კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

რთველს კახეთში შს მინისტრი ხელმძღვანელობს

12 სექტემბერი, 2008
გასული წლის მსგავსად წლევანდელ რთველსაც კახეთში შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. განსხვავება ის არის, რომ შარშან მერაბიშვილს რთველის ჩატარება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად დაავალა, შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმიც 24 საათის განმავლობაში საჯაროდ პატრულირებდა, გამწარებულ გლეხებს საპროტესტო აქციები რომ არ გაემართათ. კახეთის სოფლებში სპეცრაზმი და პოლიცია „რთველი - 2008“-ისთვისაც მობილიზებულია, ოღონდ ნიღბების გარეშე. გლეხებს პროტესტის გამოხატვა ამჯერადაც აუკრძალეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ, რომ მათ მოსავალს ქარხანა დაიწუნებს და შემოსავლის გარეშე დარჩებიან.

ზუგდიდში სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი გაუჩინარდა

8 სექტემბერი, 2008
შსს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს თანამშრომელი, 45 წლის პაატა ქარდავა, 27 აგვისტოს დილის 11 საათზე საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა. კოკი-ხურჩის დამაკავშირებელ ხიდთან ნაპოვნია მხოლოდ "მერსედესის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც ქარდავა მართავდა. ქარდავას გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა სამართალდამცავებმა და ახლობლებმა მის ადგილსამყოფელს დღემდე ვერ მიაკვლიეს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ქართველი პოლიციელი სოხუმის უშიშროების იზოლატორში იმყოფება და მის დაკითხვას რუსეთის ფსბ-ეს წარმომადგენლები აწარმოებენ.

ხელისუფლება ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პროცესს ასაიდუმლოებს

8 სექტემბერი, 2008
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 6 სექტემბრის მონაცემებით, თბილისში დევნილთა რაოდენობამ 39 596, რეგიონებში - 21 776, სულ - 61 372 ადამიანი შეადგინა. თბილისში ფუნქციონირებს 400 დროებითი თავშესაფარი, რეგიონში - 118, სულ _ 518 ობიექტი. 22 აგვისტოსთვის, ცხინვალის რეგიონიდან და შიდა ქართლიდან დევნილი 121 167 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. აქედან, თბილისში, 670 დროებით თავშესაფარში 22 576 პირი ცხოვრობდა, რეგიონებში კი 89 თავშესაფარი ფუნქციონირებდა. დევნილების დიდი ნაწილი ახლობლების ოჯახებში იმყოფება. ჰუმანიტარული ტვირთის სიდიდის მიუხედავად, იძულებით ადგილნაცვალ პირთა ბევრი ოჯახი პურის და ჰიგიენური საშუალებების გარეშეა დარჩენილი. იმის დასადგენად რამდენად მიზნობრივად ნაწილდება დახმარება, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას მონიტორინგის განხორციელების საშუალება არ ეძლევა.

რას უნდა ველოდოთ ჰააგის ტრიბუნალისგან

8 სექტემბერი, 2008
8 - 10 სექტემბერს გაეროს საერთაშორისო სასამართლო (ჰააგის ტრიბუნალი) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელს განიხილავს. ამის შესახებ მხარეებს სასამართლოს თავმჯდომარემ როზალინ ჰიგინსმა ოფიციალურად შეატყობინა. საქართველო მოითხოვს, საერთაშორისო სასამართლომ ყველა ზომა მიიღოს, რათა რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიაზე ქართველების დისკრიმინაცია და ეთნიკური წმენდა, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა, ქალაქებისა და სოფლების მასობრივი ძარცვა, სეპარატიზმის მხარდაჭერა, გალის რეგიონისა და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველებზე ზეწოლა - მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა. შესაძლოა, ჰააგის სასამართლომ პირველივე სხდომაზე დააკმაყოფილოს საქართველოს მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო რუსეთს მშვიდობის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების განხორციელებას აუკრძალავს.