მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სააკაშვილის საინფორმაციო ომი
16 მაისი, 2008
მოსაზრება რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატისა და კონფლიქტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, კოდორის ხეობაში შექმნილი ბოლოდროინდელი დაძაბულობა პიარ-კამპანიის ნაწილია. წინა-საარჩევნო კამპანიის დროს პროვოკაციების მოწყობა უკვე ტრადიციული გახდა და ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი კორუმპირებული გარემოცვის წისქვილზე ასხამს წყალს.
საარჩევნო კომისიის წევრის დაპატიმრებას სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებენ
16 მაისი, 2008
რესპუბლიკური პარტიიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ხატიაშვილმა და ადვოკატმა თენგიზ ბეჟაშვილმა, დღეს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისში პრესკონფერენცია გამართეს. ხატიაშვილლმა განაცხადა, რომ ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის, სიღნაღის საარჩევნო ოლქის ბოდბისხევის საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრის ბესიკ ხატიაშვილის დაპატიმრების ბრძანებას, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს.
არეულობა საქაშეთის სკოლაში
16 მაისი, 2008
პედაგოგებს ვარძელაშვილთან ჩივილი ძვირად დაუჯდათ გორის რაიონის სოფელ საქაშეთის სკოლის პედაგოგებს საკუთარი უფლებების დაცვა ძვირად დაუჯდათ. მიმდინარე წლის 15 მარტს მათ მიერ გუბერნატორ ვარძელაშვილის სახელზე შეტანილი საჩივარი რამდენიმე დღეში იმ ადამიანის ხელში აღმოჩნდა, ვისაც პედაგოგები უჩიოდნენ. 18 პედაგოგი სკოლის დირექტორს უჩივის. სკოლის დირექტორმა ცალ-ცალკე დაიბარა პედაგოგები და მათ მიერ დაწერილი საჩივარი ,,თავზე დააფარა“.
ყველაზე „ცხელი“ და დაუნდობელი არჩევნები
16 მაისი, 2008
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისიდან რვა მაჟორიტარობის კანდიდატი იბრძვის. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას გაუთავებლად უხდება ყველა მათგანთან შეხვედრა და წინასაარჩევნო დაპირებების მოსმენა. ხვდებიან ქუჩაში, ეზოებში, კორპუსებში - „დავუბრუნოთ ქუთაისს დაკარგული ფუნქცია“, ისმენენ ერთსა და იმავეს. „ნაციონალებიც“, გაერთიანებული ოპოზიციაც, „ლეიბორისტებიც“, „რესპუბლიკელებიც“ და სხვა დანარჩენი ბლოკ-პარტიებიც წინასაარჩევნოდ უკვე 15 წელია ფიქრობენ (მხოლოდ ფიქრობენ), რომ ქუთაისს ძველი დიდება უნდა დაუბრუნდეს.
კახეთში საარჩევნო შტაბებს გამგებლები ხელმძღვანელობენ
15 მაისი, 2008
საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ. ამავე კოდექსით, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს თანამდებობის პირს რომელიმე პარტიის ან კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ეკრძალება. მიუხედავად ამისა, კახეთში საარჩევნო შტაბებს, ფაქტობრივად გამგებლები ხელმძღვანელობენ.
თავისუფლება ინფორმაციას!
15 მაისი, 2008
როდესაც ინფორმაციას ჟურნალისტები უშედეგოდ ელიან „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწერილ განცხადებაზე პასუხს უკვე სამი თვეა უშედეგოდ ელოდება. განცხადება სამინისტროს 5 თებერვალს გაეგზავნა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს ტელეკომპანია „საქართველოს“ შორის 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ქსეროასლს ითხოვდა. როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი იმ შემთხვევაში, როდესაც მას ინფორმაციას არ აწვდიან? ვის უნდა მიმართოს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე და რა მექანიზმების ამოქმედება შეუძლია მას?
მარტოხელა დედობა - „უპატრონო“ ქალობა თუ გმირობა?
15 მაისი, 2008
„ცოლი ხარ, დამლაგებელი ხარ, ოჯახის შემნახველი ხარ, გინების ამტანი ხარ... და არავითარი პატივისცემა. ჩემს გარშემო სულ ასეთი ფასადური ოჯახებია. მე ამას მარტოხელა დედობა ვარჩიე“, - ამ სიტყვების ავტორმა მილანა ბერიტაშვილმა გულზე ჩვილაკიდებულმა გაიარა გზა - უსახლკარობიდან საარსებო მინიმუმის შოვნამდე.
წინაასარჩევნო ციებ-ცხელება ადიგენში
15 მაისი, 2008
წინაასარჩევნო დღეები ადიგენში დაძაბულობით გამოირჩევა. ,,რესპუბლიკური პარტიის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზეწოლაზე და ადგილობრივი ხელისუფლების გადაჭარბებულ უფლებებზე საუბრობს.
ხელისუფლებაში ნამყოფი ჩინოვნიკები კენჭს ოპოზიციის მაჟორიტარებად იყრიან
14 მაისი, 2008
გაერთიანებულმა ოპოზიციამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ახალციხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მცხოვრები ივანე ბალიაშვილი წარადგინა, რომელიც ამომრჩევლისთვის კარგად ნაცნობი სახეა. „ახლა არავის ვჭირდები”, - აცხადებს ივანე ბალიაშვილი და იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც მისი პოლიტიკური დისკრედიტაცია გამოიწვია.
გორის სკოლებს არც სტადიონი გააჩნია და არც შემოღობილი ეზო.
14 მაისი, 2008
ქალაქ გორში არსებულ კერძო სკოლა ,,ატლანტას“ კომბინატის დასახლებაში ბესიკის ქუჩაზე არსებულ მე-9 სამშენებლო ტრესტის შენობაში ფუნქციონირებს. მას არც სტადიონი აქვს, არც სათამაშო მოედანი, არც შემოღობილი ეზო. ეზოს უქონლობის გამო ბავშვებს ავტომანქანებისგან საფრთხე ექმნებათ. თუმცა მასწავლებლებს მორიგეობა აქვთ დაწესებული.
მუშტი - კრივი თელავის უნივერსიტეტში
14 მაისი, 2008
პოლიცია ნაციონალების აქტივისტების ხულიგნობის ფაქტს არ იძიებს მედიით ინფორმაციის გავრცელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, შს თელავის სამმართველოში ამ დრომდე არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე, 2008 წლის 7 მაისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. უნივერსიტეტის დარბაზში, სადაც სასწავლებლის პროფესორ - მასწავლებლებსა და სტუდენტებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ხვდებოდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის ორგანიზაციის აქტივისტები შეიჭრნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. შეჭრილები, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ლევან გაჩეჩილაძის, სალომე ზურაბიშვილის, კობა დავითაშვილის, ფიქრია ჩიხრაძის და ოპოზიციის სხვა ლიდერების მისამართით უცენზურო სიტყვებით იგინებოდნენ.
ბიბლიოთეკარები წიგნების გადარჩენას ითხოვენ
13 მაისი, 2008
ფანჯრებზე მინის ნაცვლად ცელოფანი ან ფანერა, კარის ნაცვლად ჩამოფარებული ფარდის უკან წიგნსაცავია განთავსებული - ეს ქობულეთის გულო-აღა კაიკაციშვილის სახელობის ბიბლიოთეკაა. აქ ოცი ათასამდე წიგნია დაცული. მკითხველიცა და თანამშრომლებიც ხელისუფლებას წიგნების გადარჩენას და შენობის რემონტს სთხოვენ.
წინასაარჩევნო ტერორის ქრონიკა
13 მაისი, 2008
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მმართველი პარტია, აქტივისტების, სამართალდამცავი უწყებებისა და გამგეობის სამსახურების მეშვეობით, ოპოზიციის მხარდამჭერებს დევნის. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება კახეთის რეგიონშია.
რუსეთი მმართველი პარტიის თამაშს თამაშობს
13 მაისი, 2008
რატომ აქტიურდება კონფლიქტების თემა წინასაარჩევნოდ? საქართველოს მასმედიის მიერ აფხაზეთში საომარი მოქმედებების წარმოების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა. ეს ჩვენი ქვეყნის წამყვანი გაზეთების თუ ტელევიზიების მთავარი თემა გახდა. მასმედია ესკალაციაზე საუბრობს და ყურადღებას იმ ფაქტებზე ამახვილებს, რომლებიც თითქოს გალის რეგიონში ხდება. ხშირად ამ ფაქტების გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ისინი სიმართლეს არ შეესაბამება.
ქუთაისელი „რესპუბლიკელები“ ზეწოლაზე საუბრობენ
8 მაისი, 2008
„რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციაში, თავმჯდომარის სახელზე დაწერილი განცხადებები, მისსავე მაგიდაზე 8 მაისს, დილიდან გაჩნდა. საუბნო საარჩევნო კომისიის „რესპუბლიკელი“ წევრები განცხადებაში ვლადიმერ ნაკაშიძეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ აუწყებენ.
გამყალბებლების შავი სია - გიორგი მოსიძე კონკრეტულ გვარებს ასახელებს
8 მაისი, 2008
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გორის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებულმა გიორგი მოსიძემ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბარში განაცხადა, რომ შიდა ქართლში საპარლამენტო არჩევნებს ხელისუფლება ,,კრიმინალური ავტორიტეტების” დახმარებით ჩაატარებს. მოსიძე სამართალდამცავთა იმ პოლიტიკაზე საუბრობს, როდესაც ციხის საკნებიდან გარეთ ისეთ ხალხს უშვებენ, რომლებსაც ხალხის ,,დავერბოვკება” და საარჩევნოდ ხმების მოგროვება შეუძლიათ.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გარდაცვლილებიც მიიღებენ
8 მაისი, 2008
საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, ამომრჩეველთა სიებში კორექტივების შეტანის ვადა ამოიწურა. 9 მაისის ჩათვლით სიებში ცვლილებები მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა შესულიყო, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნით, ცესკომ ეს ვადა 13 მაისამდე გააგრძელა. სიის საბოლოო, სრულყოფილი ვარიანტი 15 მაისისთვის უნდა იყოს მზად. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 461 851 მოქალაქეა რეგისტრირებული. სადამკვირვებლო ორგანიზაციების შენიშვნების მიუხედავად, სიაში ამ დრომდე რჩებიან გარდაცვლილები.
ბათუმი წინასაარჩევნოდ
7 მაისი, 2008
ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს საჯარო შეხვედრების ჩატარებისას პრობლემები ექმნებათ ბათუმი საარჩევნო პლაკატებით ჯერ არ აჭრელებულა. ქუჩებში მხოლოდ “ნაციონალების“ ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატის, თეიმურაზ ჩარკვიანის საარჩევნო პლაკატები გამოჩნდა - ბილბორდებზე სიგარეტების რეკლამებს სწორედ მისი ფოტო ჩაენაცვლა.
მძიმე არჩევნები
7 მაისი, 2008
ერთ ბინაში 93 ადამიანი იყო ჩაწერილი - რას დაუპირისპირებს ოპოზიცია გაყალბების ახალ მეთოდებს? წინასაარჩევნო კამპანია, როგორც ეს მოსალოდნელიც იყო, საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს. ოპოზიცია ამ კამპანიის არათანაბარ პირობებსა და მომავალი არჩევნების გაყალბების მცდელობაზე აქტიურად საუბრობს. საპასუხოდ ცესკო-ს საარჩევნო კოდექსში აქტიურად შეჰქონდა ცვლილებები. თუმცა ოპოზიციაზე ამ ცვლილებებმა სულ სხვაგვარად იმოქმედა. რატომ? რა გავლენას იქონიებს ბოლო დროს მიღებული ცვლილებები მომავალ არჩევნებზე? რა განასხვავებს საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანიას სხვა კამპანიებისგან? გაყალბდება თუ არა არჩევნები და რა ტიპის გაყალბებები არის მოსალოდნელი?
დუისის მკვიდრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა
6 მაისი, 2008
,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მცხოვრები დავით გაურგაშვილის ახლობლებმა მომართეს. დავით გაურგაშვილი მეთერთმეტე დღეა დაკარგულია. ის 26 აპრილს დუისიდან თბილისში მიკრო ავტობუსით ჩამოვიდა, რათა იმავე დღეს რუსეთში გამგზავრებულიყო. უკანასკნელად გაურგაშვილი ისნის სადგურში ნახეს.