მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
პრეზიდენტის საიდუმლო ხარჯები
22 აპრილი, 2013
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის განცხადებებს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა. 17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ირინა იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის, მისი ოჯახის, ახლობლების, მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების „ფუფუნების საგნებზე“ დიდძალი თანხები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშიდან იხარჯებოდა და ხარჯებს გრიფით „საიდუმლო“ ედო.
შუალედურ არჩევნებში დამარცხებულ დეპუტატობის კანდიდატებს 5000 ლარი უკან უნდა დაუბრუნდეთ
22 აპრილი, 2013
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ამიერიდან, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის არც ერთ კანდიდატს ანგარიშზე 5000 ლარიანი დეპოზიტის წარდგენა აღარ მოუწევს.
ბაჩო ახალაია სასამართლო სხდომებს კვლავ დაესწრება
18 აპრილი, 2013
ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე ახალიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მოსამართლეს შემდეგომი განხილვების დროს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროცესზე დაეშვა. ველიჯანაშვილმა მოსამართლეს წარუდგინა ბაჩო ახალაიას მიერ დაწერილი განცხადებაც, სადაც იგი ითხოვდა პროცესზე დასწრებას.
ციხისძირში მომხდარ ინციდენტს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, ასევე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ეხმაურება
17 აპრილი, 2013
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ციხისძირში სამხედროებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი ინცინდენტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. განცხადებას, რომელიც ეპარქიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
ნაციონალურ მოძრაობაში დაგეგმილი აქციის წინ უთანხმოება გაჩნდა
17 აპრილი, 2013
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულმა მამხილებელმა განცხადებამ, რომელიც ორშაბათს საღამოს სავარაუდოდ შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას ახლად შექმნილ Facebook–ის გვერდზე გამოქვეყნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირების ნიშნები გამოავლინა.
პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის ბიძის, ზურაბ გიგუაშვილის საქმე სასამართლოდან გამოითხოვა
16 აპრილი, 2013
ზურაბ გიგუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი შეწყდა. 16 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ბრალდებაზე უარი განაცხადა და დააყენა შუამდგომლობა, გიგუაშვილის წინააღმდეგ საქმის გამოთხოვის შესახებ. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პირველი გამამართლებელი განაჩენის გამომტანი გორელი მოსამართლის დევნის ისტორია
16 აპრილი, 2013
გორის რაიონული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ქართლოს სულაბერიძემ 4 წლიანი პატიმრობა თითქმის სრულად 2012 წლის ბოლოს მოიხადა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ის ორჯერ დააპატიმრეს. პირველად სამსახურებრივი გულგრილობის, მეორედ კი, მოწმის მოსყიდვისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი დააკმაყოფილა
15 აპრილი, 2013
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის ერთ-ერთი სადავო დებულების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.
კეზერაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
15 აპრილი, 2013
12 აპრილს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა თავიანთი შესავალი სიტყვები წარმოადგინეს. გამოძიება კეზერაშვილს ქრთამის აღებას და ორგანიზებული ჯგუფის წევრობას ედავება. ბრალდებული სასმარათლო სხომებზე არ ცხადდება და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
ნიკა გვარამიას განცხადებით, დაკითხულმა მოწმეებმა მისი უდანაშაულობა დაადასტურეს
15 აპრილი, 2013
დაცვის მხარის განცხადებით, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრის, ნიკა გვარამიას და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის სასამართლო სხდომაზე დაიკითხული მოწმეების ჩვენებები არ ადასტურებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას. ბრალდების მხარე კი, აცხადებს, რომ მათი მოწმეები სწორედ ბრალდებულთა დანაშაულს ადასტურებენ.
ბრალდებამ ახალაიას საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაკითხა
15 აპრილი, 2013
ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო სხდომაზე ბრალდებამ ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე დათუაშვილი დაკითხა. მოწმე იმ ეპიზოდზე საუბრობდა, სადაც ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულ კიდევ რამდენიმე პირს, გამოძიება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით ედავება.
მოწმე ამბობს, რომ გასროლის შემდეგ, გუნავა იარაღით ხელში დაინახა
11 აპრილი, 2013
სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას სასამართლო პროცესზე საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ბაკურ გულუა დაიკითხა. როგორც მისი ჩენებიდან ირკვევა, ის იმ ეპიზოდის ერთ-ერთი თვითმხილველია, რაშიც გამოძება გუნავას ედავება. გულუას თქმით, ის ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს, თუმცა რადგან ზურგით იდგა, კონკრეტულად ვინ ისროლა, არ დაუნახავს. გულუა ამბობს, რომ სროლის შემდეგ როცა შემოტრიალდა,თენგიზ გუნავა ცეცხლსასროლი იარაღით ხელში დაინახა.
ინდოელი ინვესტორი: „საქართველო ქვეყანაა, სადაც ფულით შეგიძლია იყიდო პრობლემები, სტრესი და ნევროზი“
10 აპრილი, 2013
ბოლო ხანს მეტად გამწვავდა ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების თემა. პრობლემა მრავალწახნაგოვანია და ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს. უკვე არაერთ სოფელში დაუპირისპირდა ადგილობრივი მოსახლეობა უცხოელ ინვესტორებს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში მოხდა. სოფელში სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ ფინანსთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის
8 აპრილი, 2013
„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველომ“ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია მოითხოვს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის №30 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის უფროსის 6 თებერვლის №4257 ბრძანების გაუქმებას, რითაც მცირე და საშუალო გადამზიდველებს შეეზღუდათ საბაჟო პროცედურების გავლა და დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოს ფოსტა.
არჩილ კბილაშვილი - პრეზიდენტის დაკითხვის პირველი საფუძველი არსებობს
8 აპრილი, 2013
საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვის პირველი საფუძველი არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია"მაესტროს" გადაცემა "პრეს-პრესში" მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. მისითქმით, გამოძიებას ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული პრეზიდენტის დაკითხვასთანდაკავშირებით, თუმცა, გამოძიებას აქვს საკმარისი მონაცემები, რომ პრეზიდენტი ინფორმირებულიაამა თუ იმ გამოსაკვლევ ფაქტთან დაკავშირებით.
ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე მოწმეთა მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა ისმოდა
8 აპრილი, 2013
ბაჩო ახალაიას საქმის არსებით განხილვაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. რამდენიმე ბრალდებულის, ასევე დამსწრეთა მხრიდან, მოწმეთა მისამართით სასამართლო დარბაზში სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა გაისმა, თუმცა მოსამართლეს ამ ფაქტებზე რეაგირება არ მოუხდენია.
გიორგი სიბაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობს
5 აპრილი, 2013
28 მარტს თელავის რაიონულ სასამართლოში კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის საქმის წინასასამართლო განხილვა გაიმართა. მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა არ დააკმაყოფილა ბრალდებულის შუამდგომლობა, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე და ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ამის საფუძველი. მოსამართლის განცხადებით ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა იმის საფუძველს, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები ნამდვილად არის ჩადენილი გიორგი სიბაშვილის მიერ.
მარნეულის გამგებელს მისივე მოადგილე ზეწოლაში ადანაშაულებს.
4 აპრილი, 2013
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოთარ ჭანტურია მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. ის, მუნიციპალიტეტის გამგებელს პაატა აბრამიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იგი მისგან საკუთარი ნებით განცხადების დაწერას და სამსახურის დატოვებას მოითხოვს. ჭანტურია თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს და სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
გორში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
1 აპრილი, 2013
24 მარტს, ძლიერი ქარის გამო, ქალაქის ტერიტორიაზე 35-მდე კორპუსს სახურავი გადაეხადა. ამის გამო ადგილობრივი ბიუჯეტიდან რამდენიმე პროექტი მოიხსნა და მილიონ-ნახევარი ლარი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოიყო.
კეზერაშვილის პროცესზე დაკმაყოფილებული შუამდგომლობა სასამართლო სხდომის ოქმში არ აღმოჩნდა
1 აპრილი, 2013
29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კეზერაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული სხვა პირების საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. პროცესზე კეზერაშვილის დამცველმა გოგიტა გაბაიძემ 15 მარტს გამართული სასამართლოს სხდომის ოქმი გააპროტესტა. მისი თქმით, სასამართლო სხდომის ოქმში აღნიშნული არაა მისი შუამდგომლობა, კეზერაშვილის საქმის ცალკე გამოყოფის შესახებ, რომელიც მოსამართლემ წინა სდომაზე დააკმაყოფილა.