კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

პოლიტიკური რთველი - 2009

16 სექტემბერი, 2009
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. რეგიონის ბევრ სოფელში ყურძნის შაქრიანობა დადგენილ 21 გრადუსს დიდი ხანია გასცდა, თუმცა მევენახეები მოსავალს ვერ აბინავებენ. სოფლის გამგებლები ცნობებს, რომლის საფუძველზეც ღვინის ქარხნები ყურძენს იბარებენ, შეზღუდვით გასცემენ. ცნობების მისაღებად ყველაზე მეტად იმ ადამიანებს აწვალებენ, ვინც ხელისუფლების მხარდამჭერები არ არიან. კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში არიან ფერმერები. საწარმოები იმ მევენახეთა ყურძენს, რომელთაც 10 ჰექტარზე მეტი ვენახი აქვთ, საერთოდ არ იბარებენ. რთველთან დაკავშირებული პროცესების გასაკონტროლებლად, სიღნაღის, გურჯაანის, ყვარლის და თელავის რაიონებში პოლიციის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. რთველის მიმდინარეობას აკონტროლებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიც. კუდ-ის წარმომადგენლებს უშუალოდ ფერმერების კონტროლი აქვთ დავალებული.

"ანგარიში ხალხს" ოპოზიციის დარბევაში

10 სექტემბერი, 2009
საქართველოს მთავრობამ გუშინ "ხალხს ანგარიში" თელავში წარუდგინა. მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იყო ერეკლეს გამზირი. სამინისტროების მიერ გამოფენილ სტენდებს და სხვადასხვა საგნებს ძირითადად, კახეთის რაიონებიდან საგანგებოდ ჩაყვანილი საჯარო მოხელეები ათვალიერებდნენ. 15:00 საათზე თელავს პრეზიდენტიც ეწვია. იმ ფონზე, როცა მინისტრები კახელებს დემოკრატიულ რეფორმებზე ელაპარაკებოდნენ, ხოლო პრეზიდენტი სიტყვით ქვეყნის აღმშენებლობაზე გამოდიოდა, კონსერვატორული პარტიის თელავის ოფისში პოლიციის მაღალჩინოსნები და ნაცმოძრაობის შეიარაღებული აქტივისტები შევარდნენ.

შოთა აფხაიძე: „ჩემ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“

8 სექტემბერი, 2009
ხელისუფლების მხრიდან ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტების დაპატიმრების და დაშინების მცდელობა საზოგადოებისთვის უცხო აღარაა. სტუდენტი ახალგაზრდობის „დემოკრატიული ლიგის“ ვიცე-პრეზიდენტი და „დაიცავი საქართველოს“ წევრი შოთა აფხაიძე მუქარის ზარებს უკვე მიეჩვია. მასზე ორი თავდასხმაც განხორციელდა. აგვისტოს თვეში შვიდჯერ უმიზეზოდ დააპატიმრეს. შოღა აფხაიძე აცხადებს, რომ ამჯერად მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება: „სარწმუნო წყაროდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ჩემზე სერიოზულ შურისძიებას გეგმავს, ისინი უკან არაფერზე დაიხევენ, არ გამოვრიცხავ რომ შესაძლოა გატაცების ან წამების გზით მოახდინონ ჩემთან ანგარიშსწორება“, - აცხადებს აფხაიძე.