კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ღია წერილი პრეზიდენტ სააკაშვილს

6 აპრილი, 2009
დონალდ მაკლარენი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში. თქვენს მიერ დატოვებული მემკვიდრეობა: ცუდი, თუ კარგი? “არსებობს ინტელექტის სამი ტიპი: ერთი დამოუკიდებელი შემეცნების გზას ადგას, მეორე, იმას ანიჭებს უპირატესობას, რასაც სხვები შეიმეცნებენ, ხოლო მესამეს არც დამოუკიდებელი შემეცნების უნარი აქვს და არც სხვების მიერ გაკვალულ გზას მიჰყვება. ინტელექტის პირველი ტიპი ყველაზე სრულყოფილია, მეორე - კარგი, ხოლო მესამე სრულიად გამოუსადეგარი” - ის, რასაც ინტელექტთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში მაკიაველი ამბობდა, შეიძლება საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში გამოვიყენოთ პრეზიდენტო, ოპოზიცია მოქმედებას ისევ იწყებს. რას მოუხერხებთ ამ ყველაფერს?

რეგიონებში სახელისუფლებო და სამართალდამცავი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

3 აპრილი, 2009
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ, 9 აპრილს, თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით დაგეგმილ აქციას რეგიონებიდან მოსახლეობა რომ არ შეუერთდეს, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლება და სამართალდამცავი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. რაიონებში, გამგებლებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა და პოლიციის უფროსებმა საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სამსახურების ხელმძღავნელებს მოსთხოვეს, უზრუნველყონ, რომ საპროტესტო აქციაზე არცერთი თანამშრომელი და არც მისი ოჯახის წევრი არ წავიდეს. გარდა ამისა, ორშაბათიდან სოფლებში პოლიციელთა ჯგუფები დადიან და იმ ოჯახებს, რომლებსაც ოპოზიციის მხარდამჭერებად მოიაზრებენ, ემუქრებიან, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში მათ შვილებს და ახლობლებს დაიჭერენ.

რა მდგომარეობაა სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში

2 აპრილი, 2009

უკრაინაში ქართველი მოცეკვავეები 35 საათით იზოლატორში დაატყვევეს

25 მარტი, 2009
რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, მოსტინსკას რკინიგზის სადგურში საბაჟო – გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "გურჯაანის" წევრები დააკავეს. მოცეკვავეები პოლონური ფირმა "კოლუმბოს" ოფიციალური მიწვევით პოლონეთის ქალაქ კოტოვიცაში კონცერტების გასამართად მიემგზავრებოდნენ. 35 საათის განმავლობაში უკრაინელ მებაჟეებს ანსამბლის წევრები, მათ შორის 6 არასრულწლოვანი პოლიციის იზოლატორში უკანონოდ ჰყავდათ გამოკეტილი და გარეთ გასვლის ნებას არ აძლევდნენ. მოცეკვავეთა თქმით, უკრაინელი სამართალდამცავები მათ ბანდიტებს ეძახდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ადგილზე ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.

პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტებს აგინებს და ემუქრება

25 მარტი, 2009
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ხათუნა ბერძენიშვილს ჟურნალისტების შეურაცხყოფასა და მათზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 25 მარტს, დილით, ხათუნა ბერძენიშვილი, ტელეფონით, ნომრიდან 822 409180 ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ გაზეთის ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს დაუკავშირდა და ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა. ბერძენიშვილმა ჟურნალისტს ბრალი კორუფციაში დასდო და დაემუქრა, რომ თუ ამგვარად მუშაობას არ შეწყვეტს, მას პრობლემებს შეუქმნის.