მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში მყოფი შშმ მსჯავრდებული გათავისუფლებას ითხოვს
30 მარტი, 2017
ხერხემლის ტრავმული დაზიანება (არის ეტლით მოსარგებლე, ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას), მიელოპათია, პოსტტრავმული ქვედა პარაპლეგია, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა დისფუნქცია. ცხვირის ძგიდის გამრუდება, ქრონიკული C ჰეპატიტი. ტერფის მიკოზი, ონიქომიკოზი. შფოთვითი მდგომარეობა - ამ დაავადებების მქონე მსჯავრდებული ს.ს. უკვე 2 წელიწად-ნახევარია სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების №18 დაწესებულებაში.
გორის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს
28 მარტი, 2017
გორის მერიამ მის დაქვემდებარებაში მყოფი 41 ა(ა)იპი-სა და შპს-ს რაოდენობის შესამცირებლად რეორგანიზაცია დაიწყო. გორის მერიის იურიდიულმა სამსახურმა ა (ა)იპ-ის დირექტორებს წერილობითი განცხადებები გაუგზავნა და შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა.
გორში პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაესწრნენ
28 მარტი, 2017
24 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გორში ,,კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის პრეზენტაცია გამართა. პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად, კამპანიის ფარგლებში, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი)
24 მარტი, 2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის სასარგებლოდ 60 000 ლარის გადახდა დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სასარჩელო მოთხოვნა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის სასარგებლოდ, 60 000 ლარის გადახდა დააკისრა, მხოლოდ მორალური ზიანის კომპენსაციის სახით.
რა დაუჯდა ახმეტის ბიუჯეტს საკრებულოს თავმჯდომარის სატელეფონო „ცელქობა“
24 მარტი, 2017
ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა, ვიდრე თანამდებობიდან გადადგებოდა, კორპორატიულ ტელეფონზე შემთხვევით გაიაქტიურა ულიმიტო ინტერნეტი, რაც შემდეგ უწყვეტ რეჟიმში დარჩა ჩართული. მომსახურების საფასურმა საბოლოოდ 4 000 ლარს გადააჭარბა. აღნიშნული თანხა შპს „მაგთიკომს“ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადაურიცხეს იმის მიუხედავად, რომ თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ინტერნეტით მომსახურება ბიუჯეტიდან არ ფინანსდება.
29 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცა
21 მარტი, 2017
ევა გვარაძის ოჯახი 29 დევნილი ოჯახიდან ერთ-ერთია, რომელსაც 20 მარტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა ახალი ბინის გასაღები გადასცა. ევა გვარაძე ცხინვალიდან 27 წლის წინ იძულებით გადაადგილებული პირია. იგი ოჯახთან ერთად, ამ პერიოდის განმავლობაში, გორში, ტურბაზის დევნილთა ჩასახლებაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა.
საქართველოში პატიმართა დიდი რაოდენობა პრობლემად რჩება
21 მარტი, 2017
15 მარტს ევროპის საბჭომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ევროსაბჭოს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში 52 წევრი ქვეყნიდან 47 -მა მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო
21 მარტი, 2017
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების შესახებ ახალ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა 1 მარტს მიიღო და რომელიც ფარულ საგამოძიებო მოსმენებთან დაკავშირებით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, ვეტო დაადო.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
18 მარტი, 2017
„ეს არის ისტორიული უსამართლობა” - ეს განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა 15 მარტს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გააკეთა. დავით რაქვიაშვილმა საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისგან და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებისგან მიიღო.
კახეთში ჩინოვნიკების ავტომანქანებით მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა
15 მარტი, 2017
2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში კახეთის რეგიონში შემავალი 9 მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ავტომანქანებით მომსახურებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 992 932 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, სამსახურებრივი ავტომანქანებისთვის საწვავის შესაძენად დახარჯულია 1 506 929 ლარი, ხოლო ავტომანქანების შეკეთებისთვის - 486 003 ლარი.
მთავრობა ბრაკონიერობაზე სანქციებს ამკაცრებს
10 მარტი, 2017
რეინჯერების, ტყის მცველებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების დაცვის მიზნით, მთავრობა ბრაკონიერობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობს. ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამართალდამრღვევების მიმართ სასამართლო ხშირ შემთხვევებში ძალიან ლმობიერია და მათ დანაშაულის ჩადენის იარაღსაც კი უბრუნებენ.
ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე
9 მარტი, 2017
კახეთში ჯერ კიდევ არის სოფლები, სადაც სკოლამდელი განათლება ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ არის და მუნიციპალიტეტები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ამ პრობლემის მოგვარებას. ყვარლის რაიონის სოფელ ჩანტლისყურეში, სადაც ეთნიკური ავარები ცხოვრობენ, სკოლამდელი ასაკის 30–ზე მეტი ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენილი. სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ ვერც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჭოეთში მცხოვრები ბავშვები. არადა, ორივე სოფელში სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სასკოლო ასაკის ბავშვები ქართულადაც კი ვერ საუბრობენ.
ინდოელი ფერმერები სიღნაღის გამგეობის თანამშრომელს თაღლითობაში ადანაშაულებენ
9 მარტი, 2017
სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მცხოვრები ინდოელი ფერმერები მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ავთანდილ ვაშაკიძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. როგორც ფერმერებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, გამგეობის თანამშრომელს ენდნენ და 2 წლის წინ, 200 ტონა ხორბალი ნისიად მიყიდეს. თანხის ნაწილი, 40 ათასი ლარი ფერმერებს დღემდე არ მიუღიათ.