სტატია
14 მარტი, 2018
მსჯავრდებული ქალი, რომლის სახელსა და გვარს, მისი თხოვნით, არ ვასახელებთ, 2009 წლის 23 იანვარს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიისა და აფხაზეთის საზღვართან დააკავეს. თუმცა, დაკავების თარიღად, შემდგომში, 24 იანვარი მიუთითეს. იგი არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლია. 2014 წლის 24 ნოემბერს მიღებული განაჩენით, მსჯავრდებული დაზარალებულად არის ცნობილი. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, დღესდღეობით იგი ერთადერთი ქალი მსჯავრდებულია, რომლის მიმართაც სხვა საქმეზე დამდგარი განაჩენით დადასტურებულია წამება და არაადამიანური მოპყრობა.
22 იანვარი, 2018
„მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, ბავშვების მამას 6 თვეა დაკისრებული ალიმენტის თანხა არ გადაუხდია. ადრე დამემუქრა, რომ შვილებს წამართმევს და ქუჩაში დამტოვებს. აღარ ვიცი, ვის ვთხოვო დახმარება, რომ შეგვიფარონ“,- ამბობს ძალადობის მსხვერპლი ქალი humanrights.ge-სთან საუბრისას. ქალი, რომლის სახელსა და გვარს, მისი ინტერესების გათვალისწინებით, არ ვასახელებთ, ყოფილი ქმრის ოჯახიდან ერთი წელია, რაც წამოვიდა და თავშესაფარში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ცხოვრობს.