კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ნარკომანია ციხეში

6 აგვისტო, 2008
მოხარშული ტუალეტის ქაღალდი ვენებში - ნარკოტიკი ციხეში ყოველთვის შევა რა კეთდება ნარკომანი პატიმრებისთვის ? „ნარკოტიკის ციხეში შემოტანა ე.წ. „პერედაჩებით“ ხდებოდა. ხან საჭმელში მალავენ, ხან სხვა რამეში. მე რაც მინახავს, ყველაზე ხშირად ტუალეტის ქაღალდში შპრიცით შეყვანილი შემოჰქონდათ. მერე იმ ქაღალდს ხარშავდნენ და ამ ნაგავს ვენებში უშვებდნენ“ – დღეს თავისუფლებაზე მყოფი ყოფილი პატიმრის ამ სიტყვებს კომენტარი აღარც სჭირდება - ციხე ნარკოტიკების გარეშე ილუზიაა - ამ აზრს იზიარებს ყველა, ვისაც იქ ერთხელ მაინც შეუხედავს. ასეა მსოფლიოს ყველა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, მაგრამ ნარკომანიას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ებრძვიან. ჩვენთან ნარკომანია დაავადებად კი არა, კრიმინალად არის მიჩნეული და მასთან ბრძოლაც შესაბამისი მეთოდებით მიდის.

გამოყრა საქანელას ქუჩაზე

6 აგვისტო, 2008
„ღამის პირველი საათი იყო, როდესაც ტელეფონმა დარეკა. ახლობელს ვესაუბრებოდი. ამ დროს გავიგე, როგორ შემოლეწეს კარი. ყველაფერი კარგად ჰქონდათ დაგეგმილი. ყველა ბინის კარი ერთდროულად შემოანგრიეს. უცხო ადამიანებმა შიშველ, მძინარე ბავშვებს მოჰკიდეს ხელი და სახლიდან გაათრიეს. ჩვენ პატიმრებივით გავყავდით. ხელიდან მობილური ტელეფონები წაგვართვეს, გავვარდით სანაპიროზე, მაგრამ კაციშვილი არ იყო. მობილურებიც აღარ გვქონდა. სასწრაფოს გამოძახებაც შეუძლებელი იყო. ქალები ისტერიკაში ჩავარდნენ, შეშინებულმა ბავშვებმა ტირილი მორთეს... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იქნებოდა...“ - ასე იხსენებს საქანელას ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი 27 ივლისის ღამეს, როდესაც მას სხვებთან ერთად საკუთარი სახლი მოულოდნელად დაატოვებინეს. ზედამხედველობის სამსახურში, რომლის წარმომადგენლებიც ამ ადამიანების გაყვანაში მონაწილეობდნენ, ამბობენ, რომ ყველაფერი მაცხოვრებლების უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე მოხდა.

უმწეო ოჯახები სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უპირისპირდებიან

5 აგვისტო, 2008

ზუგდიდის #4 საპყრობილეში პატიმარი შიმშილობს

1 აგვისტო, 2008
სენაკის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგმა სოსო მაქაცარიამ ზუგდიდის #4 საპყრობილეში შიმშილობა გუშინ გამოაცხადა. გუშინ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და სამართალდამცავებმა იგი დარბაზიდან აიყვანეს. სოსო მაქაცარიას ბრალი ს.ს.ს. კოდექსის 116-ე მუხლის I ნაწილით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ედება. საქმე ეხება 10 თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ ქართლოს ესებუას, რომელსაც მაქაცარიამ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარა და რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მიყვანიდან 5 საათში გარდაიცვალა. ექიმი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

აჭარაში რადიო „თავისუფლება“ აღარ მაუწყებლობს

30 ივლისი, 2008
მეოთხე კვირაა აჭარაში რადიო „თავისუფლება“ აღარ მაუწყებლობს. გადაცემების ტრანსლირების შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად, აჭარის ტელერადიო დეპარტამენტში ხელშეკრულების არ არსებობას ასახელებენ. ტელერადიოდეპარტამენტის დირექტორის თეა ცეცხლაძის განცხადებით, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია, აჭარის რადიოს მეშვეობით, რადიო „თავისუფლების“ გადაცემები იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობისათვის აჭარის ტელერადიოდეპარტამენტის პირობები მისაღები იქნება.