მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ეკა ბესელიას შვილისა და ძმის პროცესზე პოლიციელები დაკითხეს
7 დეკემბერი, 2009
ბათუმის საქალაქო სასამართლო აგრძელებს კაფე-ბარ „ელზაში“ მომხდარი შეხლა-შემოხლის საქმის განხილვას. ოთხ ბრალდებულთა შორის მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას არასრულწლოვანი შვილი - რატი მილორავა და ძმა - სერგო ბესელიაა. განსასჯელებს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შემთხვევა ბათუმში, კაფე-ბარ „ელზაში“, 19 აგვისტოს მოხდა.
ამერიკელი კონგრესმენი ფრენკ ვოლფი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების განთავისუფლებისკენ მოუწოდებს
5 დეკემბერი, 2009
ამერიკელი კონგრესმენი ფრენკ ვოლფი საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს უგზავნის წერილს, სადაც ხელისუფლებას პოლიტპატიმრების განთავისუფლებისკენ მოუწოდებს.
საზოგადოების ნაწილმა კათოლიკოს-პატრიარქს ტაბუდადებული კითხვები გაუგზავნა
4 დეკემბერი, 2009
საზოგადოების ერთმა ნაწილმა, რომელიც აქამდე დისკუსიებს ინტერნეტ-ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში მართავდა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და ხელისუფლებას კითხვები მოუმზადა.
ევროსაბჭოს კომისარი გაუჩინარებული ოსების კვალს დაადგა
4 დეკემბერი, 2009
სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო საშუალებებმა თითქმის დეტალურად აღწერეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამარბერგის ვიზიტი ცხინვალის რეგიონში. მათ შორის - სეპარატისტების ლიდერ ედუარდ კოკოითს შორის გამართული მოლაპარაკება... ცხინვალის მედია, უმეტესწილად, პირველ წყაროებზე დაყრდნობით აღწერს დეტალებს.
დაუსრულებელი სიძულვილი
4 დეკემბერი, 2009
2 დეკემბერს ყველას გვქონდა იმედი, რომ ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების ერთთვიანი ეპოპეა ჰეპი-ენდით დასრულდებოდა, მაგრამ ოსი სეპარატისტების გადაწყვეტილებამ გვიჩვენა, რომ ბედნიერ დასასრულს კიდევ 10 დღე უნდა ველოდოთ. თუმცა, დასასრულზე მაინც პირობითად შეიძლება ვილაპარაკოთ, რადგან მოზარდების გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ სიძულვილიც გაქრა და მომავალში სხვას აღარავის გაიტაცებენ.
„ნაციონალების“ ახალი საარჩევნო მესიჯი - „მეფე კეთილია“
2 დეკემბერი, 2009
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ქუთაისში იმ დღესვე იქცა დიდი მითქმა-მოთქმის საგნად. 30 ნოემბერს სარქისაშვილების მრავალსულიანი ოჯახის ჭერიდან ჩამოსული წვიმის წვეთები პრეზიდენტმა საკუთარ თავზე იწვნია. შედეგად, ქალაქის მერმა ნუგზარ შამუგიამ მიხეილ სააკაშვილისგან ტელეკამერების წინ - მკაცრი საყვედური მიიღო.
საპროტესტო აქცია „ბათუმელების“ მხარდასაჭერად
2 დეკემბერი, 2009
1 დეკემბერს თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ წინ, გაიმართა გაზეთ „ბათუმელების“ მხარდამჭერი აქცია, რომელიც ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეები ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომლებიც კინოთეატრში ფილმის პრეზენტაციაზე იყვნენ მისულნი, „ბათუმელებზე“ ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე რეაგირებას ითხოვდნენ.
ქუთაისის მერმა სახელმწიფო მოხელე პარტიული ნიშნით გაათავისუფლა
1 დეკემბერი, 2009
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვნებთან მუშაობის სამსახურის უფროსი დაკავებული თანამდებობიდან მეხუთედ გაათავისუფლეს. მაგული გიორგაძე მერიას უპირისპირდება და საჩივარი ქუთაისის პროკურატურაში შეაქვს.
„გაი“ ბრუნდება?!
1 დეკემბერი, 2009
„პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი, მთავრობის ინიციატივით, პარლამენტში გასულ კვირას შევიდა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ იგი მიზნად ისახავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწას, შესაბამის კორექტირებას და პოლიციის სისტემის შემდგომი განვითარების ხელშეწყობას.
ტელევიზია - ხელისუფლების მსახური
30 ნოემბერი, 2009
გორის რაიონის სოფლების ძირითად ნაწილში ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება ტელევიზიაა. მოსახლეობა ჩივის, რომ ადგილობრივი პრობლემები ტელევიზიით ნაკლებად შუქდება. დვანში მიაჩნიათ, რომ ტელევიზიის ჟურნალისტები მათი სოფლით მხოლოდ მაშინ ინტერესდებიან, როდესაც ვინმეს გატაცება ან აფეთქება ხდება.
„ტელევიზორს რომ ვრთავთ, გვგონია, სხვა ქვეყნის ამბებს გვიყვებიან, იმდენად კარგადაა ყველაფერი“
30 ნოემბერი, 2009
ექვსი წელია, საქართველოში გიორგობასთან ერთად „ვარდების რევოლუციის“ დღეს აღნიშნავენ. ექვსი წელია, „ვარდების ხელისუფლება“ დაუზარებლად გვახსენებს, რომ ყველაფერი, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე გაკეთდა, ქართველი ხალხის კეთილდღეობას ეძღვნება. „ვარდების მთავრობა“ სახალხოდ აცხადებს, რომ 6 წლის წინ საქართველო კორუფციისგან გაათავისუფლა და დემოკრატიულ ქვეყნად აქცია. მისთვის 23 ნოემბერი ეკონომიკურ წინსვლასთან, სამუშაო ადგილების შექმნასა და ზოგადად, შენებასთან ასოცირდება.
სოდ-ი გაზეთ „ბათუმელების“ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელს აშანტაჟებს
30 ნოემბერი, 2009
გაზეთ „ბათუმელების“ თანამშრომლებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლა გრძელდება. ამჯერად, პოლიციელები შეეცადნენ, სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამოყენებით, იმიჯი შეელახათ გაზეთის საგამოძიებო ჯგუფის ხელძღვანელ თედო ჯორბენაძისთვის.
ტელევიზიები ხელისუფლების სამსახურში - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დიაგნოზი
30 ნოემბერი, 2009
2009 წლის 15 ოქტომბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში 27 დამოუკიდებელი არხია და ყოველდღე არა ერთი პოლიტიკური თოქშოუ გადის ეთერში. სინამდვილეში საქართველოში 27-ზე მეტი არხიც არის, თუმცა, უცნობია, მათი რეალური მფლობელები და მაკონტროლებლები ვინ არიან.
სახალხო დამცველის ოფისი „მოძრაობა 7 ნოემბრის“ წევრების უკანონო დაკავებას გამოეხმაურა
30 ნოემბერი, 2009
საქართველოს სახალხო დამცველმა „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა, რომელიც შეეხება მოქალაქეების დაჩი ცაგურიას, ჯაბა ჯიშკარიანისა და ირაკლი კორძაიას 2009 წლის 23 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი შეკრების აღკვეთისა და მათი დაკავების ფაქტს.
მდუმარე საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ
26 ნოემბერი, 2009
25 ნოემბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „უფლებადამცველთა კავკასიური ქსელის“ ინიციატივით, პარლამენტის შენობის წინ მდუმარე საპროტესტო აქცია მოეწყო. „უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ ქსელში“ გაერთიანებულმა ორგანიზაციებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან, ნორვეგიულმა ორგანიზაციამ - „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდმა“ და საქართველოს არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიციელების მიერ „მოძრაობა 7 ნოემბრის“ აქტივისტების უკანონო დაკავების ფაქტი გააპროტესტეს.
რიკარდოს ბედნიერ ახალ წელს ჰპირდებიან
24 ნოემბერი, 2009
ნატანებელი რიკარდოს შესახებ humanrights.ge-ზე გამოქვეყნებულ ადამიანურ ისტორიას დიდი რეზონანსი მოჰყვა. გამოჩნდნენ კეთილი ნების ადამიანები, რომლებიც 9 წლის მოზარდის დახმარებაზე ალაპარაკდნენ. ოზურგეთელი სახელმწიფო მოხელეებიც გამოცოცხლდნენ და მიხაევების ოჯახის მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეისწავლეს. ისინი გვპირდებიან, რომ ახალ წლამდე რიკარდოს კეთილმოწყობილი სახლი ექნება.
საპროტესტო აქცია ,,რუსთავი 2“-ის დუმილის წინააღმდეგ
20 ნოემბერი, 2009
20 ნოემბერს „ვარსკვლავების აკადემიის“ შენობის ჩამონგრევისას დაღუპული ნიკა გელაშვილის ოჯახმა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. გელაშვილები მომხდარისადმი ტელეკომპანიის გულგრილობას აპროტესტებენ და ხელახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.
ეკა ბესელია: „ბათუმის სასამართლოში ჩემი შვილის და ძმის საქმე კი არა, ჩემი საქმე განიხილება“
20 ნოემბერი, 2009
„ეს არის პოლიტიკური სასამართლო პროცესი“, _ ასე აფასებდნენ დამსწრეები სასამართლო პროცესს, რომელზედაც ეკა ბესელიას შვილისა და ძმის საქმე განიხილებოდა. გამოძიების მიხედვით, მათ სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლის მიყენება და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. სასამართლო პროცესს დაზარალებული დავით ჯაფარიძე არ დასწრებია.
www.hridc.tv - ერთად დავარღვიოთ სიჩუმე!
20 ნოემბერი, 2009
19 ნოემბერს არტ-კაფე „ქარავანში“ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საზოგადოებას წარუდგინა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ პირველი ვიდეოპორტალი - www.hridc.tv. პრეზენტაციაზე ასევე ნაჩვენები იყო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ტელესტუდიის პირველი ნამუშევარი, გიორგი ჯანელიძის ფილმი „ბურღვა ზემოთ და ქვემოთ“.
პატრიარქის ღირსების შემლახველი ვიდეორგოლების საქმის გამოძიება შესაძლოა, შეწყდეს
20 ნოემბერი, 2009
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ღირსების შემლახველი ვიდეორგოლების გავრცელების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სრული გაურკვევლობაა. გაურკვეველია ისიც, რა მუხლით აღიძრა საქმე, ისიც - რა სტატუსით დაიკითხნენ ამ საქმეზე დროებით დაკავებული პირები, ისიც - რა მიზეზით არ უბრუნებენ ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულ პირებს კომპიუტერულ ტექნიკას და ისიც - გრძელდება თუ არა გამოძიება.