კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

აფხაზეთიდან დევნილები „ენერგოპროჯორჯიას“ წინააღმდეგ გამოდიან

5 დეკემბერი, 2008
ზუგდიდის #10 საბავშვო ბაღის, რკინიგზელთა სახლისა და ე.წ. დო-რესტორნის შენობებში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს 6 თვეა რაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. დენის გათიშვის მთავარ მიზეზად გახარჯული ელექტროენერგიის საფასურზე არსებული დავალიანება სახელდება. თუმცა, რატომ ეძებს „ენერგოპროჯორჯია“ ამ თანხებს დევნილ მოსახლეობაში, ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან ელექტროენერგიის საფასურს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო იხდის. დევნილთა რეგიონალურ სამსახურში კი აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვა დევნილთა გადამისამართებამ გამოიწვია და არანაირი დავალიანება არ არსებობს.

სოფლები წყლის გარეშე რჩება

5 დეკემბერი, 2008
პროექტი არავის უნახავს, სამინისტროებში არაფერი იციან კასპის რაიონში მდინარე თეძამის კალაპოტის შეცვლა დაიწყო. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, თუმცა რის გაკეთებას გეგმავს ხელისუფლება, ამასთან დაკავშირებით პროექტი არც ერთ უწყებაში არ მოიძებნება. ხელისუფლების წარმომადგენელთა ზეპირი განცხადებებით, იგეგმება ახალი არხის მშენებლობა, რომელშიც მდინარეს გადაისვრიან, დამშრალ კალაპოტში კი სანიტარული წყლების ნაკადი გავა. გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, ამგვარ ვითარებას აბსურდულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მდინარის დაშრობას შესაძლოა კატასტროფული შედეგი მოჰყვეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი საკუთარი ადმინისტრაციის შენახვაა

3 დეკემბერი, 2008
განვითარებულ ქვეყნებში მიღებული სტანდარტებით, ადმინისტრაციის შენახვის ხარჯები მთელი ბიუჯეტის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში კი საკრებულოსა და გამგეობის შენახვის ხარჯები 30%-ს აღემატება. 2008 წლის ადგილობრივ ბიუჯეტებში ცალკეა გათვალისწინებული ხარჯები საკანცელარიო ნივთების, მონო-ბარათების და საწვავის შესაძენად. ციფრების ანალიზის შედეგად გამოდის, რომ მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება ყოველდღიურად 4 ათასამდე საწერ ფურცელს მოიხმარს, 400 კილომეტრს მანქანით გადის და ყოველწლიურად 800 საათს მობილურით განუწყვეტლივ ლაპარაკობს.

კახეთის ხელისუფლება რეგიონში პოლიციურ რეჟიმს აძლიერებს

1 დეკემბერი, 2008

ქართველი ჯარისკაცის 65 ლარად შეფასებული სიცოცხლე

1 დეკემბერი, 2008