მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ჟურნალისტს გაუპატიურებით ემუქრებიან
11 აგვისტო, 2009
ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის” რედაქტორი ილია მარტყოფლიშვილი შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელ სოსო ბენაშვილს, გაზეთის ჟურნალისტის თამილა გურაშვილის დაშინებაში ადანაშაულებს. მარტყოფლიშვილის თქმით, კუდ-ის თანამშრომელი თამილა გურაშვილს საცხოვრებელ სახლში უკვე რამდენჯერმე მიუვარდა და დაემუქრა, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკას არ შეწყვეტს, მცირეწლოვან ბავშვთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნება.
ფრთხილად, პრეზიდენტი მოდის!
10 აგვისტო, 2009
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ სასტიკი მეთოდებით ბრძოლა. აბაშიძის მმართველობისას, აჭარაში, სამთავრობო ესკორტის ჩავლის დროს უკანონოდ ჩაკეტილი ქუჩები არავის აკვირვებდა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც ჩვენს ორგანიზაციაში მოსული ერთი ჯარისკაცი მოგვიყვა. მისმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ადამიანის უფლებების პატივისცემა (დაცვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ უცხო ხილია.
საზოგადოებრივი მაუწყებელის ახალი დირექტორი გიორგი ჭანტურია გახდა
10 აგვისტო, 2009
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომამ 1 არხის გენერალური დირექტორი გამოავლინა. საბჭოს წევრების 5 ხმით საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეიდან გიორგი ჭანტურია უხელმძღვანელებს. კონკურსის დანარჩენ ორ კანდიდატს არცერთი ხმა არ ერგო.
ცხოვრება კოდორის ხეობის გარეშე
10 აგვისტო, 2009
ზუსტად ერთი წლის წინ, დღევანდელისგან განსხვავებით, მამა-პაპისეულ სახლებში ცხოვრობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობა დღითიდღე მძაფრდებოდა, საკუთარ მიწაზე თავს მაინც ბედნიერად თვლიდნენ. განცდა, რომ ხეობის დატოვება მოუწევდათ და დევნილებად იქცეოდნენ, გაცილებით გვიან, ხეობის თავზე რუსული ბომბდამშენების გაუთავებელი ფრენის შემდეგ დაეუფლათ. ზუსტად მაშინ, როცა სატვირთო მანქანებზე შეხიზნულნი ზემო აფხაზეთიდან უკვე ქუთაისისკენ გამოემგზავრნენ.
ერგნეთი - ერთი წლის შემდეგ
7 აგვისტო, 2009
ხელისუფლება ამყობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ყველა დევნილს თავშესაფარი მიუჩინა, მაგრამ სად და რა პირობებში უწევთ არსებობა დევნილ და დაზარალებულ მოსახლეობას, ეს მას, როგორც ჩანს ნაკლებად აღელვებს..
გამოძიება დაიწყო, მაგრამ მთავარია დამთავრდება თუ არა ის
7 აგვისტო, 2009
2 აგვისტოს დილით, ცხვარიჭამიას გზიდან ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, რუსთავის წმინდა გორგასლის სახელობის ეკლესიის სტიქაროსანი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მხარდამჭერი, აფხაზეთიდან დევნილი ამირან ბიწაძე გაიტაცეს. მის ავტომობილს, რომელშიც მეგობართან, დათო ბენდელიანთან ერთად იჯდა, გზა მიკროავტობუსმა, „ჯიპის“ ტიპის ორმა და „ნივის“ მარკის ერთმა ავტომობილმა გადაუჭრა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ადგილისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს
7 აგვისტო, 2009
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ტურის გამარჯვებული კანდიდატები გამოვლინდნენ. სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა კონკურსანტები ფარული კენჭისყრით აარჩია. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობისთვის ბრძოლას სამი კანდიდატი გია ჭანტურია, ზვიად ქორიძე და გიორგი კაჭარავა აგრძელებენ. გია ჭანტურიას, კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს რვა წევრიდან ექვსმა, ხოლო ზვიად ქორიძეს და გიორგი კაჭარავას შვიდმა ადამიანმა დაუჭირა. მეორე ტურში გასასვლელად კანდიდატებს უნდა მოეგროვებინათ ხუთი ან მეტი ხმა.
შრომითი ტრეფიკინგი ბათუმში
6 აგვისტო, 2009
სამშენებლო კომპანია შ.პ.ს „კრისტალის“ ხელმძღვანელობისაგან მოტყუებული და უხელფასოდ დატოვებული 20-მდე თანამშრომელი, ფირმისაგან გასამრჯელოს დაუყოვნებლივ გადახდას ითხოვს.
უკანონო საკადრო პოლიტიკა ქუთაისის მერიაში
6 აგვისტო, 2009
ქუთაისის საფინანსო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სამართლიანობის აღდგენისთვის უკვე წელიწადზე მეტია იბრძვის. ანგარიშ-აღრიცხვების წამყვანი სპეციალისტის სვეტლანა ზაქარაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება ქუთაისის მერიაში შტატების შემცირებით ახსნეს, მაშინ, როცა იმ პერიოდში (და მოგვიანებითაც) აღნიშნულ სამსახურში 8 ახალი თანამშრომელი მიიღეს.
გაზეთი „სპექტრი“ გელა მთივლიშვილის სტატიას ეხმაურება
6 აგვისტო, 2009
ჩვენი რეგიონული კორესპონდენტის, გელა მთივლიშვილის სტატიას სახელწოდებით „როგორ ზღუდავენ პრესას რეგიონებში“ გაზეთ „სპექტრის“ რედაქციიდან გამოეხმაურნენ. სტატიაში საუბარი იყო იმ ზეწოლაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რეგიონულ მედიაზე ახორციელებს. სტატიის ავტორი საუბრობდა იმაზე, რომ ხელისუფლება ერთნაირად იყენებს ჟურნალისტების დაშინების და გადაბირების პრაქტიკას და წარსულში კრიტიკული გაზეთების რედაქტორებსა თუ თანამშრომლებს სახელმწიფო უწყებებში ასაქმებს. ამ კონტექსტში საუბარი იყო რამოდენიმე გაზეთის, მათ შორის სპექტრის შესახებ. მთივლიშვილი წერდა, რომ ხელისუფლების სტრუქტურებში დასაქმებული ჟურნალისტები საკუთარი გაზეთებისთვის რეკლამის მოპოვებასაც უფრო ადვილად ახერხებენ. პუბლიკაციამ გაზეთ სპექტრის რედაქციის უკმაყოფილება გამოიწვია. მათ რედაქციაში გამოაგზავნეს საკუთარი გამოხმაურება, რომელსაც უცვლელეად გთავაზობთ
რატომ აღმოჩდნენ ყოფილი ,,ნაციონალები“ ციხეში
5 აგვისტო, 2009
„ნაციონალური“ მოძრაობის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი წევრები მერაბ მაისურაძე და კოტე ლომიძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
უსახლკაროდ დარჩენილი ქალბატონი თელავის სასამართლოსთან უვადო შიმშილობის დაწყებას გეგმავს
3 აგვისტო, 2009
უსახლკაროდ დარჩენილი ნანული ყურშიტაშვილი პროტესტის ნიშნად, თელავის რაიონული სასამართლოს შენობასთან უვადო შიმშილობის აქციის დაწყებას აპირებს. ნანული ყურშიტაშვილი მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.