19:56, Monday, 16.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2014-11-13
დაპირისპირება სოფელ მოხეში
ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მუსლიმ  და მართლმადიდებლ ქართველებს შორის კონფლიქტი  წარმოიშვა. მიზეზი ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ბიბლიოთეკის მოწყობის გადაწყვეტილებაა. მუსლიმების განცხადებით, ამ ნაგებობაში ადრე მეჩეთი იყო განთავსებული, ამიტომ ეს ქმედება  მათი რელიგიური გრძნობების შეურაცყოფაა. შენობის დემონტაჟი ადგილობრივი მოსახლეობის პროტეტსის ფონზე წარიმართა, რასაც პოლიციიის მხრიდან კონფლიქტის მონაწილე რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა. 
2014-11-12
პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის კვლევა
2014 წლის პირველ კვარტალში „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა „ ფონდ ღია საზოგადოება  – საქართველოს“ დაკვეთით ჩაატარა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში 2003–2012 წლების პერიოდში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის ფართომაშსტაბიანი რაოდენობრივი კვლევა. 
2014-11-12
საპროტესტო აქცია გორის პროკურატურასთან
გორში იუსტიციის სახლთან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ გიგა ზარხოზაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 11 ნოემბერს ქალაქ გორის პროკურატურასთან აქცია გამართეს და სასამართლო პროცესის გაჭიანურება გააპროტესტეს.  საქმე  სისხლის სამართლის კოდექსის 553-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. 
2014-11-11
გაუპატიურების ფაქტზე აღძრული საქმის გამოძიება ჭიანურდება
ნატა 24 წლისაა. 2014 წლის ზაფხულში მეგობარ გოგონასთან ერთად ზღვაზე, ქობულეთში ისვენებდა. იქ გაიცნეს გოგონებმა 28 წლის გ.მ. როგორც ნატა ყვება, პლაჟზე სეირნობისას მას კაბა დაუსველდა და გამოსაცვლელად მარტო დაბრუნდა სასტუმროში. (გოგონები საოჯახო ტიპის სასტუმროში იყვნენ დაბინავებულები). სწორედ ამ დროს აედევნა მას გ.მ. ის სასტუმროს ნომერში შეუვარდა ნატას და მასთან ძალის გამოყენებით ცდილობდა სექსუალური კავშირის დამყარებას.
2014-11-11
„ყველაფერი იჭრება! აღარ არის ტყე ისეთი, როგორიც უნდა იყოს!“
 ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მთებიდან დიდი რაოდენობის ხე-ტყე უცხოეთში გადის. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრთან ადგილობრივი მცხოვრეებლები ჩივიან. მოსახლეობა ამ პროცესს ჯერ კიდევ 2010-2012 წელს აპროტესტებდა. მათთვის უცნობი იყო ტყე რომელ კომპანიას გაჰქონდა.   
2014-11-10
საქართველოში ოჯახში ძალადობის ფაქტებმა იმატა
2 ოქტომბერი _ ოზურგეთში ქმარმა ცოლი, ბავშვების თვალწინ, ნაჯახით მოკლა და შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა. 17 ოქტომბერი _ ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ყოფილმა ქმარმა უნივერსიტეტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. 19 ოქტომბერი _ გურჯაანში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით  მოკლა.
2014-11-05
ადამიანის უფლებები - ნდობის აღდგენისა და ურთიერთთანამშრომლობის ინსტრუმენტი
29 ოქტომბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის პროექტის - „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“ ფარგლებში, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: ადამიანის უფლებები - ნდობის აღდგენისა და ურთიერთთანამშრომლობის ინსტრუმენტი.
2014-11-03
მოსახლეობა გზებზე ხელოვნური ბარიერების დემონტაჟს ითხოვს
ბოლო, ორი წლის განმავლობაში გურჯაანში საავტომობილო გზებზე ხელოვნური ბარიერი, ე.წ. ”ბუგაროკები”  დაამონტაჟეს. ისინი ძრითადად სკოლებთან და საბავშვო დაწესებულებებთან გვხვდება. ამ წამოწყებამ თავდაპირველად მოსახლეობაში მოწონება დაიმსახურა, მოსახლეობის დიდი ნაწილი უსაფრთხოების მიზნით  მათ დაყენებას თავად ითხოვდა. თუმცა, ახლა მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ბარიერების გამო, მათ სახლები უზიანდებათ და თუ ასე გაგრძელდა, მალე საცხოვრებლების გარეშე დარჩებიან.
2014-10-31
შვილმოკლული მამა სამართალს ეძებს
2013 წლის 30 ნოემბერს ხაშურში, საკუთარი სახლის ეზოში მოკლული 21 წლის გიორგი ხვედელიძის მამა შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის სასჯელის 2 წლით შემსუბუქებას აპროტესტებს. მსჯავრდებულს საქალაქო სასამართლომ 10 წელი მიუსაჯა, სააპელაციომ კი 2 წელი ჩამოუკლო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
2014-10-30
საკრებულოს დეპუტატები ანაზღაურების საკითხზე ვერ თანხმდებიან
ქალაქ გორის საკრებულოში დეპუტატები ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ იმ ხარჯებზე, რომელიც მათი უფლებამოსილების განხორციელებისთვის არის საჭირო.  ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი მინდია გოდერძიშვილი, კოალიციის წარმომადგენელი  დეპუტატების თავისუფლების ხარისხს ნულის ტოლად აფასებს.     ოპოზიციონერი დეპუტატების პრეტენზია   ეხება საკრებულოს უმრავლესობის მიერ   ორჯერ ჩააგდებულ დადგენილებას, რომლითაც დეპუტატებისთვის ხარჯების ანაზღაურების წესი უნდა განსაზღრულიყო. 
2014-10-27
სოზარ სუბარის დაპირება არ შესრულდა - დევნილები ზამთარს შიშით ელიან
გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობა დევნილთა გრძელვადიანი შესახლების მიზნით, ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს გადაეცა. მინისტრის 320-ე ბრძანების საფუძველზე, ახალ შენობაში გადავლენ ის დევნილები, რომლებსაც გაუსაძლის პირობებში, ნგრევად ობიექტებში უწევთ ცხოვრება.  
2014-10-22
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა
5 წლით თავისუფლების აღკვეთა ივანე მერაბიშვილს, 50 ათასი ლარის ჯარიმა ზურაბ ჭიაბერაშვილს - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს გამოტანილი განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. 21 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ბრალდებულთაგან მხოლოდ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ესწრებოდა, მოსამართლემ დაცვის, ისევე როგორც ბრალდების მოთხოვნა, არ დააკმაყოფილა. 
2014-10-22
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშში აისახა
რამდენიმე დღის წინ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ - ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) გამოაქვეყნა ანგარიში -აღმოსავლეთ ევროპის არაღიარებული რესპუბლიკები - განწირული ადამიანის უფლებები , რომელშიც ასახულია აღმოსავლეთ ევროპის ხუთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა უფლებების დარღვევები. ეს რესპუბლიკებია: მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ახლა უკვე ყირიმიც.
2014-10-20
დაკავებული უფლებადამცველების მხარდამჭერი აქცია აზერბაიჯანის საელჩოსთან
17 ოქტომბერს სამოქალაქო აქტივისტებმა აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადაცმველების და ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სიმბოლურად ჰეიდარ ალიევის სკვერში შეიკრიბნენ შემდეგ კი, მდუმარე მარშით აზერბაიჯანის საელჩოს წინ გადაინაცვლეს. 
2014-10-20
ქუთაისის მერიის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ
2015 წლის პირველი იანვრიდან ქუთაისის ადგლობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს, რომლებიც პოზიციებს გამოცხადებული საატესტაციო კონკურსის გზით სავარაუდოდ ორ თვეში დაიკავებენ, ხელფასები გაეზრდებათ. ამის შესახებ ქუთაისის მერი შოთა მურღულია აცხადებს. 
2014-10-17
ფსიქიატრიის მსოფლიო დღე ფსიქიკური ჯანმრთელობის სახლში
10 ოქტომბერს ფსიქიატრიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მობილურმა ჯგუფმა ამ თარიღთან დაკავშირებით შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის სახლის“ ბენეფიციარები მოინახულა. თუმცა, ჯგუფს პაციენტთა მხოლოდ მცირე ნაწილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა.  
2014-10-17
აფხაზური რეაქციები რუსეთის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულების პროექტზე
სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის მიერ შეთავაზებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ახალი ხელშეკრულების პროექტზე მსჯელობა მიმდინარეობს, რომლის დროსაც სეპარატისტული რეგიონის ზოგიერთი ოფიციალური პირი შეშფოთებას გამოხატავს „სუვერენიტეტის დაკარგვასთან“ დაკავშირებით და აცხადებს, რომ ხელშეკრულების თავდაპირველ ტექსტს სრულყოფა სჭირდება.
2014-10-16
რელიგიური დაპირისპირების კერა ქობულეთში
აჭარის ტელევიზიამ 10 სექტემბერს პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სახლში მუსულმანური საზოგადოების მიერ სკოლა-პანსიონის გახსნის მცდელობა იმავე ქუჩის მართლმადიდებელმა მოქალაქეებმა სახლის კარზე ღორის თავის მიჭედებით გააპროტესტეს. ამ ინცინდენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინციდენტს და თანმხლებ მოვლენებს ქართული მედია რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა. საზოგადოებამ რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტის გაჩაღების საფრთხე დაინახა. 
2014-10-16
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საპროტესტო აქცია აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადამცველების მხარდასაჭერად
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები პარასკევს, 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ჰეიდარ ალეიევის სახელობის სკვერში აზერბაიჯანში დაპატიმრებული  უფლებადამცველების მხარდასაჭერ აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები სკვერიდან მდუმარე მარშით,  აზერბაიჯანის საელჩოსთან გადაინაცვლებენ.
1 2 [3] 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC