მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
„სენაკის კეთილმოწყობის“ დირექტორებს ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებენ
27 ნოემბერი, 2012
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მურად შამათავას ინფორმაციით, შპს „სენაკის კეთილმოწყობა“ წლების განმავლობაში ფინანსური დარღვევებით მუშაობდა. 15 ნოემბერს შამათავამ აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს გადაუგზავნა.
იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პროკურატურაში უჩივიან
27 ნოემბერი, 2012
კახეთში კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაცია შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „ტერექს 21“–ის ხელმძღვანელი ვაჟა ფანჩულიძე აცხადებს, რომ პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა. მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ, სპეციალურად პრეზიდენტის ვიზიტისთვის, პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების თაობაზე დავალებებს იუსტიციის მინისტრის მაშინდელი მოადგილისგან გიორგი ცხაკაისგან იღებდა.
„ბალანსის დარღვევა ტელეკომპანიების მთავარ პრობლემად რჩება“ - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და „მემო 98“-ის ანგარიში
26 ნოემბერი, 2012
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ და სლოვაკურმა ორგანიზაციამ „მემო 98“ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის კვლევის შემაჯამებელი ანგარიში 22 ნოემბერს გამოაქვეყნა.
ადვოკატებმა ადვოკატის ინსტიტუტის გაძლიერებაზე იმსჯელეს
26 ნოემბერი, 2012
„ქვეყანაში სამოქალაქო დაცულობას ადვოკატის ინსტიტუტის სიძლიერე განაპირობებს. ადვოკატმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სათანადო დაცვა რომ შეძლოს, პირველ რიგში, თავად უნდა იყოს ხელშეუხებელი და დაცული“, - ამ პათოსით წარიმართა 21 ნოემბერს ქუთაისში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილისა და ქუთაისელი ადვოკატების შეხვედრა.
ფოტორეპორტიორთა საქმეზე ახალი ვიდეომასალა შსს-ს და პროკურატურას გადაეცემა
26 ნოემბერი, 2012
გაზეთი „კვირის ქრონიკა“ ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერის ტექსტურ ვარიანტს აქვეყნებს. გამოცემის მტკიცებით, ჩანაწერში კუდ-ის ორი თანამშრომელი ჯერ ერთ ფოტორეპორტიორს გიორგი აბდალაძეს, შემდეგ კი მეორეს, ზურაბ ქურციკიძეს ესაუბრებიან და ადვოკატის შეცვლას სთხოვენ.
ბიზნესმენი ფოთის ყოფილ მერს შევიწროებასა და გაკოტრებაში ადანაშაულებს
26 ნოემბერი, 2012
რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ ფოთელი ბიზნესმენი, აგრარული ბაზრის შპს „კოლხი 21“-ის მეპატრონე ნოდარ კორსანტია ქონების წართმევაზე და შევიწროებაზე ალაპარაკდა. როგორც კორსანტია ამბობს, ფოთის ბაზრის დაშლა ქალაქის მერად, ვახტანგ ლემონჯავას დანიშვნის შემდეგ დაიწყო. ლემონჯავა ამჟამად პარლამენტის წევრია ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“.
ლანჩხუთის კულტურის ცენტრს თანამშრომელთა ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხები „გამოელია“
22 ნოემბერი, 2012
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია ა(ა)იპ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მას 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სოფო ჭელიძე ხელმძღვანელობს.
სამართალდამცველებმა თბილისის მერის, გიგი უგულავას მეგობარი დააკავეს
22 ნოემბერი, 2012
„თბილისის წყლის“ ყოფილი ხელმძღვანელი გეგი ქელბაქიანი და სამშენებლო კომპანია „ენ-სი-სის“ ფინანსური მენეჯერი არჩილ ჩოგოვაძე 20 ნოემბერს ღამის საათებში დაკითხეს და დაკითხვის შემდეგ დააკავეს. იმავე დღეს ქელბაქიანიც და ჩოგოვაძეც ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს. ამასთან, არსებული ინფორამაციით, ქელბაქიანი თბილისის მერის, გიგი უგულავას მეგობარია, მაგრამ ადვოკატის ინფორმაციით, დაკითხვაზე უგულავასთან მიმართებაში კითხვები არ დასმულა.
მინისტრის მოადგილე humanrights.ge-ს დაპირდა, რომ კოდაში მცხოვრები დევნილთა პრობლემებით „დღესვე“ დაინტერესდება
22 ნოემბერი, 2012
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში 448 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ერედვის, ცხინვალის და ლიახვის ხეობიდან დევნილები კოდაში 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაასახლეს. დევნილები აცხადებენ, რომ დევნილობაში მყოფი მუნიციპალიტეტები მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.
ადამიანის უფლებათა კომიტეტი პოლიტპატიმრების 180-კაციან სიაზე შეჯერდა
21 ნოემბერი, 2012
ბიძინა გიორგობიანი, ირაკლი ოქრუაშვილი, მიხეილ ქარელი, ბადრი ბიწაძე, ქიბარ ხალვაში - ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომელთათვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება 19 ნოემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ცხარე დებატების ფონზე გამოცხადდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახმედ ჩატაევის საქმის თაობაზე გაეროს უკანონო დაკავებების სამუშაო ჯგუფს მიმართა
21 ნოემბერი, 2012
20 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა მსჯავრდებულ ახმედ ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილო კავკასიიდან, ახმედ ჩატაევი, ლოპოტას ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის დროს შუამავლის როლს ასრულებდა. არიან მოწმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩატაევი თბილისიდან გამოიძახეს დანარჩენ ჩეჩნებთან მოსალაპარაკებლად.
პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ხვეწს
21 ნოემბერი, 2012
ქვეყანაში არსებული მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის ფონზე ეს არის სამართლიანობის აღდგენისთვის წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი - ასე აფასებენ ავტორები ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომლის პირველადი განხილვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში 19 ნოემბერს პოზიცია-ოპოზიციის შეხლა-შემოხლისა და ცხარე დებატების პირობებში წარიმართა.
ტყიბულელი მეშახტეები ისევ გაიფიცნენ
21 ნოემბერი, 2012
ტყიბულში შპს „საქნახშირის“ მეშახტეები სამუშაოზე უარს ამბობენ. ისინი გენერალური დირექტორის გადადგომას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მატებას და ძიძიგურის სახელობის მაღაროს გაუქმების შესახებ არსებული ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ.
ყულევის ტერმინალის მუშა-მოსამსახურეები საკუთარ შრომით უფლებებზე ალაპარაკდნენ
21 ნოემბერი, 2012
ყულევის შავი ზღვის ტერმინალის თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდისა და თანაბარი სამუშაო პირობების შექმნის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქციები გამართეს. პირველი საპროტესტო აქცია ტერმინალიდან მოშორებით სოფლის ცენტრში გაიმართა. პროტესტს ტერმინალის ორასამდე მუშა-მოსამსახურე გამოხატავდა.
თენგიზ გუნავა: „ახალმა ხელისუფლებამ ჩემზე შური იძია“
19 ნოემბერი, 2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს. როგორც გუნავამ გლდანის #8-ე საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მისამართით უკანონობა განხორციელდა და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებას სთხოვს.
დასაქმება - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მთავარი გზა
19 ნოემბერი, 2012
28 წლის დათო ჩემი მეგობარია და ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში პროექტის ხელმძღვანელად მუშაობს. როგორც თავად ამბობს, დეპრესიული აშლილობა რამდენიმე წლის წინ, მძიმე სულიერი ტრავმის შედეგად დაეწყო. მას შემდეგ ყოველდღე დიდი რაოდენობით ფსიქოტროპულ წამლებს იღებს და ფსიქიატრთან ვიზიტიც თვეში რამდენჯერმე უწევს.
არასამთავრობო ორგანიზაციები და ნიგვზიანის მაცხოვრებლები ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან შეხვდნენ
16 ნოემბერი, 2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირმა“ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოზურგეთში შეხვედრა გამართა, რომელსაც გურიის მასმედიის წარმომადგენლები და ნიგვზიანის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
ჩატაევის საქმეზე პროკურატურა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის განცხადებაზე რეაგირებას არ ახდენს
15 ნოემბერი, 2012
ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ახმედ ჩატაევის საქმის განხილვა 26 ნოემბრისთვის გადაიდო. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე განიხილავს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2006 წლის ე. წ. ციხის ბუნტის გამოძიებას მოითხოვს
15 ნოემბერი, 2012
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს თხოვნით, პროკურატურამ დაიწყოს 2006 წლის 26 მარტს ორთაჭალის ციხეში მომხდარი ე. წ. ციხის ბუნტის ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება.
ბაჩო ახალაია: „ქურდებთან“ 20 მეტრში როცა ხარ, ეს უსაფრთხოების დაცვის გარანტია ვერ იქნება“
14 ნოემბერი, 2012
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ადამიანების წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული ბაჩო ახალაია გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, ახალაიას გადაყვანის მიზეზი მისი უსაფრთხოების დაცვა გახდა.