მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ლიახვის ხეობაში არამუდმივად მაცხოვრებელებს სახელმწიფო დახმარებას არ აძლევს
23 მარტი, 2009
ის ადამიანები, რომლიებიც ლიახვის ხეობის სოფლებში არამუდმივად ცხოვრობდნენ, ჯერ-ჯერობით ვერანაირ დახმარებას სახელმწიფოსგან ვერ იღებენ. თანხები 10 000 დოლარის ოდენობით სახელმწიფომ მხოლოდ იმ მოსახლეობაზე გასცა, რომლებიც ლიახვის ხეობაში მუდმივად ცხოვრობდნენ. თუმცა ბევრია ისეთი ოჯახები, რომლებიც ხეობაში სახლს და ნაკვეთებს ფლობდნენ. ე.წ. "დაჩნიკენი" სახლს მართალია სისტემატურ საცხოვრებლად არ იყენებდნენ, მაგრამ მათთვის იქ არსებული ნაკვეთები შემოსვლის წყარო იყო.
გაზეთი „ბათუმელები“ აჭარის პროკურატურის წინააღმდეგ
23 მარტი, 2009
„შენ გოგო რაებს ბედავ... საკანში შეგაგდებთ...“ გაზეთი „ბათუმელები“ აჭარის პროკურატურის პასუხის გასაჩივრებას აპირებს. სახელმწიფო ბრალდება რედაქციას უცხადეს, რომ გაზეთის ჟურნალისტის, ნათია როყვას მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ განცხადებას პროკურატურა ჟურნალისტის დაკითხვის გარეშე აკეთებს.
ბიზნესმენებზე ზეწოლის კიდევ ერთი მეთოდი
19 მარტი, 2009
ბიზნესზე ზეწოლა ისევ გრძელდება. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი ზურაბ მონასელიძე მსხვილ საინვესტიციო კომპანიას დაუპირისპირდა, მას ბენზინგასამართი სადგური დაულუქეს. როგორც თავად ამბობს, ამაში ოფიციალური პირები არიან დაინტერესებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენს ყველა საბუთი წესრიგში აქვს, ბენზინგასამართი სადგური 2007 წლის მარტიდან დღემდე დალუქულია. ამ ფაქტთან დაკავშირებით "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" პრესკონფერენცია გამართა.
სამეგრელოში პოლიტიკური დაპატიმრებები დაიწყო
19 მარტი, 2009
რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია 8-თვიანი პოლიტიკური დევნის შემდეგ ზუგდიდში დააკავეს. 15 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ღამის 11 საათზე მაშინ ჩაატარა, როცა ვახანია საკუთარ სახლში მარტო იმყოფებოდა. ჩხრეკის შედეგად მისი ბინიდან ამოღებულია ავტომატური იარაღი და ორი ხელყუმბარა.
რეგიონებში პოლიციამ მძღოლებს 9 აპრილს მუშაობა აუკრძალა
18 მარტი, 2009
პოლიციის თანამშრომლებმა რეგიონებში მიკროავტობუსების და ავტობუსების მძღოლებს 9 აპრილს მუშაობა აუკრძალეს. მძღოლების თქმით, სამართალდამცავებმა ისინი გააფრთხილეს, რომ 9 აპრილს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან მოქალაქეები არ უნდა ჩაიყვანონ, მიუხედავად იმისა, მომსახურებისათვის რა ოდენობის თანხაც არ უნდა შესთავაზონ. მათივე თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა ისიც უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ მოთხოვნას არ დაემორჩილებიან, საპატრულო პოლიციასთან და სხვა სამსახურებთან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.
რეკეტი კახეთში პრეზიდენტის სახელით
17 მარტი, 2009
რამდენიმე დღის წინ კახეთის გუბერნატორის პრესმდივანმა მაია ყალაბეგაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბიზნესმენები დაიბარა და თითოეულ მათგანს ბიზნეს - საინფორმაციო ბროშურის გამოსაცემად 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. გუბერნატორის პრესმდივანმა ბიზნესმენებს განუცხადა, რომ პროექტის შესახებ პრეზიდენტიც ინფორმირებულია და მისი განხორციელება სავალდებულოა.
დანაშაული რომლის ჩადენასაც სხვა აღიარებს
17 მარტი, 2009
გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო პატიმარ შოთა საყვარელიძის ჩვენებას, რომელიც იმ დანაშაულს აღიარებს, რასაც განსასჯელ ირაკლი კალანდაძეს ედავებიან? ბათუმელ ირაკლი კალანდაძეს იმ დანაშაულში ედება ბრალი, რომლის ჩადენასაც სხვა პიროვნება აღიარებს. მას ნარკოტიკების შეძენა შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასაც ედევებიან. მისი ადვოკატის თქმით, კალანდაძეს გამოძიება ჩახვაძის დაჭრის აღიარების სანაცვლოდ სხვა ბრალდებების მოხსნას სთავაზობს. თუმცა კალანდაძე თავს უდანაშაულოდ თვლის.
კახეთის გუბერნატორმა შემოჭერის ნაცვლად ქამარი მოუშვა
13 მარტი, 2009
საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ათობით ორგანიზაციის ათასზე მეტი თანამშრომელი კახეთის რეგიონში უხელფასოდ არის დარჩენილი. ბიუჯეტში საკმარისი თანხების არ ქონის მიზეზით, მუნიციპალიტეტების გამგეობები ერთჯერად სოციალურ დახმარებას ვერ უწევენ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს. ამ ფონზე კახეთის გუბერნატორმა სამუშაო ოთახში ძვირაღირებული საშხაპე მოიწყო.
ომის შედეგ ქართული სოფლები ისევ იძარცვება
13 მარტი, 2009
ბუფერული ზონის სოფლებიდან ჯერ კიდევ ბევრი დარჩა ისეთი ოჯახები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ოსურ სოფლების საზღვართან ცხოვრების გამო ვერ ახერხებენ. მართალია ამ ეტაპზე რუსეთ-საქართველოს შორის საომარი მოქმედებები შეწყვეტილია, მაგრამ მიუხედავად ამისა ოსურ სოფლებში ისევ რუსი ჯარისკაცები დგანან. ოსური მოსახლეობა კი ქართველებს გამუდმებით თავს ესხმის.
მოსახლეობა ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენიას უპირისპირდება(ნაწილი 2)
12 მარტი, 2009
გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის 2007 წლის 12 აპრილს გოდერძი გორდეზიანმა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ჰექტარი საძოვარი მიწა შეიძინა, რომელსაც მანამდე, 2001 წლიდან, იჯარით ფლობდა 49 წლის ვადით. მიწის შესყიდვის განცხადებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს თავად გორდეზიანმა მიმართა. როგორც სამმართველოს 2007 წლის 10 მარტის #625 წერილიდან ირკვევა, გორდეზიანის განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია შედარებულ იქნა სამმართველოში არსებულ დოკუმენტებთან, რის შედეგადაც დადგინა დოკუმენტაციის სისწორე და რეალობა.
მოსახლეობა ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენიას უპირისპირდება(ნაწილი 1)
12 მარტი, 2009
ქალაქ სიღნაღში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, ქედელის დასახლებაში მცხოვრებნი ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენიას უპირისპირდებიან. ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე წელია იღუმენია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიებს აქტიურად ისაკუთრებს, იმ ოჯახებს კი ვინც მონასტრისთვის სახლ-კარის და საკარმიდამო ნაკვეთების ჩუქებაზე ან იაფად მიყიდვაზე უარი თქვეს, გაუსაძლის პირობებს უქმნის.
პოლიტიკური თუ კრიმინალური პატიმარი
11 მარტი, 2009
სოფელ გარეჯვარში მცხოვრები 51 წლის ანზორ მეზვრიშვილი, სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის აგვისტოს ომის გამო თავს თბილისში 165 სკოლას აფარებდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ მეზვრიშვილი ჯანაშიას ქუჩაზე დააკავეს ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-5 განყოფილების პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც მას ჯიბიდან "ფოლგაში" გახვეული Mმოთეთრო-მოყავისფრო ფხვილისებრი ნივთიერება აღმოუჩინეს. მეზვრიშვილის სასამართლო პროცცესები ისევ გრძელდება, მას ბრალად 260-ე მუხლი აქვს წაყენებული (ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა).
სამართალდამცავებმა აქცია დაარბიეს
11 მარტი, 2009
„რატომ მოკალით როინ შავაძე“, „დაისაჯონ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელები“, „დაისაჯონ სანდრო გირგვლიანის მკვლელები“ _ ამ ლოზუნგებით დღეს, ბათუმში გამართული აქცია სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა აქციის ორგანიზატორებზე კამერის წართმევასაც.
არქიტექტორთა კავშირს სახელმწიფო ქონებას ართმევს
10 მარტი, 2009
საქართველოს არქიტექტორთა კავშირს აჭარის ორგანიზაციის კუთვნილი 163 კვ.მ ფართობი სახელმწიფომ მიისაკუთრა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ფართობი სახელმწიფო საკუთრება იყო და საქართველოს მთავრობის განკარგულებით მათ საკუთრებაში გადაეცათ. არქიტექტორთა კავშირს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემები აქვს, სადაც აღნიშნულია რომ ფართობი საკუთრების უფლებით გააჩნდათ. სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე შეტანილია.
რაც შენია - ჩემია, ანუ როგორ მივიტაცოთ სხვისი ქონება
10 მარტი, 2009
დღეს სასამართლოში ამაოდ ცდილობენ კერძო მესაკუთრეები: აქციონერები, კერძო და იურიდიული პირები, წლების განმავლობაში საკუთრად მიჩნეული ქონება ხელისუფლების მტაცებლური გეგმებისგან დაიცვან. ჩვენი გამოძიება ამხელს ხელისუფლების მიერ სასამართლოსთვის დაწერილ ერთ სცენარს - როგორ მივიტაცოთ ხალხის ქონება?
ოსთა ტყვეობას თავდაღწეული მამა-შვილი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს
10 მარტი, 2009
თემურ ჯარმელაშვილი აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ტყვედ 16 დღე იყო. მან დღესაც არ იცის ტყვეობიდან რის საფუძველზე გაათავისუფლეს, ვარაუდობს, რომ ის ოსებში გაცვალეს. ჯარმლაშვილი ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე დღე სოფელ დიციდან არ გამოსულა. ის ომის საშინელებას თვითონ უყურებდა.
თავისუფალი აზრის დევნაში მსჯავრდებული მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა
9 მარტი, 2009
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დავით კაპანაძე, რომელიც ლაგოდეხის რაიონულმა სასამართლომ 2008 წელს თავისუფალი აზრის დევნაში დამნაშავედ სცნო, კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ჟურნალისტებსა და ადამიანის უფლებების დამცველებს მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტი სახელისუფლებო პოლიტიკის გაგრძელებაა, რადგან იმ პირებს, ვინც თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ იბრძვიან და ჟურნალისტების დაშინებას ცდილობენ, ახალისებენ და მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ.
ტენდერის გარეშე დაწყებული სამუშაოები
6 მარტი, 2009
სამუშაოებს, რომლისთვისაც 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, ბათუმის უმაღლესი საბჭოს წევრის კუთვნილი კომპანია ასრულებს ძველი ბათუმის რეაბილიტაცია 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. მასზე 25 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოებიც დაწყებულია, თუმცა ტენდერის გარეშე. ძველ ბათუმში საძიებო სამუშაოებს „ბაზპლასტიკი“ და „ანაგი“ ასრულებენ. კომპანია „ბაზპლასტიკის“ მფლობელი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ბათუმის მაჟორიტარი ზაზა გოგოტიშვილია.
83 წლის პედაგოგი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
6 მარტი, 2009
ზემო ხვითში მცხოვრები დიმიტრი გოგიშვილი აგვისტოს მოვლენების დროს დაიჭრა. ის 83 წლისაა. ომის დროს ეზოში ჭურვები ჩაცვივდა და სახლი ნახევრად დაენგრა. მიუხედავად ამისა ხელისუფლებას მისთვის რაიმე ფულადი კონპენსაცია არ მიუცია. 83 წლის მოხუცი ყოფილი პედაგოგია, ის ჯერ ცხინვალში პირველ ქართულ ვაჟთა სკოლაში მუშაობდა, ხოლო შემდეგ ნიქოზში 30 წლის მანძილზე სკოლის დირექტორი იყო.
ნაციონალური ტყუილების ზუგდიდის ოფისი წარმატებით ფუნქციონირებს
5 მარტი, 2009
ორი დღეა ქართული ტელეარხებით გადმოიცემა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზი სეპარატისტების მიერ სასტიკად ნაცემი და დაჭრილი ირაკლი ბიგვავა თავს ზუგდიდს აფარებს. აფხაზური მხარე კი მის დაბრუნებას ითხოვს და გალის ქართულ მოსახლეობას აწიოკებს. უფრო მეტიც, 50-მდე ოჯახი სოფელ ოტობაიადან გამოაძევეს კიდეც.