09:44, Friday, 06.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2019-06-28
ახალდაბის მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა
c27 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მცხოვრებლებმა, ახალდაბა - ნიქოზის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტის აღნიშნულ ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც ხელისუფლების მხრიდან სოფელში არსებული პრობლემების მოგვარების იმედი ამოეწურათ.
2019-06-28
პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი
20 ივნისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრატების დაშლის შედეგად, 280-მდე აქციის მონაწილე, 80 პოლიციელი და 38 მედიის წარმომადგენელი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა, მათ შორის ერთ-ერთი 18 წლის გოგოა.
2019-06-28
ქარელში სკვერის ტერიტორიის იჯარით გადაცემის საკითხს პროტესტი მოჰყვა
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წერიგში ცვლილება შევიდა. კერძოდ კი, სკვერის ტერიტორიაზე 100 კვ.მ ფართობის იჯარით გასხვისება მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობის პროტესტის საფუძველზე დროებით გადაიფიქრა და საკითხი უკან გაითხოვა. ამის მიზეზი ქარელში სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების პროტესტი გახდა. მოსახლების ნაწილის განცხადებით, ქალაქს ერთადერთი გამწვანებული სკვერი აქვს და მისი იჯარით გადაცემის შემთხვევაში მოიჯარის კომერციულ ინტერესებს შეეწირება მწვანე ნარგავები.
2019-06-26
სტატუსის გარეშე დარჩენილი დაზარალებულები
გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. დაზარალებულები უკვე მე-11 წელია, დაკარგული სახლების და ნაკვეთების კომპენსაციას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. 
2019-06-13
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ილია ბერუაშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასამართლო დავა მოუგო
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დიცში, ბერულას უბანში მცხოვრებმა ილია ბერუაშვილმა უკვე მეორე ინსტანციაში მოუგო სასამართლო დავა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მოქალაქესა და სახელმწიფო უწყებას შორის დავა მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების საკითხს ეხება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო რეგისტრაციაზე უარის მიზეზად ილია ბერუაშვილის ნაკვეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობას ასახელებდა.
2019-06-10
14 წლის გოგოს ამბავი, რომელიც ორჯერ გაიტაცეს და გააუპატიურეს - პოლიცია მოძალადეს არ იჭერს
საგარეჯოში 14 წლის გოგო რამდენიმე კაცმა მოიტაცა. ღამით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ფერმაში მიიყვანეს. 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტეს. ბავშვი მამაკაცს წინააღმდეგობას უწევდა. ბიჭმა მას დაარტყა, საწოლზე მიაბა და გააუპატიურა. მოძალადემ ბავშვს უთხრა, რომ ცოლად უნდოდა. იმავე ღამეს, ძალადობით კიდევ ორჯერ დაამყარა სქესობრივი კავშირი.
2019-06-04
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ყოველწლიური შეხვედრები გაიმართა
2019 წლის 20-24 მაისს, ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ყოველწლიური სტრატეგიული მრგვალი მაგიდის შეხვედრების მორიგი სერია გაიმართა.
2019-05-30
სტიქიით დაზარალებულების აქცია
27 მაისს,  სტიქიით დაზარალებულებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია გამართეს და სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა და ანაზღაურება მოითხოვეს.
2019-05-27
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ანალიზი
შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა, სამწუხაროდ, დღემდე არ არიან ადეკვატურები 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხადარი არასრულწლოვანთა მკვლელობის  საქმესთან მიმართებაში, რაზედაც ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ, ერთი მხრივ, პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს გაიტანოს პირვანდელი ბრალდება  სააპელაციო სასამართლოში, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე სასამართლოზე გადაიტანონ და საქმის ირგვლივ არ გადადგან ქმედითი ნაბიჯები.
2019-05-24
7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმე
21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში ​ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს.  შსს-მ საკუთარი შვილის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია.  
2019-05-21
ერთი ოჯახის იმედად დარჩენილი სოფელი
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, დღემდე ეტყობა უახლეს ისტორიაში მომხდარი 2008 წლის ომის  კვალი. სოფელში ეთნიკურად ოსები ცხოვრობდნენ.
2019-05-20
სტალინის გამზირისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას
ქალაქ გორის ცენტრალური ქუჩისთვის, სტალინის გამზირისთვის, სახელწოდების შეცვლის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა. ქუჩის სახელწოდების შეცვლას მარო მაყაშვილის საზოგადოება ითხოვს. მათ აქცია-პერფომანსი გამართეს და თვითმმართველობას კანონის დაცვისკენ მოუწოდეს. 
2019-04-30
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები
25 აპრილს, გორში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით დისკუსია გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო სექტორთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
2019-04-25
ადამიანის უფლებათა ცენტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მონიტორინგს აგრძელებს (ფოტორეპორტაჟი)
,,ის ნაბიჯები, რაც დღემდე გადაიდგა, არის არასაკმარისი და ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებობს და აუცილებელია სახელმწიფომ ბევრად უფრო აქტიური პოლიტიკა აწარმოოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მაცხოვრებლების პრობლემების მოსაგვარებლად", - უჩა ნანუაშვილი.
2019-04-18
მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი მოქალაქეები​
84 წლის დათა ვანიშვილის ცხოვრება მას შემდეგ გართულდა, რაც მისი საცხოვრებელი სახლი სოფელ ხურვალეთში ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. მავთულხლართებით გაყოფილ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება ძალიან გაუჭირდა.
2019-03-19
„პური გაძვირდა, შრომის ფასი - არა"
15 მარტს, გორში, წისქვილკომბინატის თანამშრომლები გაიფიცნენ და საპროტესტო აქციაზე, სამუშაო პირობების გათვალისწინებით, ხელფასის გაზრდა მოითხოვეს. გაფიცულ თანამშრომლებს თავდაპირველად ოთხი ძირითადი მოთხოვნა ჰქონდათ.
2019-03-18
რა მოხდა ხურვალეთში
15 მარტს, ხურვალეთში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსი საოკუპაციო ჯარის ათამდე შეიარაღებული პირის გადმოსვლის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ლუდა სალიამ, განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მოითხოვა.
2019-02-28
ლიბიაში გარდაცვლილ 23 წლის მეზღვაურს კვირის ბოლოს გადმოასვენებენ
ლიბიაში ნაოსნობისას გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის, ცხედრის გადმოსვენების პროცესი დაიწყო. ლიბიის პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების ყველა ეტაპი დაასრულა და ქართულ მხარეს გადმოსვენების ნებართვა შესაბამისი აქტით დაუდასტურა. 23 წლის ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარდა, 21 იანვარს კი, ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს.
2019-02-27
ფრაქციების შექმნა-დაშლის საკითხი გორის თვითმმართველობაში
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მმართველმა პარტიამ დამატებით კიდევ ორი ფრაქცია შექმნა: ,,ქართული ოცნება-მწვანეები“ და ,,ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“. მანამდე ,,ქართულ ოცნებას"  თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში სამი ფრაქცია უკვე ჰქონდა შექმნილი: ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ,,ქართული ოცნება-მრეწველები“ და ქართული ოცნება-კონსერვატორები“. ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ხელფასი მაღალანაზღაურებადია: თავმჯდომარის შემთხვევაში - 2 000 ლარი, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისთვის -  1 200 ლარია გათვალისწინებული. ერთი ფრაქციის თავმჯდომარის და მოადგილის ხელფასისთვის წლის განმავლობაში   38 400 ლარი იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 
2019-02-19
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი კორუფციის შესახებ ბრალდებებს უარყოფს
გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილი უარყოფს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მის მიერ ბანკიდან აღებული სესხის ვადაზე ადრე სრულად დაფარვა რაიმე კავშირშია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაპატიმრებასთან.
1 [2] 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC