მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
გურიაში საჯარო სამსახურებში ჩასატარებელ კონკურსს აპროტესტებენ
20 ნოემბერი, 2013
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს შეტანილი ცვლილება, სადაც ნათქვამია, რომ 2014 წლის პირველ იანვრამდე საჯარო სამსახურებში უნდა ჩატარდეს კონკურსი, გურიაში არაერთმა ადამიანმა და მათ შორის, საჯარო მოსამსახურემ გააპროტესტა. მიმდინარე წლის 15 ნოემბრის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს ამ საკითხის გატანაში ხელი „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა შეუშალა.
სერგო თეთრაძის გარდაცვალების ეპიზოდზე სასამართლოში ბრალდებულები დაიკითხნენ
20 ნოემბერი, 2013
თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ნოემბერს მეგის ქარდავას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე სერგო თეთრაძის გარდაცვალების ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდებულები, ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი, რატი მგელაძე, ზვიად კაპანაძე და სერგო ბიწაძე დაიკითხნენ.
სასამართლომ ნიკა გვარამია და ალექსანდრე ხეთაგური თელასის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო
20 ნოემბერი, 2013
14 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალდებულები ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.
კუდის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის სასამართლო სხდომა უკვე მეოთხედ გადაიდო
18 ნოემბერი, 2013
12 ნოემბერს თელავის რაიონულ სასამართლოში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ზურაბ ლალიაშვილის საქმის განხილვა მისი გამოუცხადებლობის გამო უკვე მეოთხედ გადაიდო. როგორც ბრალდებულის ადვოკატი მამუკა მიროტაძე აცხადებს,ზურაბ ლალიაშვილი ავად არის.
რიჩარდ ნორლანდი: „საქართველოს მოუწევს, ბოდიში მოიხადოს წარსულის შეცდომებისთვის“
15 ნოემბერი, 2013
საქართველოში აშშ–ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის აზრით, „ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები – ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ”.
ბათუმში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა დასრულდა
15 ნოემბერი, 2013
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხოლოდ ერთი ქობულეთის ოლქის #65 უბანი გაუქმდა. ამის გამო არც ერთ კომისიის წევს, ფულადი ჯარიმა არ დაკისრებია. მხოლოდ ბათუმის ოლქში სამ უბნის კომისიის წევრს 10 დღის ხელფასი დაექვითება.
გაფიცვა შედეგით დასრულდა - რკინიგზელთა მოთხოვნები შესრულდება
15 ნოემბერი, 2013
„საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოსთან მოლაპარაკებების შემდეგ რკინიგზელთა გაფიცვა 14 ნოემბერს, გვიან ღამით შეწყდა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, მოლაპარაკებები 6 საათს გაგრძელდა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
„ეს კონკურსი კი არა, ადამიანის უფლებების შელახვაა“ - აცხადებენ კონკურსის მონაწილეები
14 ნოემბერი, 2013
კონკურსი, რომელიც ქუთაისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ ქალაქის თვითმმართველობის ორგანომ იმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, ჯერაც არ დასრულებულა. კონკურსის მონაწილეების თქმით, საკონკურსო-საატეტაციო კომისია, რომელსაც სათავეში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი უდგას, პროცესს აჭიანურებს, რაც კონკურსის მონაწილეების აღშფოთებას იწვევს.
ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს
13 ნოემბერი, 2013
ბათუმში ცვილის ფიგუების მუზეუმი გაძარცვული და დარბეული საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტმა აღმოაჩინა. ფოტოების გადასაღებად მისულ ჟურნალისტს მუზეუმი გაძარცვული და დარბეული დახვდა: „ცვილის ფიგურების მუზეუმში ვაპირებდი ფოტორეპორტაჟის მომზადებას, ამისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მივმართე რომ გაეხსნათ მუზეუმი, როგორც კი გამიხსნეს კარი და შევედით პირველივე ოთახში მედეას ქანდაკება შუაზე გადატეხილი დაგხვდა, ვიკითხე რა სჭირდა ფიგურას, თუმცა არავის არ ჰქონდა ინფორმაცია.
დიდი ტვირთები ახალგორში
13 ნოემბერი, 2013
დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილების გამარტივება და ტვირთების შეტანაზე აკრძალვის მოხსნა – ახალგორელები ახალარჩეული პრეზიდენტის იანუგურაციის შემდეგ სწორედ ამ ცვლილებებს ელიან.
რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქის სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს
12 ნოემბერი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებულ საქმეზე, „გამსახურდია რუსეთის წინააღმდეგ“, პრესკონფერენცია გაიმართა.
ამომრჩეველს და მაჟორიტარს შორის კონტაქტი თითქმის არ არსებობს - კვლევის შედეგების პრეზენტაცია ქუთაისში
12 ნოემბერი, 2013
"ოთხ წელიწადში ერთხელ, საპარლამენტო არჩევნების დროს, მოსახლეობა საკანონმებლო ორგანოში საკუთარ ნდობით აღჭურვილ პირს ირჩევს და მას ანდობს იმ პრობლემებს, რაც მას და მის ქალაქს, რაიონს თუ სოფელს აწუხებს. ისინი კი, ვისაც ხალხი ამ საპასუხისმგებლო მანდატს ანდობს, ვალდებული არიან, ამომრჩევლის თვალსაწიერზე არჩევნების შემდეგაც ისევე იყვნენ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში", - ამბობს humanrights.ge-სთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი.
რატომ არ ესწრება მარიამ საჯაია პარლამენტის სხდომებს?
11 ნოემბერი, 2013
31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა წევრები დეპუტატ მარიამ საჯაიას მიერ სხდომების სისტემატურად გაცდენის საკითხით დაინტერესდნენ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დეპუტატის მიერ წარმოდგენილ განცხადებებში სხდომების გაცდენის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა სახელდება, თუმცა მათი ინფორმაციით, გაცდენების რეალური მიზეზი მარიამ საჯაიას სასწავლო მიზნით საზღვარგარეთ ყოფნაა.
წინასაარჩევნო მედიაგაშუქება - კვლევის შედეგების პრეზენტაცია
11 ნოემბერი, 2013
მედიამონიტორთა ჯგუფის შეფასებით, წინაასაარჩევნო გარემოც და თავის მხრივ, მედიის მუშაობის სტილი, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გასული წლისგან რადიკალურად განსხვავებული იყო . მათი თქმით, წინასაარჩევნო მედიაგაშუქება შედარებით მშვიდ და დაბალანსებულ გარემოში მიმდინარეობდა.
გორის მუნიციპალიტეტის და თვითმმართველობის მოხელეებს კონკურსის წესით შეარჩევენ
11 ნოემბერი, 2013
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით 13 საკითხი იყო გათვალისწინებული, განხილვის დროს განსაკუთრებული ხმაური მესამე საკითხს მოჰყვა, რომელიც ადგილობრივ თვითმართველობის მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებას ეხებოდა.
ახალი კანონპროექტის ორი მხარე
8 ნოემბერი, 2013
გასულ კვირას საქართველოს პალამენტმა ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყო. სიახლე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სპეციალური მუხლის დამატებას გულისხმობს, რომელიც ადამიანის რელიგიური გრძნობების საჯაროდ შეურაცხყოფისთვის პირის დაჯარიმებას გამოიწვევს. კანონპროექტმა არასამთავრობო სექტორის კრიტიკა გამოიწვია და ინიციატორმა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის უკან გაითხოვა. უმრავლესობის წევრი პარლამენტარები იმედოვნებენ, რომ მეორე მოსმენისთვის, კანონპროექტში ხარვეზები აღმოიფხვრება.
თვითმმართველობის კანონპროექტის განხილვა გორის საზოგადოებასთან შედგა
8 ნოემბერი, 2013
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული თვითმმართველობის კანონპროექტი, რომლის მიხედვით 15 ათასზე მეტი მოსახლისგან დასახლებულ პუნქტს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ენიჭება, გორში საჯაროდ განიხილეს. პროექტის კანონად დამტკიცების შემთხვევაში გორს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭება და პირდაპირი წესით არჩეული მერი ეყოლება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს ასარჩევად კანონში ცვლილებები შედის
8 ნოემბერი, 2013
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესებით დაკომპლექტებას დააჩქარებს.
მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ 17 ნოემბრის შემდეგ გადადგება
8 ნოემბერი, 2013
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 7 ნოემბერს გადადგომის შესახებ განაცხადა და დააზუსტა, რომ ის თანამდებობას 17 ნოემბერს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დატოვებს.
საბავშვო ბაღის შენობიდან გამოსახლებული 6 ოჯახი კვლავ კარვებში რჩება
5 ნოემბერი, 2013
რუსთავის ყოფილი #35-ე საბავში ბაღის წინ ორი თვეა კარვებია გაშლილი. შენობიდან გამოსახლებული ექვსი ოჯახი ცხოვრებას კარვებში აგძელებს. შენობა, რომელშიც სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ოჯახები უნებართვოდ იყვნენ შესული ახლა დევნილთა სამინისტროს ეკუთნის და მისი რემონტი, დევნილებისთვის გადასაცენად, რამდენიმე დღეში დასრულდება.