მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იმას გეუბნებოდიო
14 თებერვალი, 2011
ქართველები ჯერ საბჭოთა მოქალაქეები რომ ვიყავით, კლუბების მაგიერ „ზავიდენიებში“ რომ დავდიოდით და ფართების მაგიერ „შარაფებს“ ვაწყობდით, მაგ დროს ძალზედ მოდაში იყო სიმღერა, რომლის ტექსტიც საერთოდ არ ეხებოდა ჟურნალისტიკას:
სახალხო დამცველი პოლიციის უფროსის დასჯას ითხოვს
11 თებერვალი, 2011
საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში თელავის პოლიციის უფროსის, შოთა ბეჟანიშვილის დასჯას ითხოვს. როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, 2010 წლის 6 აპრილს, პოლიციამ მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით თელავში არასრულწლოვანი დააკავა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ცემეს, რადგან მისგან ველოსიპედის ქურდობის აღიარებასაც ითხოვდნენ.
დიდოელის მოსალოდნელი სიკვდილი
11 თებერვალი, 2011
რუსეთის მოქალაქის, მაგომედ გამზატოვის სიკვდილი ბევრ კითხვას ბადებს. იგი 5 თებერვალს იპოვეს გარდაცვლილი. როგორც გაირკვა, გამზატოვი მოწამლულია. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. ამიტომაც საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მისი სიკვდილი რუსეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირებას უკავშირდება, ანუ იგი მოწამლეს.
უსტატუსოდ, უკომპენსაციოდ და უსახლკაროდ დარჩენილი ახალგორელი დევნილი
10 თებერვალი, 2011
სერგო ჯაბაური ოკუპირებულ ახალგორში ცხოვრობდა. ერთი თვის წინ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ახალგორიდან თბილისში ჩამოვიდა და სამკურნალოდ არამიანცის საავადმყოფოს მიაკითხა. მკურნალობის კურსი სადაცაა დასრულდება. ჯაბაურს საავადმყოფოდან 11 თებერვალს გაწერენ და... პირდაპირ ქუჩაში აღმოჩნდება.
შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი მაგალითი: ერთს ეკუთვნის, მეორეს - არა!
10 თებერვალი, 2011
კალანდაძეების ოჯახი მცხეთის რაიონში უკვე რამდენიმე თვეა დავობს. ოჯახი სოფელ ძეგვში იმ ხევის ნაწილის საკუთრების ლეგალიზებას მოითხოვს, რომლის ერთი ნაწილიც მის უშუალო მეზობელს რამდენიმე თვის წინ დაუკანონეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი აცხადებს, რომ ეს შემთხვევა „შერჩევითი სამართლის“ კლასიკური მაგალითია.
ვახტანგ მაისაია „რუსთავი 2“-სა და „მაესტროს“ სასამართლოში უჩივის
10 თებერვალი, 2011
ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, გახმაურებული სატელევიზიო ფილმ „ენვერის“ სატელევიზიო ჩვენების გამო, ტელეკომპანიებს - „რუსთავი 2“-სა და „მაესტროს“ სასამართლოში უჩივის.
„ძველი“ და „ახალი“ დევნილების ახალი პრობლემები
9 თებერვალი, 2011
დევნილი ოჯახების სიტუაციური ანალიზი დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციის „სინერგიას“ მიერ 4 თებერვალს ორგანიზებული შეხვედრის მთავარი თემა იყო. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მათივე რეგიონში მცხოვრები დევნილი ოჯახების სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობდნენ.
„ვიცით, რომ შეიძლება, ნანგრევებში მოვყვეთ და მოვკვდეთ, მაგრამ სად წავიდეთ?“ - ცხოვრება მეწყერსაშიშ ზონაში
9 თებერვალი, 2011
კახეთში რისკის ზონაში 150-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობას საფრთხეს ძირითადად მეწყერი უქმნის. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა მეწყერსაშიში ადგილების შესწავლის შემდეგ დაასკვნეს, რომ რისკის ზონაში ცხოვრება სიცოცხლისათვის საშიშია.
მძიმე ლითონებით მდინარეების დაბინძურებისთვის „მადნეული“ მკაცრად არ ისჯება
8 თებერვალი, 2011
„მადნეულის“ მხრიდან გარემოს დაბინძურების ფაქტებზე არასამთავრობო სექტორთან ერთად მთავრობაც ალაპარაკდა. თუმცა, ამასთან დაკავშირებით კითხვები კვლავ რჩება. გარემოს დამაბინძურებელ საწარმოს - „მადნეულს“ მთავრობა სერიოზულ სანქციებს ამ ეტაპზე არ უყენებს.
სადაზღვევო აურზაური – შიდასახელისუფლო ნოკაუტი
8 თებერვალი, 2011
სადაზღვევო კომპანიებზე კონტროლის პალატის სკანდალური დასკვნის მოსმენისას, კომპანიების ქმედებებზე გაბრაზების შემდეგ, პოლიტიკური კითხვაც გაჩნდა – რა ხდება ხელისუფლებაში? ფაქტია, რომ ხელისუფლების მიერვე შექმნილ სქემას ისევ ხელისუფლებამ დაარტყა, ოღონდ არა დანაშაულის აღიარებით.
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მოზარდებმა დაარბიეს
8 თებერვალი, 2011
2008 - 2009 წლებთან შედარებით, 2010 წელს საქართველოში რელიგიური თავისუფლების შელახვისა და შეუწყნარებლობის ფაქტები შემცირდა. თუმცა, ერთეული შემთხვევები ისევ ხდება. 28 იანვარს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია დაარბიეს. ეკლესიის ხელმძღვანელის, მარიკა ცხადაძის განცხადებით, პოლიციამ მოკვლევის შედეგად დანაშაულში ეჭვმიტანილები გამოავლინა.
წინასწარი შემოწმება საქართველოს საქმეზე - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ რუსეთის ფედერაციაში ვიზიტი დაასრულა
7 თებერვალი, 2011
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის დელეგაციამ ორდღიანი ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში 4 თებერვალს დაასრულა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის დელეგაცია რუსეთის ფედერაციის უმაღლეს პირებს შეხვდა.
მედიაგამჭვირვალობა - დილემა ხელისუფლებისთვის?
4 თებერვალი, 2011
3 თებერვალს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მედიამფლობელობასა და ფინანსებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა ჩატარდა. ექსპერტთა და რედაქტორთა საინიციატივო ჯგუფს იმედი ჰქონდა, რომ შეხვედრაზე ხელისუფლებისგან კონკრეტულ წინადადებებსა და შენიშვნებზე კონკრეტულ პასუხებს მიიღებდა.
85 წლის მოხუცის დასახმარებლად ჩინოვნიკებმა შესწორებულ ბიუჯეტში თანხა ვეღარ გამონახეს
3 თებერვალი, 2011
ალექსანდრა ქაჯაია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯში, ბათარიას უბანში ცხოვრობს. „ცხოვრობს“ კარგი ნათქვამია. 2000 წელს მას ორსართულიანი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლი თითქმის მთლიანად დაეწვა. სახლისგან მხოლოდ პირველი სართულის კედლებია დარჩენილი. 85 წლის მოხუცი ღამეს ან მეზობლებთან ათევს, ან ნასახლარის უკან, ფარდულში.
არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფის ღია წერილი
3 თებერვალი, 2011
2011 წლის იანვარში დევნილთა გამოსახლების თემაზე Amnesty International -ისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებებზე
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში
2 თებერვალი, 2011
საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსი 2010 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა. კოდექსის ერთ-ერთი უმთავრესი ნოვაციაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 2012 წლის 1 ივლისამდე მხოლოდ თბილისის მაშტაბით იმოქმედებს და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის საქმეებზე გავრცელდება.
საქალაქო სასამართლომ დიღმის ტყეპარკს რეკრეაციული სტატუსი არ დაუბრუნა
2 თებერვალი, 2011
31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა არ დააკმაყოფილა ანა გაბრიაძისა და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) სარჩელი, რითაც ისინი თბილისის საკრებულოს მიერ დიღმის ტყეპარკის სტატუსის შეცვლას ასაჩივრებდნენ.
ევროსასამართლო რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციის საქმეს განიხილავს
1 თებერვალი, 2011
31 იანვარს სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაიწყო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2007 წელს ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა. სარჩელი ეხება რუსეთის ფედერაციიდან ეთნიკურად ქართველების მასობრივ დეპორტაციას.
უნივერსიტეტები გაერთიანდა, სტუდენტების ბედი გაურკვეველია
1 თებერვალი, 2011
განათლების სამინისტროს ინიციატივით, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა და საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა. როგორც უნივერსიტეტებში აცხადებენ, გაერთიანების მიზანი სახელმწიფო თანხების უკეთ მობილიზება და განათლების ხარისხის ამაღლებაა.
„ამნესტი ინტერნეიშენალი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დევნილთა გამოსახლების დროს იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
1 თებერვალი, 2011
„ამნესტი ინტერნეიშენალი“ შეშფოთებულია, რომ თბილისში 20-24 იანვარს დევნილების გამოსახლება არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. განსაკუთრებით ის ფაქტია საგულისხმო, რომ შესაბამისმა სამთავრობო სტრუქტურებმა დროულად არ აცნობეს დევნილებს გამოსახლების თარიღი.