მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ზედა წეროვნის მოსახლეობა სახელმწიფოსგან მიწების დაკანონებას ითხოვს
19 თებერვალი, 2013
მცხეთის რაიონის სოფელ ზედა წეროვანში მცხოვრებ ოჯახებს უკვე წლებია მიწის დარეგისტრირების პრობლემა აქვს. როგორც მოსახლეობა ამბობს, კომუნისტების დროს მათთვის დარიგებული მიწები ახლა სახელმწიფო საკუთრებაში ირიცხება. ისინი წლებია ცდილობდნენ მიწის დაკანონებას, მაგრამ უშედეგოდ. 2009 წლიდან ეს მიწები უკვე სახელმწიფოს კუთვნილ საძოვრებადაა დარეგისტრირებული. ეს მიწა, როგორც სოფლის მოსახლეობა ირწმუნება, მამა-პაპიდან მათ ეკუთვნით.
შშმ პირთათვის გარემოს ადაპტირების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია
19 თებერვალი, 2013
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის, კობა ნადირაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ნადირაძე სარჩელში შშმ პირებისათვის საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობებისა და ტრანსპორტის ადაპტაციას ითხოვდა. ნადირაძის უფლებებს „ადამიანის უფლებათა სახლი’’ და „კონტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავდა. ამ საკითხთნ დაკავშირებით ორგანიზაციებმა პრესკონფერენციაც გამართეს.
შიდა ქართლის სარწყავი სისტემები შესაძლოა მიმდინარე წელსვე აღდგეს
19 თებერვალი, 2013
ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე ქართული სოფლებიდან, ახალგორის მიმდებარე კასპის რაიონის სოფლები კონფლიქტის ზონასთან მოსაზღვრე სივრცეში ოთხი წლის წინ, აგვისტოს ომის შემდეგ მოექცნენ. ადგილობრივებს სოციალური პრობლემები ადრეც არ აკლდათ, მაგრამ, ომის შემდეგ, მათთვის მტკივნეულ პრობლემათა შორის, უმთავრესი სარწყავი წყლის არქონა და უგზობა გახდა.
რუსთაველი მეტალურგების პროტესტი
19 თებერვალი, 2013
გასულ კვირას, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა სს ,, ქართული ფოლადი“ მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. დაახლოებით 200-მდე მეტალურგი შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბა. მათი პირველი მოთხოვნა ხელფასების დროული დარიგება და 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლის შეჩერება იყო.
სასამართლომ დაკითხვაზე უგულავას იძულებით მიყვანის მოთხოვნა დააკმაყოფილა
18 თებერვალი, 2013
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პოლიციის მიმართვა დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას მიმართ დაკითხვაზე მოწმის სახით იძულებით წარდგენის შესახებ ერთი კვირის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაპირისპირების ინციდენტთან დაკავშირებით.
მარნეულის რაიონის არაქართული სკოლები შესაძლოა, დირექტორების გარეშე დარჩეს
18 თებერვალი, 2013
2012 წელს მარნეულის რაიონის საჯარო სკოლის 70 დირექტორიდან სადირექტორო გამოცდის ბარიერის გადალახვა, მხოლოდ 4-მა შეძლო. ქვემო ქართლის არაქართული სკოლების დირექტორები პირად საუბრებში დირექტორების გამოცდებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
თვითმმართველობის 100 დღე გორში
18 თებერვალი, 2013
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა გამგებელი გადადგა. გადადგომამდე, ქარელის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, ილია ბურჯანაძემ თქვა, რომ მის უწყებაში ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები შევიდნენ. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, გამგებლებმა გადადგომის მიზეზად ახალი პოლიტიკური რეალობა და ,,კოჰაბიტაცია“ დაასახელეს.
საიამ საარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა
13 თებერვალი, 2013
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია 11 თებერვალს გამართა. ანგარიში მოიცავს 2012 წლის 1 აგვისტოდან 20 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს (წინასაარჩევნო პროცესების დაკვირვება საიამ გაცილებით ადრე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და წინასაარჩევნო გარემო ორ შუალედურ ანგარიშში შეაფასა).
შსს თბილისის მერს საპროცესო კანონებს უხსნის
12 თებერვალი, 2013
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებას პასუხობს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
რეკომენდაციები პრემიერმინისტრს უწყებების გამჭვირვალობის შესახებ
11 თებერვალი, 2013
თვრამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ღია მმართველობის“ (Open Government Partnership) სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს 5 თებერვალს წარუდგინა.
შსს: თუ უგულავა არ გამოცხადდება ჩვენების მისაცემად, მის მიმართ იძულების ღონისძიებები გატარდება
11 თებერვალი, 2013
შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს თბილისის მერს გიგი უგულავას, რომ თუ ის ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდება, „მისი უმოქმედობა მიჩნეული იქნება, როგორც მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა და მის მიმართ გატარდება საპროცესო კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები“.
პროფკავშირების შენიშვნები შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით
11 თებერვალი, 2013
„საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა“ არასამთავრობო სექტორს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ შენიშვნებისა და რეკომენდაციების პაკეტი წარუდგინა.
„მთელი ეს წლები ცისკარასავით სულ წყლის ძებნაში ვიყავით“ - უწყლობის პრობლემა დიდი ლიახვის ხეობაში
8 თებერვალი, 2013
დიდი ლიახვის ხეობის ქვემო წელის ქართული სოფლების უმთავრესი პრობლემა, წყლით მომარაგების საკითხი, ორი წლის წინ თითქოს გადაწყდა. თუმცა, სოფელ ზემო ნიქოზთან ევროკავშირის დაფინანსებით მოწყობილი წყლის გამანაწილებელი სისტემით მხოლოდ სამი ქართული სოფელი (ისიც არასრულად) სარგებლობს. დანარჩენ სოფლებს კი, სარწყავი წყლის პრობლემა კვლავაც აქვთ. თუმცა, ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მათთვის სასარგებლოდ გადაწყდება.
გია თორთლაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
8 თებერვალი, 2013
წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, „დეოკუპაციის ცენტრის“ ხელმძღვანელის, გია თორთლაძის წინააღმდეგ სახელმწიფო ქონების გასხვისების საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა 7 თებერვალს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
არაკეთილსინდისიერ მომხმარებელთა ფოტოები „გუდვილში“ - ირღვევა თუ არა მათი უფლებები
8 თებერვალი, 2013
„ჩემი ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე სუპერმარკეტში იმ მოქალაქეთა ფოტოებია გამოკრული, რომლებმაც სხვადასხვა დროს სუპერმარკეტიდან პროდუქტები მოიპარეს. მე მგონია, რომ ეს არაკორექტულია... მაინტერესებს თქვენი, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის აზრი ამასთან დაკავშირებით“, - ამ შინაარსის წერილი ერთ-ერთი მოქალაქისგან რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ადამიანის უფლებათა ცენტრის ელ-ფოსტაზე.
ივანიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ნაციონალურ მოძრაობასთან „არავითარ ვაჭრობაში არ შევალთ“
7 თებერვალი, 2013
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი კოალიცია დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობასთან „ვაჭრობას“ არ აპირებს.
დაცულია თუ არა სატელეკომუნიკაციო კომპანიებში მომხმარებელთა მონაცემები?
7 თებერვალი, 2013
სატელეკომუნიკაციო კომპანიების მფლობელობის გამჭვირვალობა და ამ მომხმარებლების მონაცემთა დაცულობა - ის ორი საკითხია, რომელიც “ინტერნეტის თავისუფლების შესახებ” დისკუსიის დროს გამოიკვეთა.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტზე
6 თებერვალი, 2013
ვენეციის კომისიამ შესაძლოა საქართველოში მეკავშირე ოფიცერი დანიშნოს, ეს იმ ფონზე, როცა ქვეყნის ახალი ხელისუფლება კონსტიტუციის გადახედვის პროცესის დაწყებას გეგმავს.
რა ბედი ეწია „გურიის აღორძინების ფონდს“
6 თებერვალი, 2013
2011 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურიაში სტუმრობის დროს მოსახლეობასთან შეხვედრაზე „გურიის აღორძინების ფონდის“ შექმნის შესახებ განაცხადა და მის ხელმძღვანელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დაასახელა.
ხონში „ქართული ოცნების“ რაიონული ყრილობა ჩაიშალა
4 თებერვალი, 2013
28 იანვარს ხონში „ქართული ოცნების“ რაიონული ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, სადაც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის არჩევა იგეგმებოდა. თუმცა ყრილობა ჩაიშალა.