვიეთ.

“ალიანსი საქართველოსთვის” წევრებზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება

22 ივნისი, 2009
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში “ალიანსი საქართველოსთვის” ათი წევრი დააკავეს. ეს ინფორმაცია „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერმა თინა ხიდაშელმა გაავრცელა. მისი განცხადებით დაკავებული არიან „ალიანსის“ წევრები და რეგიონალური შტაბის წარმომადგენლები ჩოხატაურში, ლანჩხუთში, ტყიბულში, ჭიათურაში, ადიგენში, გორსა და თბილისში. ხიდაშელის განცხადებით ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ხელისუფლება აგრძელებს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნას, რაც აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას ისეთ მდგომარეობამდე, როცა სერიოზული კონფრონტაცია გარდაუვალი იქნება.

სასამართლო ჟურნალისტების დარბევის საქმეს არ იხილავს

19 ივნისი, 2009
14 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა. შეხვედრის დროს პრეზიდენტი პოლიციელების მიერ ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლის ფაქტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ შენიშვნა მისცა სამართალდამცავებს, არავითარ შემთხვევაში არ შეზღუდონ ჟურნალისტების მუშაობა. პრეზიდენტის ამ გამოსვლის შემდეგ დაზარალებულ, ნაცემ ჟურნალისტებს ბოდიში სხვა ჩინოვნიკებმაც მოუხადეს. შს სამინისტრომ კი პოლიციის სამ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში უკანონოდ ხელშეშლა კანონით დასჯადია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამ დრომდე არცერთი სამართალდამცავი არ მიუციათ.