მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
დევნილთა „დროებითი“ პრობლემები
29 სექტემბერი, 2014
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ყოფილი კადეტთა კორპუსის ბაზა პირველად, 1991 წელს დაიკავა მთავრობისგან განდგომილმა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა. იგი თავის სტატუსგაუქმებულ გვარდიასთან ერთად სწორედ აქ დაბანაკდა და თბილისის ომიც ამ ბანაკიდან დაიწყო. მოგვიანებით იქ აფხაზეთიდან დევნილები შესახლდნენ და დარჩნენ. 1993 წლიდან ისინი იქ მუდმივად ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ საცხოვრებელ ფართს „დროებითი“ ჰქვია.
დაუსრულებელი შიში ზემო მლეთაში
26 სექტემბერი, 2014
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო მლეთა რამდენიმე წელია, სტიქიური უბედურების ზონაშია. წყალდიდობების სეზონზე სოფელს გვერდით ჩამომავალი მდინარე არაგვი წალეკვით ემუქრება. ამავე დროს, მდინარე შესაძლოა, ლომისის მთიდან ჩამოწოლილმა ღვარცოფმა გადაკეტოს და სოფელი მოულოდნელად დაიტბოროს. ზემო მლეთელები დიდი ხანია, უსაფრთხო ადგილას გადასახლების მოლოდინში არიან, მაგრამ ეს მოლოდინი წლებია გრძელდება.
პროტესტის მეორე დღე- სოლიდარობის აქცია საპროტესტო მსვლელობით გაგრძელდა
24 სექტემბერი, 2014
,,დამსაქმებელი თუ მონათმფლობელი“, ,,რეალ TV“-ის კონტრაქტი“ - ამ ტრანსაფარანტებით დღეს გორში თეატრის სკვერში ტელეკომპანია ,,დია“-დან წამოსულმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ჟურნალისტები ,,დია“-ს ხელმძღვანელობის მხრიდან წარდგენილი კონტრაქტის კონკრეტულ პუნქტებს აპროტესტებდნენ.
გაქცეული მსჯავრდებული აფხაზეთის საზღვართან დააკავეს
23 სექტემბერი, 2014
სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი 21 სექტემბერს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გაქცევიდან რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, გალის საზღვართან დააკავეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება მსჯავრდებულის რუსთავის #17 დაწესებულებაში დროულად გადაყვანას
22 სექტემბერი, 2014
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 19 სექტემბერს მსჯავრდებული გენადი ჯელაძე #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ტელეკომპანია „დიას“ ჟურნალისტები შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ
22 სექტემბერი, 2014
ტელეკოპანია „დიას“ თორმეტმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა. ამის მიზეზად არხის ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულ „კაბალურ ხელშეკრულებებს“ ასახელებენ. როგორც 22 სექტემბერს გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ტელეკომპანია „დია“ მთელმა გუნდმა დატოვა, მათ შორის: საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა, გადაცემების წამყვანებმა, განვითარების მენეჯერმა, მემონტაჟემ და ტექნიკურმა პერსონალმა.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მომავალ კონკურსზე დაობენ
22 სექტემბერი, 2014
16 სექტემბერს ქუთაისის საკრებულომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კონკურსის შესახებ დებულება დაამტკიცა. რიგგარეშე სხდომა დეპუტატებს შორის დაპირისპირებით დასრულდა - ადგილობრივი სათათბიროს „ნაციონალმა“ წევრება დებულების ის ნაწილი გააპროტესტეს, რომელიც ტესტირების შემდეგ აპლიკანტთან გასაუბრებას გულისხმობს.
სოხუმს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის და დღის წესრიგის შეცვლა სურს
19 სექტემბერი, 2014
სოხუმი მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებას, თუმცა მისი ფორმატი და დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს – რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება თბილისი – განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ 18 სექტემბერს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების №7დაწესებულებაში გადაყვანას აპროტესტებს
19 სექტემბერი, 2014
18 სექტემბერს პრაიმ–ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა პრესკონფერენცია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე მსჯავრდებულის, გენადი ჯელაძის №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით.
მიუსაფართა კარვები
19 სექტემბერი, 2014
თბილისში მოსკოვის გამზირზე გაშლილი მიუსაფართა კარვები გასული წლის დეკემბრიდან მასპინძლობს უსახლკარო მოქალაქეებს.დროებითი თავშესაფრის გახსნის ინიციატივა საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ გამოიჩინა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმაეს თემა დღის წესრიგში მწვავედ დააყენეს. მეტად ცივი ზამთრის პირობებში მოსკოვის გამზირზე 80 ადამიანზე გათვლილი 12-ადგილიანი კარვები გაიშალა. მას შემდეგ იქდღემდე მიდის ყველა, ვისაც ღამის გასათევი სხვა საშუალება არააქვს.
არასამთავრებო ორგანიზაციები პატრულ-ინსპექტორის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას აპროტესტებენ
18 სექტემბერი, 2014
18 სექტემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ და „საზოგადოებრივი დამცველი“ შსს-ს მიერ საპატრულო პოლიციის პატრულ ინსტექტორის, იოსებ აბულაძის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების თემაზე პრესკონფერენცია გამართეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პრესკონფერენცია პატრულ-ინსპექტორის უკანონოდ გათავისუფლების თაობაზე
17 სექტემბერი, 2014
18 სექტემბერს 11:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და საზოგადოებრივი დამცველი შსს-ს მიერ საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის, იოსებ აბულაძის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების თემაზე პრესკონფერენციას გამართავენ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მძიმე ფორმით დაავადებული მსჯავრდებულის #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას აპროტესტებს
17 სექტემბერი, 2014
18 სექტემბერს, 13:00 საათზე პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე მსჯავრდებულის, გენადი ჯელაძის #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით. #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გენადი ჯელაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
კრიმინოგენული ვითარების გამო პარლამენტში შესაძლოა საკანონმდებლო ინიციატივა შევიდეს
15 სექტემბერი, 2014
ორი დღის წინ ქუთაისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მეზობელი, 65 წლის მარტოხელა მამაკაცს სასტიკად სცემა. თავის ქალისა და ნეკნების მძიმე მოტეხილობით მევლუდ კოდუა იმერეთის სამხარეო საავადმყოფოში გადაიყვანეს, მომხდარის შესახებ კი, მედიას მისმა მეზობლებმა აცნობეს. შს სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება, რადგან ადგილობრივი პოლიციისთვის არავის მიუმართავს და შესაბამისად, მოსაკვლევიც არაფერია.
ადამიანის უფლებათა ცენტრი პოლიტპატიმრების საქმეებისთვის „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას მოითხოვს
12 სექტემბერი, 2014
ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პოლიტპატიმრების საქმეებისათვის გრიფის - „საიდუმლოს“ მოხსნას და ხელახალი ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 12 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული გირაოს შეფარდებას ითხოვს
12 სექტემბერი, 2014
10 სექტემბერს გორში იუსტიციის სახლთან სამართალდამცველებსა და მოქალაქეს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლა რამდენიმე წუთს გარძელდა. პოლიციელებს დაკავების მომენტში მოქალაქე წინააღმდეგობას უწევდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, მესაკუთრემ საცხოვრებელი სახლი დაიბრუნა
10 სექტემბერი, 2014
ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, მოქალაქე ელზა შეყრილაძემ თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი დაიბრუნა. სახლში წლების განმავლობაში შეჭრილნი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფართის დაცლას არ აპირებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება.
მერიის თანამშრომლების კონკურსი შესაძლოა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა ჩაატაროს
9 სექტემბერი, 2014
ქალაქ გორის საკრებულოს სხდომა 8 სექტემბერს 20 წუთით გვიან დაიწყო. ამის მიზეზი დეპუტეტების ნაწილის სხდომაზე გამოუცხადებლობა იყო. სხდომათა დარბაზში პირველები საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მივიდნენ. სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ, პაპუნა კობერიძემ სწორედ დეპუტატების დაგვიანების საკითხით დაიწყო და აღნიშნა, რომ ბოლოჯერ პატიობს დეპუტატებს დაგვიანებას.