19:44, Tuesday, 19.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-08-06
საია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე კვლევას აქვეყნებს
ინფორმაციის თავისუფლების კვირეულის ფარგლებში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 5 აგვისტოს კიდევ ერთი შეხვედრა გამართა. სასტუმრო „ამბასადორში“ „ინფორმაციასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზის“ მესამე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

2008-08-06
ნარკომანია ციხეში
მოხარშული ტუალეტის ქაღალდი ვენებში - ნარკოტიკი ციხეში ყოველთვის შევა

რა კეთდება ნარკომანი პატიმრებისთვის ?

ნარკოტიკის ციხეში შემოტანა ე.წ. „პერედაჩებით“ ხდებოდა. ხან საჭმელში მალავენ, ხან სხვა რამეში. მე რაც მინახავს, ყველაზე ხშირად ტუალეტის ქაღალდში შპრიცით შეყვანილი შემოჰქონდათ. მერე იმ ქაღალდს ხარშავდნენ და ამ ნაგავს ვენებში უშვებდნენ“ – დღეს თავისუფლებაზე მყოფი ყოფილი პატიმრის ამ სიტყვებს კომენტარი აღარც სჭირდება - ციხე ნარკოტიკების გარეშე ილუზიაა - ამ აზრს იზიარებს ყველა, ვისაც იქ ერთხელ მაინც შეუხედავს. ასეა მსოფლიოს ყველა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, მაგრამ ნარკომანიას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ებრძვიან. ჩვენთან ნარკომანია დაავადებად კი არა, კრიმინალად არის მიჩნეული და მასთან ბრძოლაც შესაბამისი მეთოდებით მიდის.

2008-08-06
ქუთაისის რეკონსტრუქციაში ძეგლებიც „ჩაერთნენ“
რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის დასრულებას ქუთაისში, გაბაშვილის პარკის გახსნით, წინასწარ ზეიმობენ. თუმცა, ქალაქში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ ისევ მიმდინარეობს. გადათხრილი გზები და ჩახერგილი ქუჩები ცხადყოფს, რომ პრეზენტაციას ცოტა კიდევ დააგვიანდება.

2008-08-06
გამოყრა საქანელას ქუჩაზე
ღამის პირველი საათი იყო, როდესაც ტელეფონმა დარეკა. ახლობელს ვესაუბრებოდი. ამ დროს გავიგე, როგორ შემოლეწეს კარი. ყველაფერი კარგად ჰქონდათ დაგეგმილი. ყველა ბინის კარი ერთდროულად შემოანგრიეს. უცხო ადამიანებმა შიშველ, მძინარე ბავშვებს მოჰკიდეს ხელი და სახლიდან გაათრიეს. ჩვენ პატიმრებივით გავყავდით. ხელიდან მობილური ტელეფონები წაგვართვეს, გავვარდით სანაპიროზე, მაგრამ კაციშვილი არ იყო. მობილურებიც აღარ გვქონდა. სასწრაფოს გამოძახებაც შეუძლებელი იყო. ქალები ისტერიკაში ჩავარდნენ, შეშინებულმა ბავშვებმა ტირილი მორთეს... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იქნებოდა...“ - ასე იხსენებს საქანელას ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი 27 ივლისის ღამეს, როდესაც მას სხვებთან ერთად საკუთარი სახლი მოულოდნელად დაატოვებინეს. ზედამხედველობის სამსახურში, რომლის წარმომადგენლებიც ამ ადამიანების გაყვანაში მონაწილეობდნენ, ამბობენ, რომ ყველაფერი მაცხოვრებლების უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე მოხდა.

2008-08-05
კახეთში ჟურნალისტები საკუთარ ნივთებში ნარკოტიკებს პოულობენ
გუშინ, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა ხელჩანთაში, ცელოფნის პარკში გახვეული ნარკოტიკული საშუალების მსგავსი ფხვნილი იპოვა. ჟურნალისტის თქმით, ამგვარი რამ მის თავს უკვე მეორედ ხდება. პირველად მთივლიშვილმა საკუთარ ხელჩანთაში ასეთივე ფხვნილი გასული წლის ოქტომბერშიც ნახა და ორივე შემთხვევაში გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ნარკოტიკული საშუალების მსგავსი ფხვნილი, ხელჩანთაში, კახეთში მომუშავე ჟურნალისტმა მადონა ბატიაშვილმაც იპოვა.

2008-08-05
უმწეო ოჯახები სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უპირისპირდებიან
ზუგდიდის რაიონში მცხოვრები უმწეო ოჯახები, რომლებმაც ფულადი დახმარების მიღების უფლება ვერ მოიპოვეს, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უპირისპირდებიან. განსაკუთრებით მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ადამიანები სოციალურ აგენტებს არაობიექტურობაში ადანაშაულებენ. მათ უმრავლესობას თანხის მისაღებად 2-3 ქულა დააკლდა. ამ დროისათვის სოციალურად დაუცვლი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სამეგრელო-ზემო-სვანეთს რეგიონიდან 5 500-მდე ოჯახია რეგისტრირებული, თუმცა მათი რაოდენობა დღითიდღე კლებულობს.

2008-08-04
მეწყერმა გლეხები მოსავლის გარეშე დატოვა
19 ივლისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში მდინარე ოცხეს ნაპირას გაშენებული ნათესები დაიტბორა. მიზეზი ვარხნისა და ხევაშენს შორის მდგარი მთის ჩამოშლა გახდა.

2008-08-04
ციხის მონიტორინგის კომისიები მუშაობას აგრძელებენ
სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიებს გასული წლის 21 დეკემბერს სამუშაო ვადა ამოეწურათ. ისინი ორი წლით იყვნენ არჩეული. ვადის გასვლის შემდეგ უნდა მომხდარიყო მათი გადახალისება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ უფლებამოსილება შეუჩერდათ. მიუხედავად ამისა, აღნიშნული კომისიები ციხის მონიტორინგს დღემდე ახორციელებენ.

2008-08-01
ზუგდიდის #4 საპყრობილეში პატიმარი შიმშილობს
სენაკის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგმა სოსო მაქაცარიამ ზუგდიდის #4 საპყრობილეში შიმშილობა გუშინ გამოაცხადა. გუშინ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და სამართალდამცავებმა იგი დარბაზიდან აიყვანეს. სოსო მაქაცარიას ბრალი ს.ს.ს. კოდექსის 116-ე მუხლის I ნაწილით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ედება. საქმე ეხება 10 თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ ქართლოს ესებუას, რომელსაც მაქაცარიამ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარა და რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მიყვანიდან 5 საათში გარდაიცვალა. ექიმი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

2008-08-01
„არ გვიფიქრია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა „სტუდ-ნიუსსაც“ თუ შეეხებოდა“
ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ზეწოლასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ. II კურსის სტუდენტების გაზეთ „სტუდ-ნიუსს“ დახურვით, ხოლო გაზეთის რედაქტორს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტით დაემუქრნენ. სტუდენტებმა აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველს, სოზარ სუბარსაც აცნობეს.

2008-07-31
ბან კი მუნი საკუთარ ანგარიშში ხურჩის ინციდენტზე აკეთებს აქცენტს
23 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ხურჩას ინციდენტსაც შეეხო. ანგარიშის ავტორებს დღესაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა უჩნდებათ. ტექსტის ინტერპრეტირება, სწორედ მისი დიპლომატიური ტონიდან გამომდინარე, მრავალნაირად შეიძლება. რის თქმას ცდილობენ გაეროს ექსპერტები სტრიქონებს შორის?

2008-07-30
აჭარაში რადიო „თავისუფლება“ აღარ მაუწყებლობს
მეოთხე კვირაა აჭარაში რადიო „თავისუფლება“ აღარ მაუწყებლობს. გადაცემების ტრანსლირების შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად, აჭარის ტელერადიო დეპარტამენტში ხელშეკრულების არ არსებობას ასახელებენ. ტელერადიოდეპარტამენტის დირექტორის თეა ცეცხლაძის განცხადებით, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია, აჭარის რადიოს მეშვეობით, რადიო „თავისუფლების“ გადაცემები იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობისათვის აჭარის ტელერადიოდეპარტამენტის პირობები მისაღები იქნება.

2008-07-30
პედაგოგებს უმიზეზოდ ათავისუფლებენ
გატარებული რეფორმის შედეგად მასწავლებლების გათავისუფლება სკოლიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშეც გახდა შესაძლებელი. ამ პროცესს შრომის კოდექსიც ხელს უწყობს. დღეს დირექტორს მასწავლებლის გათავისუფლება ადეკვატური მიზეზის დასახელების გარეშეც  შეუძლია. 

2008-07-29
9 შვილის დედას ,,იებს" დახმარება ურჩევნია
ყოველდღიურად გაუთავებელი რიგები ჩინოვნიკების მისაღებში იმის მაუწყებელია, რომ ზოგს შვილის საოპერაციო თანხა სჭირდება, ზოგს ჭერი თავზე ენგრევა, ზოგიც კი უსახსრობის გამო შიმშილობს. გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ხმალაძის ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში სოციალურად გაჭირვებულებზე სულ 80 000 ლარი დაიხარჯა.ეს თანხა 165 მოქალაქეზე განაწილდა.

2008-07-29
არცერთი გამამართლებელი განაჩენი
„არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ის, რომ ბავშვთა უფლებების გაეროს კომიტეტი შეწუხებულია მრავალ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო პოლიტიკითა და საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ეხება არასრულწლოვან დამნაშავეებს. არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ მთავრობები არღვევენ ბავშვთა უფლებებს. ზოგადად, მარტივი გადაწყვეტილებები საკმაოდ საშიშია და კეთილი მისწრაფებების შემთხვევაშიც კი, მათ შეიძლება მიგვიყვანონ ძალადობის ახალ ციკლამდე“, - ნათქვამია დანიუს პურასის (გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი) მოხსენებაში.

2008-07-28
„ადამიანების დაკავება პერმანენტულ ხასიათს ესკალაციის დროს იძენს“
ქართულ-ოსურმა დაპირისპირებამ ესკალაციის მორიგ ეტაპზე გადაინაცვლა. საქმე უკვე ადამიანების უკანონო დაკავებას ეხაბა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენები ამის თვალსაჩინო მაგალითია. ორივე მხარის მიერ დაკავებული ადამიანები, რომლებიც საკმაოდ მძიმე დანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილნი, გამოუშვეს. რას ნიშნავს ეს? რატომ ხდება ორივე მხარის მიერ ადამიანების ჯერ დაკავება და შემდგომ მათი გამოშვება?

2008-07-25
სიღნაღის გამგეობაში ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გუშინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაცვის წარმომადგენლების მეშვეობით, შენობიდან გააძევეს. გამგეობის თანამშრომელმა ფიქრია ჯოხარიძემ ჟურნალისტს განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენტებთან ამგვარად მოქცევის შესახებ მითითება, გამგებლის მეშვეობით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან მიიღეს.

2008-07-25
საპატრიარქო საქართველოში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს უარყოფს
სახალხო დამცველმა თავის მოხსენებაში რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობისა და დისკრიმინაციის 13 ფაქტი დაასახელა. ექსპერტები საქართველოში „მართლმადიდებლურ ნაციონალიზმზე“ საუბრობენ. საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემა საქართველოში 2003 წლიდან აღარ არსებობს.

2008-07-24
"კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ხელმძღვანელობას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ
ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ყოფილი თანამშრომლები საწარმოსგან სახელფასო დავალიანებების გადახდას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ნატალია ნიბლაძემ, ზაურ მღებრიშვილმა და სხვებმა თელავის რაიონულ სასამართლოსაც მიმართეს. მოსამართლემ ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" მოსარჩელეების სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრა, თუმცა იმ მიზეზით, რომ კომპანია გაკოტრების პროცესშია, კახეთის სააღსრულებო ბიურო იძულებით აღსრულებას ვერ ახდენს.

2008-07-23
გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ,,სამხეცე“ მოუწყვეს
გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მამუკა ტყემალაძეს პრემიერა ,,ერთხელ სამხეცეში“ ძვირად დაუჯდა. სპექტაკლი შინაარსობრივად პრეზიდენტის რწმუნებულის კარზე დაარსებული ,,მრჩეველთა საბჭოს“ სხდომაზეც კი გაირჩა. საბჭოს წევრების უმრავლესობამ, რომელსაც სპექტაკლი ნანახიც კი არ ჰქონდათ, სპექტაკლი დაიწუნა. ცოტა ხანში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კულტურის განყოფილებაში დაიბარეს და განთავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა კატეგორიულად მოსთხოვეს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 [11] 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC