მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
პოლიციის გულგრილობით მუზეუმები მასობრივად იძარცვება
30 იანვარი, 2009
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კახეთში მუზეუმების გაძარცვის 20-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. პოლიციის რაიონულ სამმართველოებში ყველა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ გამოძიებას ამ დრომდე არცერთი საქმე არ გაუხსნია.
დისევის ნაცვლად საბავშვო ბაღი
29 იანვარი, 2009
სოფელ დისევიდან დევნილი სულიკო ბეღელური მეუღლესთან ერთად დღემდე გორის მეათე საბავშვო ბაღში ცხოვრობს. ბეღელურის მეუღლე ვენერა ლაღოშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მათ კოტეჯი მხოლოდ იმიტომ არ მისცა, რომ ორნი იყვნენ. მათ ხელისუფლებისგან ჯერ არც შეპირებული 10 000 ლარიანი დახმარება მიუღიათ.
7 წელი ციხე არყის დალევისათვის
28 იანვარი, 2009
გურჯაანის რაიონული სასამართლო 28 წლის ამირან ცერცვაძეს ასამართლებს. როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან და სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებიდან ჩანს, უკიდურესად ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ცერცვაძე მამამისის საცხოვრებელი სახლის მეზობლად მდებარე სხვის ფარდულში შებარბაცდა და არაყი დალია. მიუხედავად ამისა, პროკურატურა განსასჯელს სხვის ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობაში ადანაშაულებს და მისთვის, ამ დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
მოსახლეობას კნოლევში დაბრუნებას ისევ აიძულებენ
28 იანვარი, 2009
კნოლევის მოსახლეობას, რომელიც დღეს რუსთავის მე–17 პროფესიული სასწავლებლის შენობაში დროებით იმყოფება, სოფელში დარუნებას ისევ აუიძულებენ. მოსახლეობას დაბრუნების ეშინია. ქარელის რაიონის სოფელი კნოლევი ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ზნაურის რაიონს ესაზღვრება. კნოლევის ერთ მხარეს ოკუპანტების ბლოკპოსტია განლაგებული, ხოლო მეორე მხარეს ოსი „ბოევიკები“ იმყოფებიან.
ადგილობრივი ბიუჯეტები მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს არ ემთხვევა
28 იანვარი, 2009
"ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე განხილვის დაწყებამდე 1 თვით ადრე უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისათვის, იმ მიზნით, რომ მოქალაქეებმა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება შეძლონ. კანონით დადგენილ ამ ვალდებულებას ადგილობრივი ხელისუფლება არ ასრულებს. შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, რა თანხას შეადგენს ბიუჯეტი და რა პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს, რამდენად ეფექტურად იხარჯება საბიუჯეტო რესურსები, უცნობია.
უკანონო გადასახადი და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა
22 იანვარი, 2009
სოფელ ციხისძირში წყლის პრობლემა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორი წლის წინ „მოაგვარა“. საზეიმოდ გახსნილი წყალსაცავი დღეს მოსახლეობის სარჩენია. მუშა-მოსამსახურეთა ხელფასები ადგილობრივი მცხოვრებლებისგან აკრეფილი 5-5 ლარით გაიცემა. ხოლო თვითონ წყალსაცავი, ჯერ კიდევ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბალანსზეა.
მარტოხელა მოხუცს საარსებო შემწეობა შეუწყვიტეს
20 იანვარი, 2009
მარტოხელა სირანუშ აივაზიანი 2006 წლიდან სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და გასული წლის სექტემბრამდე საარსებო შემწეობასაც იღებდა. მას დახმარება ქულათა რაოდენობის გაზრდის გამო შეუწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ ორი თვის შემდეგ შეფასების სისტემა შეიცვალა და ქულათა რაოდენობა განახევრდა სირანუშ აივაზიანს შემწეობას მაინც არ აძლევენ. სუბსიდიების სააგანეტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელობის განმარტებით, აივაზიანი საარსებო შემწეობა 1 მარტიდან მიიღებს.
მუზეუმების თანამშრომლები ისევ 40 ლარზე დარჩნენ, გამგებლის ხელფასი კი 2500 ლარამდე გაიზარდა
20 იანვარი, 2009
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულებით, მუნიციპალიტეტების საკრებულოების და გამგეობების თანამშრომლებს ხელფასების გაზრდის უფლება მიეცათ. რაიონების ხელმძღვანელები საკუთარი შემოსავლების გაზრდაზე მანამდეც აქტიურად ზრუნავდნენ. ამას ადასტურებს ყოველთვე თუ არა, ორ თვეში ერთხელ მაინც ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ძირითადად პირველი პირებისთვის გაწერილი პრემიები. ეს მაშინ, როცა გამგებლებმა მუზეუმების თანამშრომლებს, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 40 ლარს არ აღემატება, ხელფასების გაზრდაზე უარი არაერთხელ უთხრეს და ამის მიზეზად ბიუჯეტში საკმარისი თანხების არ ქონა დაასახელეს.
პედაგოგი დირექტორს შრომით ტრეფიკინგში ადანაშაულებს
14 იანვარი, 2009
ქალაქ თელავში მცხოვრები ეკა ჯანდიერი თელავის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორს ნინო ვაყელიშვილს შრომით ტრეფიკინგში ადანაშაულებს. ჯანდიერის თქმით, დირექტორმა ის ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურების გარეშე ამუშავა. ამასთან ერთად, სკოლაში მუშაობის დროს დირექტორის მოადგილე მას მცირეწლოვანი შვილიშვილის მოვლას და სხვადასხვა დავალებების შესრულებას აიძულებდა.
სახალხო დამცველი შალვა რამიშვილის ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს
13 იანვარი, 2009
სახალხო დამცველმა ჟურნალისტ შალვა რამიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების თხოვნით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს მინისტრს ზურაბ ადეიშვილს.
სახალხო დამცველი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
13 იანვარი, 2009
საქართველოს სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და 2007 წლის 4 ნოემბრის საიდუმლო თათბირთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სთხოვა.
ნიკო ორველაშვილი: ენერგოდამოუკიდებლობის საკითხში საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი იდიოტური გამონაკლისი
13 იანვარი, 2009
ეკონომიკის დამოუკიდებელი ექსპერტი ნიკო ორველაშვილი, „ენგურჰესის“ 10-წლიანი მართვის უფლებით რუსულ კომპანია „ინტერ რაოსთვის“ გადაცემას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მემორანდუმს კი, რომელიც საქართველოსა და ამ კომპანიას შორის 2008 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა, სრულ იდიოტიზმს და ბრიყვულ ნაბიჯად აფასებს. ამ საკითხზე საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ ნიკო ორველაშვილს ესაუბრა.
რეფორმირებული სასამართლოს ფიასკო
9 იანვარი, 2009
პროკურორმა მოსამართლის გადაწყვეტილება წინასწარ გამოაცხადა გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ლია ოთარაშვილმა მთლიანად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კრივში საქართველოს ჩემპიონს 22 წლის ბიძინა სეფიაშვილს და ფეხბურთელს 19 წლის სპარტაკ სალთხუციშვილს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას და პირად თავდებობას ითხოვდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რეგიონალურმა ჟურნალისტებმა პროკურორ გიორგი ქოქიაშვილისგან პროცესის დაწყებამდე გაიგეს, რომ სასამართლო დაკავებულებს ორთვიან პატიმრობას შეუფარდებდა.
პოლიციის უფროსი ჟურნალისტებს დაკავებით ემუქრება
8 იანვარი, 2009
შს გურჯაანის სამმართველოს უფროსი რეგიონულ ჟურნალისტებს სპორტსმენების უკანონოდ დაპატიმრების ფაქტის გაშუქების გამო ატერორებს. პოლიციის უფროსმა კორესპონდენტები გააფრთხილა, რომ თუ ისინი სპორტსმენების საქმეზე მუშაობას არ შეწყვეტენ, ნარკოტიკები შესაძლოა, არა მარტო მათ, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც აღმოაჩნდეთ.
მოსახლეობა მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებს მასობრივად ტოვებს
8 იანვარი, 2009
სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მოსახლეობა მეექვსე თვეა სასმელად მდინარის წყალს იყენებს. ილტოს ხეობის სოფლებში მცხოვრები არაერთი ოჯახი კი, რომელიც სტიქიამ დააზარალა, ამ დრომდე უსახლკაროდ არის დარჩენილი. მდინარე თუ ადიდებულია, ადგილობრივები ვერც რაიონულ ცენტრს უკავშირდებიან, რადგან მეწყერმა 2005 წელს სავალი გზაც წაიღო. 16 წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი გურჯაანის რაიონის სოფელი ჭერემი. უკიდურესად დაზიანებული გზის გამო მოსახლეობა ხშირად დიდი ხნით გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. პრობლემების მოგვარებას მაღალმთიანი და საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას არაერთხელ დაპირდნენ, ძირითადად წინასაარჩევნოდ. ადგილობრივი თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხებიც არის გახარჯული, მაგრამ გაუსაძლისი პირობების გამო მოსახლეობა სოფლებს მასობრივად ტოვებს.