კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

საპრეზიდენტო არჩევნებამდე მასწავლებლები და ექიმები „აფხაზურ პასპორტებს“ აიღებენ

30 ოქტომბერი, 2009
საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ანუ ოკუპირებულ გალის რაიონში მომუშავე მასწავლებლებსა და ექიმებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დავალებით „აფხაზური პასპორტის“ აღებას აიძულებენ. ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ გალის რაიონის სოფელ თაგილონის საშუალო სკოლის მასწავლებელმა აცნობა. როგორც რესპოდენტი იტყობინება, მასწავლებლებს „აფხაზური პასპორტის“ ასაღებად ვადა ნოემბრამდე მისცეს. მანამდე კი მათ სხვადასხვა დოკუმენტები უნდა მოამზადონ. პასპორტის ღირებულება 300 რუსულ რუბლს შეადგენს. გარდა ამისა მასწავლებლებმა ნოტარიუსს საბუთების დამტკიცებისთვის 150 რუსული რუბლი უნდა გადაიხადონ.

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ მომხმარებლებს აყაჩაღებს

29 ოქტომბერი, 2009
კახეთის მოსახლეობა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ დაყაჩაღებაში ადანაშაულებს. ენერგოკომპანია, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილებით, მომხმარებლებს თანხას კომუნალური მრიცხველების ჩვენებით ახდევინებს. ათიათასობით აბონენტს ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის გარდა, დამატებით 5, 10 ან მეტი ლარის გადახდა უწევს. ცოტა ხნის წინ, ენერგოკომპანიის ამგვარ მუშაობას, იურიდიული დახმარების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა „ჩინგიზ ხანის პრინციპებით მუშაობაც“ კი უწოდა. კომუნალური მრიცხველების არსებობა რამდენჯერმე პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გააკრიტიკა, მაგრამ მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. აბონენტებს, რომლებიც სოციალური გაჭირვების გამო, დამატებით დარიცხულ თანხებს ვერ იხდიან, ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

მიზანმიმართული ნაბიჯი პატრიარქის წინააღმდეგ თუ უწყინარი ხუმრობა

26 ოქტომბერი, 2009
პოლიტიკა რწმენაში და რწმენა პოლიტიკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შეურაცხმყოფელი ვიდეოკლიპების ინტერნეტში გავრცელებას საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა მოყვა. ეს ბუნებრივი იყო რადგან ქართული საზოგადოება ტრადიციულ სიწმინდეებზე ორიენტირებული საზოგადოებაა... საქმე ისაა, რამდენად ნამდვილია ეს ორიენტაცია. ამ დაპირისპირებაზე უკვე არაერთი აზრი გამოითქვა, რამაც ნათელყო, რომ ეს საკითხი იმაზე უფრო რეზონანსულია ქართული საზოგადოებისთვის ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი თუ დასკვნა (ტალიავინის კომისიის დასკვნის და ყველა მისგან გამომდინარე პროცესის ჩათვლით).

სარედაქციო წერილი: - საქართველოს სადარაჯოზე

23 ოქტომბერი, 2009

სიღარიბის ზღვარს მიღმა და ქუჩაში

22 ოქტომბერი, 2009
დევნილს საცხოვრებელი ფართი ჩამოართვეს კომპენსაციად კი უკარფანჯრო ფართი შესთავაზეს აფხაზეთიდან დევნილი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მედიკო ჯიქია უკვე ერთ კვირაზე მეტია სამ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ქუჩაში ცხოვრობს. 2006 წელს მან ვარკეთილში, კალაუბნის #6-ში მდებარე, აფხაზეთის სასამართლოს შენობაში, დევნილისგან 2 ოთახი შეიძინა, რომელშიც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შექმნა. ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნულ მისამართზე დევნილი 2007 წლის ნოემბერში დაარეგისტრირა. ერთი წლის ლოდინის შემდეგ კი საცხოვრებელი ფართი გადაუფორმა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა გადაფორმება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ეს ფართი ადვოკატთა ჯგუფზე გაიყიდა, რომელთა შორის ისანი-სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი დავით ჯაბიძეც იყო. ამ ჯგუფმა კი დევნილებს საცხოვრებელის დატოვება მოსთხოვა და იძულებით გამოასახლა.