მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
თავდასხმა ახმეტაში – ნაცემია 2 ჟურნალისტი, დამტვრეულია ვიდეოკამერები
27 აგვისტო, 2012
შს მინისტრის მოადგილესთან გია ლორთქიფანიძესთან და მის ძმასთან, კუდ–ის კახეთის სამმართველოს უფროსთან დავით ლორთქიფანიძესთან დაახლოებულმა პირებმა, 22 აგვისტოს, საღამოს, ახმეტაში სტუდია „GNS“–ის ჟურნალისტები ვასილ დაბრუნდაშვილი და ბაჩო ბულისკერია ცემეს.
მცხეთა – მთიანეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N2
27 აგვისტო, 2012
11–დან 18 აგვისტოს ჩათვლით, მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობისა და ხულიგნობის 1, დაკავების 2, ზეწოლის 4, დოკუმენტის სავარუდო გაყალბების 1 ფაქტი.
ტერი ბენჰემი: „საქართველოში ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“
24 აგვისტო, 2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ სპეციალური მრჩევლის, საარჩევნო საკითხების ექსპერტის, ტერი ბენჰემის შეფასებით, საქართველოში ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
პედაგოგების ექსკურსია მესტიაში თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა
24 აგვისტო, 2012
ხელვაჩაურის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან მესტიაში პედაგოგთა ექსკურსიისათვის 5 000 ლარი დაიხარჯა. საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ ფარტენაძე აღნიშნულს მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირებს. არასამთავრობო სექტორი კი აცხადებს, რომ ეს ამომრჩევლის მოზიდვაა.
ეუთოს კომისარი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ქართული სოფლების სრული განადგურება
24 აგვისტო, 2012
ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკმა მოუწოდა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას განმარტოს განცხადება, სადაც საუბარი იყო რეგიონის ქართულ სოფლებში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ მიტოვებული სახლების ნანგრევებისაგან ტერიტორიის გაწმენდის გეგმებზე.
„ქართული ოცნების“ სამ აქტივისტს ხონის სასამართლომ 70-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
24 აგვისტო, 2012
21 აგვისტოს ხონის პოლიციამ „ქართული ოცნების“ ხონის ორგანიზაციის ორი აქტივისტი დააკავა. სოსო სულავას და კობა კუბლაშვილს ბრალი რომან ლიპარტელიანის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ედებათ.
სახიფათო რეისი, რომელსაც სააკაშვილი ოთხი წელი მალავდა
23 აგვისტო, 2012
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავზე, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში იყო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. თუმცა საქართველოს ლიდერის ძირითად მესიჯებში ორიგინალური და ახალი არაფერი ყოფილა, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის მონათხრობ ერთ უცნაურ ამბავს, რომლის შესახებაც ამ ხნის განმავლობაში ფართო საზოგადოებისათვის არაფერი იყო ცნობილი.
„ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლანჩხუთში სააკაშვილის ყოფილი მოწინააღმდეგე იქნება
23 აგვისტო, 2012
22 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სტუმრობდა. სტუმრობის მთავარი მიზანი ლანჩხუთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი სოფლის გამგეობაში
22 აგვისტო, 2012
დუშეთის რაიონის სოფელ ჭართალის ტერიტორიული ორგანოს შენობის ერთ–ერთ ოთახში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბია გახსნილი. როგორც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს შტაბის წარმომადგენელმა ირმა ნანიაშვილმა განუცხადა, გამგეობის შენობაში მისული მოქალაქეებისგან პრობლემებს იწერენ და დახმარებას პირდებიან.
ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა მიზანმიმართულად ჭიანურდება
21 აგვისტო, 2012
ხუთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 25 მაისს შეიტანა. ისინი საქართველოს ორგანული კანონის _ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ შესახებ ექვს ნორმას ასაჩივრებენ. სარჩელი დღემდე არ განხილულა. მოსარჩელეები თვლიან, რომ განხილვა განზრახ ჭიანურდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 25-მა ლექტორმა პროტესტის ნიშნად დატოვა
21 აგვისტო, 2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის 25-მა ლექტორმა პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტი დატოვა. ამის შესახებ „პირველს“ ილიას უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა გიორგი მიქანაძემ განუცხადა.
„მაგარი შენობა“ და „მაგარი სახურავი“ რუსთავის სკოლებს
21 აგვისტო, 2012
საარჩევნო წელს რუსთავის ყველა სკოლა რემონტდება. „რუსთავში ყველა სკოლის შენობა იქნება მაგარი! ექნება მაგარი სახურავი! სკოლებში იქნება საუკეთესო კომპიუტერული ცენტრები“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 16 აგვისტოს რუსთავში სტუმრობისას.
პოლიტიკური რეპრესიები სამტრედიაში
20 აგვისტო, 2012
19 აგვისტოს დილის 11 საათზე სამტრედიის რაიონული განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა 22 წლის სერგო კიღურაძე დააკავეს. კიღურაძე მოძრაობა „შვიდი ნოემბრის“ წევრია. ამჟამად იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახი კალაძის წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული.
„პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2011 წელს“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი ანგარიში
20 აგვისტო, 2012
2012 წლის 20 აგვისტო, თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში ახალ ანგარიშს აქვეყნებს სახელწოდებით „პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2011 წელს“.
ოპოზიცია საბიუჯეტო ცვლილებებს არჩევნებს უკავშირებს
17 აგვისტო, 2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მიმართ გასაკვირი გულუხვობით გამოირჩევა. მმართველი პარტია ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს. სოფელ-სოფელ სიარულისა და დაპირებების გაცემის გარდა, ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანია მოიცავს საჯარო სამსახურებში ადამიანების დასაქმებას ან უკვე დასაქმებულების ფასიან და უფასო შვებულებებში გაშვებას. ეს უკანასკნელები თავიანთ შვებულებას პირდაპირ საარჩევნო შტაბებში ატარებენ და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობენ.
ხუთიანებში ჩასმული გამგეობის შენობა
17 აგვისტო, 2012
კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის მშობლიურ სოფელ ჩალაუბანში, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტების სამუშაო ოთახებში კედლებზე „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატებია განთავსებული. სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ნომერი შენობის მეორე სართულზე, ფანჯრებზეც არის გაკრული.
ეკა ბესელია უმუშევრად დარჩენილ მძღოლებს მათი უფლებებისთვის ბრძოლას პირდება
17 აგვისტო, 2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეკა ბესელია გადამზიდავი ავტომანქანების მძღოლების მიერ 12 აგვისტოს გამართულ აქციას მეორე დღესვე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. იგი მძღოლებს მხარდაჭერასა და მათი ინტერესების დაცვას დაპირდა.
კაცი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ვერა და ვერ მიიღო
17 აგვისტო, 2012
ვახტანგ ცინცაძე წლებია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და მძიმე ეკონომიკური გასაჭირის მიუხედავად, სოციალურ დახმარებას ვერ იღებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვახტანგ ცინცაძე საქართველოს მოქალაქე არაა.
წითელი ხუთიანები რუსთავის თვითმმართველობის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის კაბინეტში
17 აგვისტო, 2012
ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსთავში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცები „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ აგიტაციას ატარებენ. ამ ინფორმაციის თანახმად, ჯარისკაცებს ერთი ან ორი თვით ათავისუფლებენ სავალდებულო სამსახურისგან და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების სიების მოგროვებას ავალებენ.
„ინფო 9“-ის ოპერატორი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სცემეს
16 აგვისტო, 2012
15 აგვისტოს საღამოს 19 საათისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან გაჩერებულ სამარშრუტო ტაქსის წინ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სცემეს „ინფო 9“-ის ლანჩხუთელი ოპერატორი დავით ჩავლეიშვილი.