20:10, Tuesday, 15.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-07-30
ფსიქიურად დაავადებულს პენსია მოუხსნეს
ნაირა ცარციძე, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე დაავადება აწუხებს პენსიის გარეშე დარჩა. მანამდე ის ამ პენსიას ბოლო სამი წლის განმავლობაში იღებდა.
2007-07-27
თბილისში ძნელადაღსაზრდელთა სკოლები გაიხსნება
სკოლამდელი ასაკის ახალგაზრდებში გახშირებული მკველელობებისა თუ სხვა კრიმინალური დანაშაულებების გამო, სექტემბრიდან თბილისში ალტერნატიული სკოლები გაიხსნება. ამ სკოლებში ძნელადაღსაზრდელი მოსწავლეები ისწავლიან. იდეა ერთობლივად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას ეკუთვნის. ბავშვებს, რომლებიც ალტერნატიულ სკოლებში ისწავლიან, დისციპლინური კომიტეტი შეარჩევს. პირველი ეტაპისთვის, საცდელი ვადით სკოლები მხოლოდ თბილისში გაიხსნება. შემდეგ კი რეგიონებში.
2007-07-26
ველოსიპედის ქურდობისთვის 16 წლის მოზარდს 9 წლიანი პატიმრობა ემუქრება
16 წლის ნოდარ ტუკვაძე მეექვსე თვეა ბათუმის მესამე საპყრობილეში იმყოფება და სასამართლოს განაჩენს ელის. მოზარდს ბათუმის პროკურატურა ბრალს ველოსიპედის ძარცვაში სდებს. გამოძიება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა, რომელიც განსასჯელის ადვოკატის განცხადებით, არაობიექტურია. დაზარალებული აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს ინსპექტორია.
2007-07-26
დისშვილის ვალებისთვის დეიდას ბინას ართმევენ
მედეა ხოხაშვილს, როგორც მიწისძვრით დაზარალებულს, სახლი ხელისუფლებამ მისცა. ხოხაშვილი ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ახლა კი მთელი ოჯახი დისშვილის აღებული ვალების გამო უსახლკაროდ რჩება.
2007-07-26
მენავთობეები სახელმწიფოს ვალს სთხოვენ
ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშა-მოსამსახურეები სახლმწიფოსაგან ათეული წლის წინ დარღვეული პირობის შესრულებას მოითხოვენ. 1988 წელს დაწყებული კოოპერაციული ბინათმშენებლობა, რომლის ასაშენებელი თანხები 54 ოჯახმა 1991 წლისათვის სრულად დაფარა, საძირკველზეა გაჩერებული. სახელმწიფო მათ ვალს „ქვეყნის შიდა ვალად“ აღიარებს, თუმცა, კომპენსაციის გადახდის მექანიზმები კი ჯერ არ გადაუწყვეტია.
2007-07-25
ვინ იცავს ექიმთა და პაციენტთა უფლებებს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული პაციენტთა უფლებების დაცვის ცენტრი წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს. ამ ცენტრის მთავარ ექსპერტს, ირმა მანჯავიძეს საჭირო სიტუაციაში საუკეთესო გამოსავლად (როგორც ექიმებისათვის, ასევე პაციენტებისათვის) საკუთარი უფლება-მოვალეობების სათანადოდ ცოდნა მიაჩნია.
2007-07-25
აჭარაში ბავშვები ბრონქული ასთმით მასობრივად ავადდებიან
აჭარის რეგიონში მოზარდები ბრონქული ასთმით მასობრივად ავადდებიან. ოფიციალური სტატისტიკით, მარტო ბათუმში, სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებით 1700 ბავშვია დაავადებული. აჭარის ჯანდაცვის რესპუბლიკური ცენტრის ალერგოლოგიურ ცენტრში არ უარყოფენ, რომ ბრონქული ასთმით შესაძლოა უფრო მეტი მოზარდი იყოს დაავადებული.
2007-07-25
სკოლების ოპტიმიზაციას 125-ე სკოლა ეწირება
სკოლების ოპტიმიზაციის საკითხი საქართველოში საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს. მასწავლებლები უმუშევრები რჩებიან, მოსწავლეებს შორ მანძილზე სიარული უჭირთ, მშობლებს კი მათი ტრანსპორტირებისთვის დამატებითი ხარჯების გადახდა უწევთ. როგორც პედაგოგები ირწმუნებიან, სკოლები ოპტიმიზაციის საბაბით იხურება, რეალურად კი ამ პროცესს ოპტიმიზაციასთან კავშირი არა აქვს.
2007-07-24
ჩაქვში მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებს დაუნგრევენ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე 173 საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი იგეგმება. უსახლ-კაროდ დარჩენის შემთხვევაში 1000-მდე ადამიანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობის წინ შიმშილობის აქციის დაწყებას აპირებს.
2007-07-24
„ქუთაისელი წიგნები“ უსახლკაროდ რჩებიან
„26 ივლისს ქუთაისელები უპრეცედენტო ფაქტის მომსწრენი აღმოჩნდებიან. პოლიცია მოვა, ჩვენს წიგნებს ქუჩაში გაიტანს და კარსაც მოგვიხურავს. გამოსახლება უკვე ორჯერ გადაგვივადეს და 26-ში ეს ვადაც იწურება. ქუთაისში ერთადერთი წიგნის მაღაზია, რომელსაც 60-წლიანი ისტორია აქვს, არსებობას შეწყვეტს,“ - განუცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს ქუთაისის #1 წიგნის მაღაზიის დირექტორმა ჯემალ სვანიძემ.
2007-07-24
უკანონოდ გამოსახლებული ოჯახი ავტოფარეხში ცხოვრობს
სასამართლო აღმასრულებლის მიერ ხიმშიაშვილის ქუჩის #94 სახლიდან გამოსახლებული ედნარ ბერიძის ოჯახი თვეზე მეტია მეზობლის ავტოფარეხში ცხოვრობს. გარაჟების დანგრევის ბუმით შეშინებული ბერიძეებს ავტოფარეხიდან გამოსახლების შიშიც აქვთ. დაზარალებულის ადვოკატის, ნიკოლოზ გეგეშიძის განცხადებით, ბერიძეები უკანონოდ არიან გამოსახლებულები. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.
2007-07-23
სახეცვლილი და გეგმაშეუცვლელი ბიუჯეტი
17 ივლისის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა სხვა სხდომებისგან განსხვავებით მხოლოდ 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო. საკრებულოს .თავმჯდომარის მოადგილემ ნუკრი პაპუნაშვილმა 15 წუთით დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა.
2007-07-23
კიდევ ერთი კერძო საკუთრება ინგრევა
თაბუკაშვილის 50-ში მცხოვრები 26 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მათი კერძო საკუთრების ნგრევა ისე დაიწყო, რომ მობინადრეებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. თბილისის მერიას რომ აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ცნობილი იყო, თუმცა მისი დემონტაჟი მოსახლეობის გაუფრთხილებლად დაიწყო.
2007-07-20
კანონპროექტი არასრულწლოვანთა დასაცავად
საქართველოს სახალხო დამცველი არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დასაცავად სპეციალურ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს. კანონპროექტის მუშა ვარიანტი უკვე მზადაა. მის მიხედვით, იმ მედია-საშუალებებსა თუ სხვა პირებს, რომლებიც არასრულწლოვანთა უდანაშაულობის პრეზუმფციას დაარღვევენ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.
2007-07-20
„სასამართლოს გამჭვირვალობა აუცილებელია“
საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სასამართლო პროცესებზე ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების აკრძალვaს ითვალსიწინებს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
2007-07-19
სპორტის აკადემია იყიდება
უკვე ერთი კვირაა, სპორტის აკადემიის შესანარჩუნებლად საპროტესტო აქციები იმართება. სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, სპორტის აკადემია ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტს უერთდება. აკადემიის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ვეტერანი სპორტსმენები აღნიშნულ გადაწყვეტილებას სპორტის დაღუპვასთან აკავშირებენ და მის დათმობას არ აპირებენ.
2007-07-18
„არ ვიცი რაში სჭირდება მინისტრს ასეთი ტყუილი”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის ბაზაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუძნდება, ეს გადაწყვეტილება ყოფილი ფილიალის თანამშრომლებს ზუგდიდში ჩამოსულმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამ გააცნეს.
2007-07-18
„ამერიკის საელჩომ უნდა გაიგოს, როგორ ებრძვიან ტრეფიკინგს ჩვენთან“
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ გორელ ზაზა ამირიძეს გორის სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამირიძის ადვოკატის გია ამაშუკელის თქმით, ზაზა ამირიძესთვის ტრეფიკინგის ბრალდების წაყენება აბსურდულია და ემსახურება იმ მიზანს, ვითომ ქართველი სამართალდამცავები და მართლმსაჯულება ტრეფიკინს ,,ებრძვის“.
2007-07-17
„12 ნაბიჯი" ნარკომანი პატიმრებისთვის
რამდენიმე ხნის წინ ქუთაისის #2 საპყრობილეში ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების საკითხებზე სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. ფაქტი უპრეცენდენტო იყო, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ მომხსენებლებს თავად ნარკომანი პატიმრები წარმოადგენდნენ. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მავნებელია ნარკოტიკი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორ ანგრევს იგი ადამიანის ფსიქიკას და ა. შ.
2007-07-17
პოლიტიკური ლიდერები „ბოდიშის კამპანიას“ აფასებენ
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წამოწყებულ „ბოდიშის კამპანიას“ აფხაზი ხალხის მიმართ, პოლიტიკური ლიდერები ეხმაურებიან. ზოგისთვის ბოდიშის მოხდა პრობლემას არ წარმოადგენს, ზოგისთვის ეს გრანტების მოსაპოვებლად მიმართული კამპანიაა, ზოგი კი ფიქრობს, რომ აღნიშნული კამპანია სამშვიდობო მოლაპარაკებებს ძალიან დააზარალებს.
[1] 2 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC