15:48, Thursday, 28.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2010-06-09
ჩეჩნეთიდან ლტოლვილები გლუკ-ის წინააღმდეგ
პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკ) საქართველოს წარმომადგენლობას ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ლტოლვილების განცხადებით, კომისარიატი, თითოეულ ოჯახს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საცხოვრებლის შესაძენად 8–10 ათასი აშშ დოლარის დახმარებას დაპირდა. ამ შეთავაზების შემდეგ, ჩეჩნეთიდან ლტოლვილებმა ლტოლვილის სტატუსზე უარი თქვეს და საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, თუმცა გლუკ-მა პირობები შეცვალა.
2010-06-08
თბილისის მერია საზოგადოებას სისულელეებში დახარჯულ თანხებს უმალავს
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი თბილისის მერის „ავაზაკური“ საქმიანობებისთვის პასუხისმგებლობას იმ ადამიანებსაც აკისრებს, ვინც 30 მაისის არჩევნებზე ხმა გიგი უგულავას მისცა.
2010-06-08
პრეზიდენტი სწრაფად და უხარისხოდ აშენებული ციხეებით ტრაბახობს
რუსთავში #1 საერთო და მკაცრი რეჟიმის ახალი დაწესებულება გაიხსნა. საპატიმროს გახსნის ცერემონიალს 1 ივნისს თვით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო და შეკრებილებს შეახსენა, რა ხდებოდა ძველ საპატიმროში: „აქ ქურდები მართავდნენ ყველაფერს. საჭმელი პრაქტიკულად არ იყო. ყველაფერი შემოდიოდა გარედან და აქედან იმართებოდა დანაშაული საქართველოში. აქედან იგეგმებოდა ე.წ. „ვაზვრატები“ მოპარულ მანქანებზე. აქედან ხორციელდებოდა რეკეტი. ერთი სიტყვით, ეს იყო ანტისანიტარიის, განუკითხაობისა და უკანონობის კერა საქართველოში“.
2010-06-08
ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები დევნილების პრობლემები სამინისტრომ აქამდე ვერ მოაგვარა
ისნის რაიონში, ყოფილ რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც თავდაპირველად 1500 იძულებით გადაადგილებული პირი შეასახლეს, ამჟამად დაახლოებით 600 დევნილი  ცხოვრობს. აქედან 390 ე. წ. ახალი, 210 კი „ძველი“ დევნილია. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან წელიწადნახევარზე მეტია გასული, აქ მცხოვრებ დევნილთა უმრავლესობას ჯერ არც დევნილის სტატუსი მიუღიათ და  არც ერთჯერადი ფულადი დახმარება.
2010-06-08
ქუთაისის ავტოქარხანა - მითი და რეალობა
საქართველოს პრეზიდენტმა ერთი წლის წინ ცენტრალური სატელევიზიო არხების საშუალებით, სრულიად საქართველოს სასიხარულო ამბავი აუწყა - „ქუთაისის საავტომობილო ქარხანა დაკარგულ ფუნქციას დაიბრუნებს. ამუშავდება საწარმოები, შეიქმნება ქართული პროდუქცია, და რაც მთავარია, დასაქმდება ათასობით მუშა-ხელი“. მეტი დამაჯერებლობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას  მუყაოს ყუთიც უჩვენა, წარწერით Made in Georgia და სამუშაოდ ქუდზე კაცი მოიხმო. ასე დაიწყო ქვეყნის პირველმა პირმა უმუშევრობის აღმოფხვრის პროცესი ქუთაისში. ზუსტად ერთი წლის თავზე პრეზიდენტის მიერ გაპიარებული ავტოქარხანა გაცილებით უსახურად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე.
2010-06-07
იდუმალი არჩევნები
30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსვლელობისას სამცხეში სულ რამდენიმე საჩივარი დაიწერა. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შეკრიბა ცნობები, რა ხდებოდა რეგიონის საარჩევნო უბნებზე, როგორი იყო ამომრჩევლის აქტიურობა და რას ამბობდნენ დაკმვირვებლები.

2010-06-07
„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ მოთხოვნებს „ლეიბორისტები“, „კონსერვატორები“ და პარტია „თავისუფლება“ უერთდებიან
„მართლმადიდებელი ვარ მეც! დამაპატიმრეთ!!!“ - ამ ლოზუნგით 3 ივნისს „თავისუფლების ინსტიტუტის“ ოფისთან „სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ“ აქცია-ბრიფინგი გამართა. ძირითადი მოთხოვნები იყო 7 მაისს დაკავებული თანამოაზრეების გათავისუფლება და „თავისუფლების ინსტიტუტის“ გაუქმება.

2010-06-07
ლაგოდეხში გადასხმული „დესანტის“ თავგადასავალი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ლაგოდეხის რაიონში, კაბალის საარჩევნო უბნებზე ვაკვირდებოდი. პირველივე საჩივარმა, რომელიც მე-18 საარჩევნო უბანზე დილით, წილისყრის პროცედურის დარღვევაზე დავწერე, ხმაური გამოიწვია. „ნუ წერ საჩივარს! ბიჯო, ეს რა შაუგნებელი რამეა. შარია რა. კაბალს იქით გზა არ იცი, სულ აქ რაზე მოხვედი?“ - ყვირილით მეკითხებოდა საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ადალათ სარდაროვი. პირველ საჩივარს მეორე, მესამე, მეოთხე და საერთო ჯამში, მარტო ამ უბანზე 16 საჩივარი მოჰყვა. 

2010-06-04
„გაჩერდი, თორემ მამაშენი მრევლს დაკარგავს“
30 მაისს „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლები შიდა ქართლში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს  რამდენიმე სოფელში აკვირდებოდნენ. დამკვირვებლები დილიდანვე აქტიურად მუშაობდნენ დიდი ატენის, შინდისის, ფხვენისის, ნიქოზისა და ვარიანის საარჩევნო უბნებზე.
2010-06-04
„ხელისუფლებამ გაყალბების მეთოდები დახვეწა“
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსჯის საგნად ხმის მიცემის პირველივე წუთებიდან იქცა. მიუხედავად ამისა, დღეს ქუთაისში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, მმართველი პარტია არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ხელისუფლება დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, ისევე, როგორც მის მიერ ჩატარებულ ყველა წინა არჩევნებს. განსხვავებული აზრი აქვს ამომრჩეველს (რომ არაფერი ვთქვათ ოპოზიციაზე), რომელიც ფიქრობს, რომ რეალობა სულ სხვაა - არჩევნებმა მთელ ქვეყანაში დარღვევების ფონზე ჩაიარა და გამონაკლისი არც ქუთაისი იყო.

2010-06-03
ხელისუფლება მესაკუთრეს ატერორებს
ნოდარ ბეგიაშვილი სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო ფილმის მთავარი გმირია. ჟურნალისტური გამოძიება აფთიაქის მეპატრონისთვის შპს „ფარმაკონ 11“-ის კუთვნილი ფართის უკანონოდ ჩამორთმევის ამბავს გვიამბობს. შპს „ფარმაკონ 11“-ის მეპატრონეს  შემოსავლების სამსახურთან პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც აფთიაქის მეწილეებმა შპს-დან საკუთარი წილები გაიტანეს. საგადასახადო ინსპექციამ წილების გატანა საქონლის ხელახალ მიწოდებად მიიჩნია, ანუ - ხელახალ გაყიდვად და ერთადერთ მეპატრონეს, ნოდარ ბეგიაშვილს, სახელმწიფო დაბეგვრის მიზნით, ბიუჯეტის სასარგებლოდ, 342480,6 ლარის გადახდა დააკისრა.
2010-06-03
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვიდეომტკიცებულებების იგნორირება შეუძლებელია
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ საგანგებო პრესკონფერენციაზე გავრცელებულმა ვიდეომტკიცებულებებმა არჩევნების გაყალბებისა და დარღვევების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და  დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლების  ყურადღება მიიპყრო. სამარცხვინო  დარღვევევის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეჯოს საოლქო-საარჩევნო კომისიას ამ კადრების განხილვა დაავალა. საოლქო-საარჩევნო კომისიამ კი ორ უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, წინა დღით ამავე კომისიამ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ საჩივრების დაკმაყოფილებაზეც და ვიდეომტკიცებულებების მიღებაზეც უარი უთხრა.
2010-06-03
„გადაყარეთ ეს დამკვირვებლები აქედან!“ - არჩევნების პაროდია განმუხურში
განმუხური აფხაზეთის საზღვართან მდებარე ერთი ლამაზი სოფელია. მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ასე თუ ისე მშვიდად ჩატარდა, განმუხურში 30 მაისს დილიდანვე ყვირილი და აურზაური იყო.
2010-06-02
ე. წ. დახურულ უბანზე სხვა რეგიონებში მცხოვრები სამხედროები ხმას მაინც რუსთავის მაჟორიტარს აძლევდნენ
30 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ზუსტად საათნახევარი ველოდებოდით რუსთავის #87 საარჩევნო უბანზე შესვლის ნებართვას. ეს ე.წ. დახურული უბანია და განთავსებულია რუსთავის მშენებელთა ქუჩაზე, #2 საპყრობილის ტერიტორიაზე.

2010-06-02
ხელისუფლებამ ახალგორელების ხმები „ჯიბეში ჩაიდო“
„რა ვქნა, რომ არ ჩავიდე წეროვანში „ხუთიანის“ შემოსახაზად, კოტეჯს წამართმევენ“,  - ჩიოდა ახალგორში მცხოვრები ამომრჩეველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. „თუ არ მოხვალ და ხუთიანს არ შემოხაზავ, რუსებთან გაგყრით“, –ესმოდათ წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს „ნაციონალური მოძრაობისგან“. „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გოჩა გაბრიელაშვილი humanrights.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ მთვრალმა წევრმა მისი დამკვირვებელი უბნიდან ცემით გამოაგდო. მისივე თქმით, წეროვანში არჩევნებს, ფაქტობრივად, სოფლის რწმუნებულები და გამგებლები ატარებდნენ.

2010-06-01
აზერბაიჯანულ სოფლებში ისევ „ბეშ-ბეში“ ისმოდა
დილიდან საგარეჯოს რაიონში, სოფელ თულარის 48-ე საარჩევნო ოლქში, შედარებით სიწყნარე იყო. თუმცა, შუადღიდან დარღვევების „კასკადი“ დაიწყო.
კომისიის თავმჯდომარე რამდენიმე ამომრჩეველს აძლევდა საშუალებას, კენჭისყრაში მონაწილეობა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე მიეღოთ. ჩემი, როგორც დამკვრივებლის შენიშვნის შემდეგ, მითხრა, მერე რა მოხდა, დარჩა სახლში, შორი გზიდან არის მოსული და უნდა მივცეთ ხმის მიცემის საშუალებაო.
2010-06-01
არჩევნები კახეთში 2010 და ლიტერატურის ჟანრები: დრამა, ეპოსი, ლირიკა
საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2010 წლის 30 მაისის არჩევნებზე განსაკუთრებული კმაყოფილება საოლქო და საუბნო კომისიების მუშაობაზე გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დარღვევების გარეშე, მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა. სხვა შეფასებას აკეთებენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლები. მათი მტკიცებით, „სამარცხვინო არჩევნები იყო, რომელსაც ყველაფერი შეიძლება ეწოდოს გარდა არჩევნებისა“.
2010-06-01
უცხოელი დამკვირვებლების შეფასება: „ფორმალურად არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიუხედავად, ახალქალაქში დემოკრატია ნამდვილად არ არსებობს“
(ახალქალაქი, 2010 წ. 31 მაისი) ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და ავსტრიის ჰელსინკის ასოციაციის წარმომადგენლების ჯგუფი, რომლებიც დარეგისტრირდნენ როგორც ადგილობრივი დამკვირვებლები „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა სამხრეთ საქართველოში ჯავახეთის რეგიონში 29-31 მაისს.

2010-06-01
ყარაჯალა - ბეშ, ბეშ, ბეშ, ბეშ და ხინკალი საარჩევნო უბანზე
„ბეშ, ბეშ, ბეშ, ბეშ (ხუთი, ხუთი, ხუთი, ხუთი) მთელი დღე ისმოდა ყარაჯალას N38 და N39 საარჩევნო უბნებზე, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი თამარ კვირიაშვილი 2010 წლის 30 მაისს, არჩევნების დღეს 18 საათი იმყოფებოდა. (ფოტო 1,2,3)
1 2 [3]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC