მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ლუკა რამაზაშვილი - თელავის ადგილობრივი ხელისუფლების პირადი პატიმარი
18 ივლისი, 2006
„მრეწველების“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და კომპანია „ყაზბეგი – ფშაველის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლუკა რამაზაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების პატიმარია, ამას მიმდინარე სასამართლო პროცესებზე განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს.
იურისტები არასრულწლოვანის 10 წლიან პატიმრობას აპროტესტებენ
17 ივლისი, 2006
სასამართლომ 14 წლის არასრულწლოვან გიორგი ზერეკიძეს ამა წლის 30 ივნისს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება არასრულფასოვნად ჩატარდა და სასამართლომ მას არასწორი კვალიფიკაცია მისცა.
ფინანსურ პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ
14 ივლისი, 2006
ფინანსური პოლიციის მიერ დაკავებული სოსო მურადაშვილის ნათესავები ფინანსური პოლიციას კანონის დარღვევაში ადანშაულებენ და ამბობენ, რომ პოლიციელებმა 22 წლის მურადაშვილს 9 ყუთი სიგარეტი ავტომანქანაში ჩაუდეს.
მოკლულის მამას დანაშაულის ჩადენას აიძულებენ?
14 ივლისი, 2006
კახეთის საოლქო პროკურატურისა და სიღნაღის პოლიციის გამომძიებელთა შეთანხმებულმა მუშაობამ, სასურველი შედეგი გამოიღო. 19 წლის ზვიად ბაღაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ აბულაშვილი მალე შესაძლოა პოლიციის უფროსი გახდეს.
სამართლიანობის მოთხოვნისათვის ადვოკატებს აპატიმრებენ
13 ივლისი, 2006
ადვოკატები და ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ადვოკატთა შევიწროებასა და დევნაზე ალაპარაკდნენ და არაკონსტიტუციური კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ.
სტატისტიკა გვიჩვენებს, თუ ვინაა პასუხისმგებელი საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებში
13 ივლისი, 2006
ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა (HRIDC) ახლახან დაასრულა პროექტი საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის კატეგორიებად დანაწილების მიზნით. პროექტი ნათლად წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე გავრცელებულ ფაქტებს, მსხვერპლთა ვინაობას და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებელ პირებს.
ღარიბები სიღარიბის დაძლევის პროგრამის წინააღმდეგ
12 ივლისი, 2006
თელავში სოციალურად დაუცველ ადამიანებს ფულად დახმარებებზე უარს ეუბნებიან. აპლიკანტთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ბევრი მათგანი ღარიბთა სიაში ვერ მოხვდა. ისინი კი, ვისაც ბედმა გაუღიმა და ღარიბად აღიარეს, ფულად დახმარებებს უკვე დიდი ხანია, უშედეგოდ ელიან.
ლაგოდეხში მალარია მძვინვარებს
11 ივლისი, 2006
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში, მიმდინარე წელს მალარიის 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. თითქმის ყოველ მეორე ოჯახში მალარიით დაავადებული ავადმყოფია.
დევნილებს მიტოვებული ქონების დაბრუნების შანსი გაუჩნდათ
11 ივლისი, 2006
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისრომ დევნილი მოსახლეობისთვის პროგრამა „ჩემი სახლი“-ს განხორციელება დაიწყო. ყველა დევნილს, ვინც შესაბამის დეკლარაციას შეავსებს და საჭირო დოკუმენტაციას წარმოადგენს, კონფლიქტურ ზონაში მიტოვებული უძრავი ქონების საკუთრების მოწმობას მიიღებს.
კახეთში, პოლიციამ ჟურნალისტს ხელჩანთაში „მაკაროვის“ ტყვია ჩაუდო
11 ივლისი, 2006
დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე ზეწოლა კახეთში არავის უკვირს, მაგრამ შაბათს მომხდარმა ფაქტმა ყველა გააოცა. რეგიონული გაზეთის, „იმედის“ კორესპონდენტს ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა ხელჩანთაში „მაკაროვის“ ტიპის, ცეცხლსასროლი იარაღის ვარგისი ტყვია ჩაუდეს .
ჰოლანდიური ავტობუსები – კრახით დამთავრებული ნაადრევად დაწყებული საარჩევნო კამპანია?!
10 ივლისი, 2006
3 თვის წინ, მაშინ, როდესაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ თელავში ჰოლანდიური ავტობუსები დიდი ზარ-ზეიმით შემოიყვანა, მოსახლეობამ იფიქრა, რომ ხელისუფლებამ ხალხზე ზრუნვა დაიწყო. თუმცა, იაფად მგზავრობის სიამოვნება თელაველებისათვის ხანმოკლე აღმოჩნდა.
გორში საარჩევნო კომისიის წევრებს ნაცნობობით ირჩევენ
10 ივლისი, 2006
თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი. რეგიონში უკვე ცნობილია, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრებად არჩევისას კონკურსი ჩატარდა, კონკურსს მიღმა დარჩენილი წევრები კანონდარღვევებზე საუბრობენ.
პანსიონატ „ბათუმის“ პრივატიზებამ ეკომიგრანტები ღია ცის ქვეშ დატოვა
7 ივლისი, 2006
აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ბათუმში ჩამოსახლებული ეკომიგრანტების უმეტესობა, რომელნიც პანსიონატ „ბათუმში“ 1990-იანი წლებიდან ცხოვრობდნენ, დღეს ღია ცის ქვეშ დარჩნენ. აღნიშნულ პანსიონატში მცხოვრები 66 ოჯახიდან საკომპენსაციო თანხა - 7 ათასი დოლარი მხოლოდ 28 ოჯახმა მიიღო.
საქართველოდან მოპარულ ავტომანქანებს სომხეთში აკანონებენ
6 ივლისი, 2006
5 წელია საქართველოს მოქალაქე ალბერტ კაკაბლიშვილი სომხეთის ძალოვან უწყებებს საკუთარი ავტომანქანის დაბრუნებას სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. მოპარული მანქანის პატრონოსთვის გადაცემის მოთხოვნით, სომხეთის პროკურატურასა და შსს-ს ქართველმა კოლეგებმაც მიმართეს, მაგრამ ისინი საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე უარს აცხადებენ.
პრეზიდენტის პოპულარობა საგრძნობლად სუსტდება
6 ივლისი, 2006
მაღალი და ენერგიით სავსე საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ჩქარობს თავისი პატარა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრირებას და რუსეთის დომინირების თავიდან აცილებას.
ბათუმის მერია ავტოფარეხებს სპეცნაზის დახმარებით ანგრევს
6 ივლისი, 2006
ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ხიმშიაშვილზე ავტოფარეხის დემონტაჟი სპეცნაზის დახმარებით დაიწყო. მოსახლეობამ სასამართლოს მიმართა საჩივრით. თუმცა, ავტოფარეხები სასამართლო განაჩენამდე გაანადგურეს.
ადამიანის უფლებები აზერბაიჯანულად
3 ივლისი, 2006
ითითალა - ეს ბელაქნის რაიონის ის სოფელია, სადაც ქართველობის და მით უმეტეს ქრისტიანობის აღიარება შესაძლოა ვინმეს ძვირადაც დაუჯდეს.15 წლის თურანე ბალაევა სკოლის დირექტორის მუშტებისა და წიხლების მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ მას „ქართულად აცვია და ქართულად გამოიყურება“.
თელავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები სოხუმში ფეხით წასვლით იმუქრებიან
3 ივლისი, 2006
თელავში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ უპასუხისმგებლობას აპროტესტებენ. ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გეგმავენ და საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებენ.
კახეთში რეზერვისტებად ძალის გამოყენებით მიჰყავთ
3 ივლისი, 2006
მცირე ხნის წინ, რეზერვისტთა ბანაკების შესავსებად კახეთში ახალგაზრდებს 5 კილო ბრინჯით, მაკარონით, 100 ლარით და დასაქმების პერსპექტივით იტყუებდნენ. დღეს კი ადამიანებს რეზერვისტებად და წვევამდელებს ჯარში წასვლას ძალის გამოყენებითა და პოლიციის მუქარით აიძულებენ.
მუნიციპალურ სასადილოებში ერთ ადამიანზე 55 თეთრი იხარჯება
3 ივლისი, 2006
თბილისში თუ სხვადასხვა რეგიონებში უფასო სასადილოების გახსნა მოდად იქცა, თუმცა ტელევიზიებისა და მთავრობის წევრთა თანხლებით გახსნილი სასადალოების შემდგომი მდგომარეობით არავინ ინტერესდება. არც არავინ კითხულობს რა ხდება იქ, როგორ იკვებებიან სოციალურად დაუცველები და დღეში 55 თეთრად ერთ ადამიანს რა სადილს სთავაზობენ.