სტატია
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2017-06-27
საქართველოდან გაძევებისა და მოსალოდნელი წამების შიშით ცხოვრება
აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი დაშგინ აღალარლი უკვე მესამე წელია, თავს საქართველოს აფარებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა, მაგრამ შემდგომ წლებში მუდმივად ბაქოში ექსტრადიციის შიშით ცხოვრობს. როგორც თვითონ აცხადებს, ეს შიში განსაკუთრებით გაუძლიერდა თბილისიდან მეგობარი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის გატაცების შემდგომ.
2017-06-27
ხიდისთავში, სოფლის გაზიფიცირების მოთხოვნით, გზა გადაკეტეს
26 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობამ აქცია გამართა. პროტესტი ბუნებრივი აირის მილების გაყვანამ გამოიწვია, რადგან ხიდისთავის მაცხოვრებლებს უთხრეს, რომ მილები სოფელ ატენის გაზიფიცირებისთვისაა განკუთვნილი და არა სოფელ ხიდისთავისთვის, სადაც აღნიშნული მილები გაჰყავთ.
2017-06-23
ნიქოზის საჯარო სკოლის პედაგოგები დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ
„კმარა დირექტორის დიქტატურა“ - ამ შეძახილებით დახვდნენ 22 ივნისს სამსახურში მისულ ნოქოზის საჯარო სკოლის დირექტორს ამავე სკოლის პედაგოგები და მას შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
2017-06-20
ყალბი ინვესტიცია ახმეტაში - გამგებლის თვალთმაქცური გარიგება საკუთარ მეგობართან
ახმეტის გამგეობამ 8 090 კვ.მ ფართობის ორი არასასოფლო მიწის ნაკვეთი 2015 წელს აუქციონით მიჰყიდა არჩილ კოჭლიაშვილს - 2 წლის ვადაში ინვესტიციის განხორციელების პირობით. სინამდვილეში „ინვესტორთან“ დადებული ხელშეკრულება არავითარ საინვესტიციო ვალდებულებებს არ ითვალისწინებს, თუმცა ახმეტის გამგებელმა ინვესტირების ვადა მაინც გააგრძელა 4 წლით, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთები გამგებლის უახლოესი მეგობრის - მამუკა ხოლეგაშვილის ძმაზე გადაფორმდა.
2017-06-20
გორის ვიცე-მერის ბავშვების ძიძამ ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო
15 ივნისს, საღამოს საათებში, ქალაქ გორის ვიცე-მერის საცხოვრებელ ბინას ნიღბიანები დაესხნენ თავს და დააყაჩაღეს. თავდაპირველი ვერსიით, დაყაჩაღების დროს დროს, სხეულის დაზიანება მიიღო გორის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ბავშვების ძიძამ.
2017-06-16
თავისუფლება ჩაბუქს!
სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გადასცეს თურქეთს მუსტაფა ემრე ჩაბუქი.
2017-06-02
რეინტეგრაცია, არასათანადო მოპყრობა, ჯანდაცვა - კიდევ რა გამოწვევების წინაშე დგას პენიტენციური სისტემა
რეინტეგრაცია, არასათანადო მოპყრობის ფაქტები, დაზიანებების დოკუმენტირება, სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა - კიდევ რა გამოწვევების წინაშე დგას პენიტენციური სისტემა
სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში ვრცელი ადგილი უკავია პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას. სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საანგარიშო პერიოდში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის კუთხით არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, ქვეყნის მასშტაბით, 12 პენიტენციურ დაწესებულებაში 35 ვიზიტი განახორციელა. შესაბამისად, გამოიკვეთა სფეროში არსებული პრობლემები და დადებითი ტენდენციები.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას