მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
გოგონა, რომელიც სიღნაღში „info9“–ის ჯგუფს დასდევს, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია
12 ივლისი, 2012
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სააგენტო info 9–ის ჟურნალისტს თინათინ მატინოვს, რომელიც გამგეობის სპეციალისტისგან გიორგი ლათიბაშვილისგან ინფორმაციის მიღებას ცდილობდა, მიკროფონით ნათია მირიანაშვილი აედევნა და გამგეობის თანამშრომელს კომენტარის გაკეთება აუკრძალა. ამ ინფორმაციას სააგენტო Info 9 ავრცელებს.
NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
12 ივლისი, 2012
10 ივლისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რესპოდენტების ის რაოდენობა, რომელიც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ–მინისტრი არ უნდა გახდეს, ოდნავ აჭარბებს მომხრეთა მაჩვენებელს, ხოლო რესპონდენტთა მნიშვნელოვან ნაწილს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
„მაესტროს“ სატელიტური ანტენები დაყადაღებულია
12 ივლისი, 2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივლისს დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში შემოტანილი „დიდი ოდენობით“ სატელიტურ ანტენების დააყადაღების თაობაზე, რაც პროკურატურის თქმით, ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას უკავშირდება.
„არჩევნები მოახლოვდა და რა ქნან, აბა, რითი მოიგონ ჩვენი გული?!“
11 ივლისი, 2012
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში 448 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ერედვის, ცხინვალის და ლიახვის ხეობიდან დევნილები კოდაში 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაასახლეს. მიუხედავად იმისა, რომ დევნილები აგერ უკვე მეოთხე წელია, კოდაში ცხოვრობენ - დაკავებული ფართები მათ საკუთრებაში მხოლოდ ახლა გადაეცათ.
თერგი რკინის და ბეტონის კუბოში
11 ივლისი, 2012
დარიალის ხეობაში „დარიალი ჰესის“ მშენებლობა მიმდინარეობს. მდინარე თერგი 8 კილომეტრ სიგრძის მონაკვეთზე სადერივაციო არხსა და გვირაბში უნდა მოაქციონ. გარემოსდამცველების შეფასებით, ჰესის ამ სახით მშენებლობა და ოპერირება დარიალის ხეობას და მის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
35-დღიანი პატიმრობა – აგინებდა პრეზიდენტს, „ნაციონალურ მოძრაობას“
11 ივლისი, 2012
პოლიციამ „ქართული ოცნების“ პროგრამა „კარდაკარის“ რეგისტრატორი ილია სულიაშვილი 1 ივლისს დააკავა. იგი წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში დაადანაშაულეს და სასამართლომ 35-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ილია სულიაშვილს სხეულის დაზიანებები აქვს მიღებული.
ჟურნალისტმა შს მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა
10 ივლისი, 2012
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. ჟურნალისტი შსს–გან 2012 წლის 20 მაისს თიანეთის პოლიციის შესასვლელსა და მისაღებში დამონტაჟებული ვიდეოთვალის ჩანაწერების მიწოდებას ითხოვს.
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ წინასაარჩევნოდ უმუშევარ მოქალაქეებს ორთვიანი სამსახური გამოუნახა
9 ივლისი, 2012
რუსთავი, 6 ივლისი, 11:00 საათი. ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ორსართულიან შემინულ შენობაში მოქალაქეების რიგია. პირველი სართულის მისაღები ახალგაზრდა და შუა ხნის მოქალაქეებით გაივსო. „შენც დასაქმებაზე ხარ?“ - მეკითხება ახალგაზრდა გოგონა. იგებს თუ არა, რომ კონკურენტები არა ვართ, მშვიდად გვესაუბრება თავის პრობლემებზე.
„ქართული ოცნების“ მცხეთის აქციის მონაწილეები პოლიციაში დაიბარეს
9 ივლისი, 2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებმაც 1 ივლისს, მცხეთაში, აქციაში მიიღეს მონაწილეობა, პოლიციაში დაიბარეს. „ქართული ოცნების“ დუშეთის შტაბის უფროსის, დოდო ჩოხელის განცხადებით, სოფელ ქვეშეთის სკოლის დირექტორი კამილა ხევსურიშვილი კოალიციის მხარდამჭერებს სკოლიდან ბავშვების გარიცხვით ემუქრება.
„ინფო 9“- ის გადამღებ ჯგუფს პოლიციელი თავს დაესხა
6 ივლისი, 2012
გორის რაიონის სოფელ წედისში „ინფო 9“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტი რეზო ნადირაძე და ოპერატორი ლექსო ალექსიძე სოფელში საპროტესტო აქციის გასაშუქებლად იყვნენ ჩასულები. წედისელები სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით, გზის გადაკეტვას აპირებდნენ. მოულოდნელად სოფელში, მერსედესის მარკის მანქანა გამოჩნდა ნომრით (SOV 001).
სოფელ დიცში ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
6 ივლისი, 2012
საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“–ის ჟურნალისტს და ოპერატორს გორის რაიონის სოფელ დიცში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გადამღები ჯგუფი სოფელში წყლის პრობლემის გასაშუქებლად იყო ჩასული.
სახალხო დამცველი სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტის საქმეს სწავლობს
6 ივლისი, 2012
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტის, ეკატერინე დუგლაძის საქმეს სწავლობს. განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ში ომბუდსმენის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
სოციალური რეკლამა თუ წინასაარჩევნო ხრიკი?
6 ივლისი, 2012
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო ტელეარხებზე ხშირად გვხვდება ვიდეო რგოლები, რომლებშიც მოთხრობილი და ნაჩვენებია საქართველოს მთავრობისა და კონკრეტული საჯარო ორგანიზაციების მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ასეთი ტიპის პროდუქცია ტელეარხებზე სოციალური რეკლამის სახით გადის და მისი განთავსებისთვის დამკვეთი ორგანიზაცია რეკლამის საფასურს არ იხდის.
რა მოხდა ლილოში
4 ივლისი, 2012
3 ივლისს დაახლოებით 21:00 საათზე ლილოს დასახლებაში, ნავთმშენის ტერიტორიაზე არსებულ ერთი-ერთ კერძო საწარმოში ავზიდან ქლორმა გაჟონა. მაშველებმა ავზის უსაფრთხო ადგილზე გადატანა სცადეს, მაგრამ ამ დროს ავზიდან ქლორმა მეორედ გაჟონა. დაზიანებული ავზიდან გამონაბოლქვი წყლის ჭავლის მეშვეობით გააუვნებელყვეს და ავზს ონკანი შეუცვალეს.
სამართლის თემის გაშუქება მედიაში
4 ივლისი, 2012
მედიის განვითარების ფონდი აქვეყნებს მედია-მონიტორინგის შედეგებს, რომლის მიზანია მედიის მიერ მედია-ეთიკის და პროფესიული სტანდარტების დაცვის შეფასება. წინამდებარე მონიტორინგი არ არის დაკავშირებული წინასაარჩევნო მონიტორინგთან. დღევანდელი კვლევის საგანია სამართლის თემის გაშუქება მედიაში. კვლევა ჩაატარა ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ.
MDF - „ტელეჟურნალისტები არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და სიუჟეტის გმირების პირად ცხოვრებაში ერევიან“
3 ივლისი, 2012
სამართლის თემების გაშუქებისას ქართველი ტელეჟურნალისტები ძირითადად ორი ტიპის შეცდომას უშვებენ - არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და სიუჟეტის გმირების პირად ცხოვრებაში ერევიან - აღნიშნულია „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) მიერ გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში, რომელიც 2 ივლისს გამოქვეყნდა.
ივანიშვილის დაყადაღებულ წილებს აუქციონზე ყიდიან
3 ივლისი, 2012
აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, 2 ივლისს ინტერნეტ აუქციონი გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილის დაყადაღებული აქციების 100%-ზე „ქართუ ჯგუფში“ და აქციების 21.7%-ზე „პროგრეს ბანკში" მას შემდეგ, რაც ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა გასულ თვეში დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდაზე უარი თქვა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
2 ივლისი, 2012
დუშეთში, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ადგილობრივი შტაბის წინ მიმდინარე სამზადისის გადასაღებად მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს აკრედიტაცია მოსთხოვა. კოალიციის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობა არ გაამჟღავნა, ჟურნალისტებს კითხვის დასმის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უზრდელები უწოდა.