მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
17 წლის გოგონა პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს
17 მაისი, 2006
17 წლის გორელმა გოგონამ ეკა სეხნიაშვილმა შიდა ქართლის სამართალდამცავები ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ძალოვნებს იგი რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა პიროვნებების საცხოვრებელ სახლებში დატყვევებული ჰყავდათ.
შსს ბიზნესმენებს მანქანებს უკანონოდ ართმევს
17 მაისი, 2006
ბათუმელ ბიზნესმენ მიშა გაგოშიძეს ავტომანქანა საბაჟო წესების დარღვევის მოტივით რამდენიმე თვის წინ ჩამოართვეს. შსს-ს წარმომადგენლები ბიზნესმენს მანქანის ჩუქებას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი საქმე არ აღიძვრებოდა.
დედოფლისწყაროელ ჰერებს საქართველოში ცხოვრებაზე უარი ათქმევინეს
17 მაისი, 2006
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს 300-მდე მცხოვრებმა ხელი მოაწერა წერილს, სადაც ისინი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს კახის რაიონში საცხოვრებელი ადგილის მიცემას და აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღებას სთხოვენ.
ზუგდიდში ბიზნესს საზღვრები არა აქვს
15 მაისი, 2006
სამეგრელოს რეგიონში ფინანსური პოლიციის მიერ კონტრაბანდისათვის გამოცხადებული ომის მიუხედავად, ზუგდიდის სავაჭრო ობიექტების უმრავლესობაში რუსულ და აფხაზურაქციზიანი სიგარეტები იყიდება.
დევნილები კომპენსაციების გარეშე რჩებიან
12 მაისი, 2006
საქართველოში მცხოვრები დევნილები დღემდე სახელმწიფოსგან 14 ლარიან კომპენსაციებს ღებულობენ. ივნისიდან კი შესაძლოა, მათ დახმარება შეუწყვიტონ.
საჯარო ინფორმაციის დაბლოკვისთვის შსს-მ სასამართლო წააგო
8 მაისი, 2006
„ადამიანის უფლებათა ცენტრს" არაერთხელ მოუწია საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გაშუქება. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციის გაცემა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, სახელმწიფო მოხელეები ამ ნორმას ხშირად არღვევენ.
იქნება თუ არა სასამართლო მიუკერძოებელი
5 მაისი, 2006
თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ყოფილი მოადგილე ჯუმბერ დარჩიაშვილი 2005 წლის 10 დეკემბრის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. დარჩიაშვილის მეუღლე აცხადებს, რომ თუ მის მეუღლეს არ გაათავისუფლებენ, მისი ოჯახი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვის.
რა მოხდება დღეს საზღვარზე?
5 მაისი, 2006
ოთხთვიანი აკრძალვისა და მესაზღვრეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოები, დღეს, აზერბაიჯანში გადასვლას აპირებენ.
ადგილობრივი ხელისუფლება მეწარმეებს ჭიაურის ტყის სარეაბილიტაციოდ ბიუჯეტში თანხების შეწირვას აიძულებს
5 მაისი, 2006
გადაუღებელი წვიმების შედეგად ლაგოდეხის რაიონი მძიმე ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას. ადიდებულმა მდინარეებმა ალაზანმა და კაბალმა წლების მანძილზე დაჭაობებული ჭიაურის ტყე კიდევ უფრო მეტად დატბორა.
თბილისის ცენტრში მორიგი
4 მაისი, 2006
2 მაისს დილით, დაახლოებით 9.45 საათზე ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაციისას ორი ახალგაზრდა დაიღუპა. მესამეს, 20 წლის დავით ბუთურიძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს.
რევაზ ცალანს პოლიციელებმა გულის ფიცარი ჩაუმტვრიეს
4 მაისი, 2006
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დროებაში“ გასული სიუჟეტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს პასუხისგება მოუწევთ. 2005 წელს შსს-ს წარმომადგენლებმა მესტიაში მცხოვრები რევაზ ცალანი სასიკვდილოდ სცემეს.
ალტერნატიული ანგარიში გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს
3 მაისი, 2006
დღეს, ჟენევაში, გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოში წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შესახებ 2005 წლის ანგარიშს მოისმენს.
გალის რაიონის ქართულ სკოლებში ქართულად სწავლას კრძალავენ
3 მაისი, 2006
გალის რაიონის მოსახლეობა იძულებულია, შვილები ზუგდიდის სკოლებში ატარონ, რადგან აფხაზური ადმინისტრაცია სკოლებში ქართულად სწავლას კრძალავს. მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
საქართველო ტრეფიკინგის მიმღებ ქვეყანათა რიცხვს შეემატა
2 მაისი, 2006
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ტრეფიკინგის შემთხვევა გამოვლინდა. მსხვერპლნი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან. ქეთევან სილაგავამ ვლადიმირი და ვიქტორი შრომით ტრეფიკინგში სამი წლის წინ იძულებით ჩააბა.
პოლიციის მოწმეები ახმეტის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ
2 მაისი, 2006
პოლიციის მოწმეები ახმეტის პოლიციის უფროსს და მის მოადგილეებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ამხელენ. მათი თქმით, პოლიციის უფროსი ლევან შაშიაშვილი მათ შანტაჟისა და მუქარის გზით სიყალბის დამოწმებას აიძულებთ.
პრეზიდენტის კანცელარიაში ჟურნალისტთა „შავი სია“ არსებობს
1 მაისი, 2006
პრეზიდენტის კანცელარიაში რომ ხელისუფლებისთვის მიუღებელ ჟურნალისტთა სიები არსებობს, ამის შესახებ ჟურნალისტებმა დიდი ხანია იციან, თუმცა ამაზე თამამად საუბარს დღემდე ვერავინ ბედავდა.
ამერიკელები სასამართლო რეფორმებს უაყოფითად ან ნეიტრალურად აფასებენ
28 აპრილი, 2006
ამერიკის იურისტთა ასოციაციამ საქართველოში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით 2005 წლის შეფასება გამოაქვეყნა. 30 ფაქტორიდან დადებითი შეფასება მხოლოდ ერთმა დაიმსახურა, დანარჩენი 29 ფაქტორი შეფასებულია როგორც უარყოფითი ან ნეიტრალური.
საზარელი ავტოავარია, დაუსჯელი მკვლელები და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები
28 აპრილი, 2006
2001 წლის 25 მარტს ქ. გურჯაანში „ნივის“ მარკის ავტომანქანა ფეხით მიმავალ სამ ადამიანს დაეჯახა. ილია ნადაშვილი და გოჩა მახარაშვილი ადგილზე გარდაიცვალნენ, საქმე კი ჯერაც გაუხსნელია.
პროტესტი ქუჩაში ნაგვის დაწვის წინააღმდეგ
26 აპრილი, 2006
თბილისის მოსახლეობა ქაჩაში ნაგვის დაწვის წინააღმდეგ გამოდის და მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს. მათი თქმით,ყოველ დღე, ბაზრობის დამთავრების შემდეგ ნაგავი ქუჩაში, მათი საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ იწვის და სუნთქვა შეუძლებელია.
წაბლანელები ჯერ კიდევ სტიქიის პირისპირ რჩებიან
26 აპრილი, 2006
1989 წლის 19 აპრილს ამ სოფლის 24 ადგილობრივი მკვიდრი სტიქიის შედეგად ცოცხლად დაიმარხა. ამის შემდეგ, სოფელი წაბლანა ეკოლოგიურად საშიშ ზონად არის გამოცხადებული.