კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ჟურნალისტები რადიო “იმედის” დირექტორს განსხვავებული აზრისთვის დევნაში ადანაშაულებენ

14 ნოემბერი, 2008

შიდა ქართლის გუბერნატორის დავალებით ჟურნალისტებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში არ უშვებენ

14 ნოემბერი, 2008
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს. დაცვის პოლიციის თანამშრომლების გაღიზიანება, მედიის წარმომადგენლების მოთხოვნამ გამოიწვია - განემარტათ, რატომ არ აქვთ მოქალაქეებს სამხარეო ადმინისტრაციის და გორის რაიონის გამგეობის შენობაში შესვლის უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე. „ბოზიშვილებო“, „თქვენი დედა ....“, - უცენზურო სიტყვებით გინებასთან ერთად, დაცვის პოლიციის ერთ–ერთი თანამშრომელი კორესპონდენტების საცემადაც იწევდა. მან აღნიშნა, რომ დაუპატიჟებელ სტუმრებთან ამგვარად მოქცევის შესახებ დავალება, მათი გაგდების მიზნით, რეგიონის და რაიონის ხელმღვანელობისგან აქვთ მიღებული.

ადვოკატები სასამართლო რეფორმას სხვადასხვანაირად აფასებენ

13 ნოემბერი, 2008
2009 წლიდან მოსამართლეები უვადოდ დაიშნებიან. ისინი სამსახურს მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის, პენსიაზე გასვლისა და პირადი მოთხოვნის საფუძველზე დატოვებენ. ადვოკატები რეფორმის უკმაყოფილოები არიან. უზენაესი სასამათლოს თავმჯდომარემ, კოსტანტინე კუბლაშვილმა იმ რეფორმების შესახებ გააკეთა განაცხადი, რომელიც სასამართლოში უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ისაუბრა, მოსამართლეთა უვადო დანიშვნას შეეხება. მოსამართლეთა ხელშეუხებლობის, სტაბილურობისა და უცვლელობის გარანტი – ასე შეაფასა კოსტანტინე კუბლაშვილმა რეფორმის ახალი ტალღის ფარგლებში ინიცირებული ეს ცვლილება

სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ პირებს დევნილის სტატუსს არ ანიჭებს

12 ნოემბერი, 2008
აგვისტოს მოვლენების შედეგად შიდა ქართლის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილნაცვალ პირებს გორში, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მდებარე კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იძულებით გადაადგილებულებისათვის დევნილის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია. სამინისტროსა და მის სტრუქტურაში შემავალ ტერიტორიულ ორგანოებში დევნილის სტატუსის მაძიებლებს აგდებით პასუხობენ და განცხადებების რეგისტრაციაზე უარს ეუბნებიან. შესაბამისად, დაზარალებულები კანონით დადგენილი მიზნობრივი სოციალური დახმარებით და სხვა შემწეობებით ვერ სარგებლობენ.

FIDH საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობს

11 ნოემბერი, 2008