მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
გორის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი თვის ბოლოს ჩატარდება
8 ოქტომბერი, 2014
თვითმმართველობაში დაგეგმილ საჯარო მოხელეთა კონკურსთან დაკავშირებით გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი მოახლოებულ საჯარო მოხელეთა კონკურს შეეხო.
სასამართლომ პოლიციელს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
8 ოქტომბერი, 2014
ხმაური სასამართლო დარბაზში, ორთვიანი წინაწარი პატიმრობა და განაჩენის გამოცხადება - ასე დასრულდა 6 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელ ლაშა ჯიხვაშვილი სასამართლო პროცესი.
გარდაცვლილის ახლობლები ეჭვმიტანილის დასჯას ითხოვენ
6 ოქტომბერი, 2014
ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, პოლიციელის გასროლის შედეგად დაღუპული მირზა ბუჩუაძის ახლობლები გამოძიების ობიქტურად ჩატარებას და ეჭვმიტანილის უმკაცრესად გასამართლებას ითხოვენ. შემთხვევა 3 ოქტომბერს, ქალაქის ერთერთ გარეუბანში, დევნის ოპერაციის დროს მოხდა. 21 წლის მირზა ბუჩუაძეს პოლიციის თანამშრომელმა ესროლა. იგი ქალატვინის მძიმე, ღია ტრავმის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი, სამუშაო ვიზიტით, ევროპის საბჭოში იმყოფებოდა
6 ოქტომბერი, 2014
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი, ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდავეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა.
შედუღებული კარი
3 ოქტომბერი, 2014
თბილისში, ბორჯომის ქუჩაზე მდებარე მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო-პედაგოგიური სკოლა-ბაღი 1994 წელს დაფუძნდა. სასწავლო დაწესებულების ვებ-გვერდის ცნობით, მისი მთავარი მისია არის ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების პრობლემების მქონე ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების განათლების, აღზრდისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რამაც საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას უნდა შეუწყოს ხელი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან მსჯავრდებულის დაკითხვას მოითხოვს
3 ოქტომბერი, 2014
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან მოითხოვს ადვოკატის თანდასწრებით დაკითხოს თეიმურაზ გვარაძე, რომელიც აცხადებს, რომ არის ყოფილი სნაიპერი, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დაცვის ყიფილი წევრი და ფლობს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ინფორმაციებს ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან და 2012 წელს განხორციელებულ ე. წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის თაობაზე. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა 30 სექტემბერს პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში განაცხადეს.
ბასილაშვილის ოჯახი პოლიციელს ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს
2 ოქტომბერი, 2014
დავით ბასილაშვილი პოლიციამ ადმინისტრაციული დარღვევისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით 20 აგვიტოს დააკავა. სასამართლომ კი აღკვეთ ღონისძიებად ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დავით ბასილაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავების შემდეგ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა, სამსონ ვანიშვილმა ხაშურის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბასილაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ცხოვრება კონფლიქტისპირა სოფლებში
2 ოქტომბერი, 2014
ფლავი, ფლავისმანი და ქვეში სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის ე. წ. გამყოფ ზოლთან მდებარეობს. ქართული ბლოკ-პოსტიდან 150 მეტრის შემდეგ გზა მავთულხლართით მთავრდება. ეს 150 მეტრი სარისკო ზონაა, საიდანაც შეიძლება „საზღვრის დარღვევის“ ბრალდებით ცხინვალისკენ გაგიტაცონ და 2000 რუბლის მიტანამდე პატიმრობაში დაგტოვონ. ამ გამოსასყიდს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება „ადმინისტრაციულ ჯარიმას“ უწოდებს. 150-მეტრიან მონაკვეთში გადაადგილებისას ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოსროლილი „ბრმა ტყვიისგანაც“ არავინაა დაზღვეული.
უფლებადამცველები შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევებზე საუბრობენ
1 ოქტომბერი, 2014
გორში ერთ თვეში ორი გახმაურებული შემთხვევა მოხდა შრომითი ხელშეკრულებიის დარღვევის და დასაქმებულების უფლებების შელახვის შესახებ - ასე აფასებს ,,საია“-ს რეგიონული ოფისის თავმჯდომარე ქეთი ბებიაშვილი ხიდისთავის საჯარო სკოლის ორ პედაგოგთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტასა და ტელეკომპანია ,,დიას“ ხელმძღვანელობის მხიდან ,,კაბალური“ ხელშეკრულების შეთავაზებას თანამშრომლებისადმი, რაც ტელევიზიის 12 თანამშრომელის სამსახურის დატოვების საფუძველი გახდა.