მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
გორში ამომრჩეველებისთვის მონაცემთა ბარათების დარიგება იწყება
4 ოქტომბერი, 2013
32-ე გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში 106 საარჩევნო უბანია დარეგიტრირებული, მათი დიდი ნაწილი საჯარო სკოლის შენობებშია განთავსებული. საარჩევნო უბნებზე პირველი ეტეპის ინვენტარის გადაცემა უკვე დაწყებულია.
გორში სამარშუტო ტაქსების მძღოლები უფლებების დარღვევაზე საუბრობენ
3 ოქტომბერი, 2013
გორში სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მძღოლების პროტესტი მათი ინტერესების გაუთვალიწინებლობამ გამოიწვია, ისინი კომპანია ,,ვითიჯის“ ხელმძღვანელობას უფლებების დარღვევასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ. 30–მდე მძღოლმა ,,ვითიჯი“ უკვე დატოვა და თავად დაარსეს შპს სადაც გაერთიანდნენ.
შსს-ის თქმით, „ჯიჰადის ვიდეოების“ საქმე გახსნილია
3 ოქტომბერი, 2013
3 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სოხუმში რუსული მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაში მომუშავე IT სპეციალისტი ეჭვმიტანილია საქართველოსთვის მუქარის შემცველი ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების გავრცელებაში.
მარგველაშვილის გორის საარჩევნო შტაბში კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების სიას საბოლოოდ აზუსტებენ
2 ოქტომბერი, 2013
,,ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციაში კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების სიის, საბოლოო ვარიანტზე მუშაობენ. სია საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ. სახელისუფლებო კოალიციის ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, რამდენიმე დღის წინ იოსებ ფალელაშვილი დაინიშნა. ორგანიზაციამ ოფისიც შეიცვალა და ძველი გორის რეაბილიტირებულ უბანში გადავიდა.
ახალი რეგულაციები და ძველი წესები ახალგორში
2 ოქტომბერი, 2013
ახალგორში 50 კილოგრამზე მეტი რაოდენობის ტვირთის შეტანა უკვე აიკრძალა. არაღიარებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარზე დიდი რაოდენობის ტვირთის გადატანა მხოლოდ მათ აქვთ ნებადართული, ვინც ახალგორის რაიონის მაღაზიებს საკვები პროდუქტით ამარაგებს. შესაბამისად, აკრძალვა მარტო საკვებ პროდუქციას არ ეხება. ახალი რეგულაცია ძალაში ახლახან შევიდა.
მეგის ქარდავას სასამართლო სხდომაზე ოფიცერ თეთრაძის გარდაცვალების შესახებ მოწმეები დაიკითხნენ
2 ოქტომბერი, 2013
სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავასა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესზე დაკითხული სასამართლო ექსპერტის განცხადებით, გარდაცვლილი ოფიცრის, სერგო თეთრაძის ცხედარს თავის ქალის ტრამვა და ცხვირის მოტეხილობა აღენიშნებოდა, რასაც შესაძლოა მისი გარდაცვალება გამოეწვია.
სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრს წინადადებით მიმართავს
1 ოქტომბერი, 2013
საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ლაშა ჯაყელის წინააღმდეგ, შეისწავლოს და შეაფასოს მის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების ლეგიტიმური მოთხოვნის შეუსრულებლობის კანონიერება.
გაყალბებული კონკურსი ქუთაისის მერიაში - კონკურსის მონაწილეები შედეგს აპროტესტებენ
1 ოქტომბერი, 2013
ქუთაისის საკონკურსო-საატეტაციო კომისია ადგილობრივ თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებების არჩევნებამდე შეჩერების შესახებ უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციას ითვალისწინებს და მუშაობას დროებით წყვეტს. კონკურსის პირეველი ეტაპის შედეგები კი, საზოგადოების მხრიდან კვლავ განსჯის საგნად რჩება.
მსჯავრდებულები ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას ითხოვენ
1 ოქტომბერი, 2013
ქსნის № 15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები გიგა არაბული და ლევან ზავრიშვილი ციხის ადმინისტრაციას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი უყურადღებო და გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.
დაკავებულები არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ
30 სექტემბერი, 2013
2013 წლის 13 სექტემბერს, მოქალაქე იუსუფ ლაკაევი და მისი თანმხლები პირები _ ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე დააკავეს. ლაკაევს ბრალი საქართველოს სსკ-ის 3531 და მე-2 ნაწილებით ედება, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლებაზე თავდასხმასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. წულუკიძესა და ბახუნტარაძეს კი - საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვთ ბრალი წაყენებული, რაც პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
გურიაში სტიქიის შედეგებს ითვლიან
30 სექტემბერი, 2013
სექტემბრის ბოლოს სტიქიამ გურიას ისევ შემოუტია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელის, კონსტანტინე შარაშენიძის თქმით,ოზურგეთში დაზიანებულია შრომა-ურეკის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მდინარის ჯებირები, ხიდები. დატბორილია ქუჩები.
8 დღეა 6 ოჯახი ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს
27 სექტემბერი, 2013
სექტემბრის დასაწყისიდან რუსთავის სხვადასხვა შენობებში უნებართვოდ შესახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსახლება ეტაპობრივად დაიწყო. ფართი, რომელიც მათ ეკავათ ლტოლვილთა სამინისტრომ შეისყიდა და შენობების რემონტი დევნილებისთვის დაიწყო.
NDI-ის კვლევა: მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ლიდერობს, შემდეგ მოდის ბაქრაძე
27 სექტემბერი, 2013
ყველაზე სასურველი პრეზიდენტობის კანდიდატების სამეულში 39%-ით ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს; 18%-ით მას მოყვება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და 7%-ით „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩატარებული კვლევის თანახმად.
წინასაარჩევნო მედიაგარემო შიდა ქართლში
26 სექტემბერი, 2013
შიდა ქართლის რეგიონში ორი ტელეკომპანია, ერთი რადიო, ორი გაზეთი და ერთი საინფორმაციო სააგენტოა, თუმცა ასევე ოთხივე მუნიციპალიტეტს აქვს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პერიოდული გამოცემები, სადაც ძირითადად ხელისუფლების მუშაობის შესახებ და ასევე, მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე ქვეყნდება ინფორმაცია.
ბერა ივანიშვილის კონცერტი და სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა ქუთაისში
26 სექტემბერი, 2013
"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერად 24 სექტემბერს ქუთაისის ერთ-ერთ ძველ, რეაბილიტირებულ უბანში ბერა ივანიშვილმა კონცერტი გამართა.
საქველმოქმედო ორგანიზაცია ორი ათასი ლარით დაჯარიმდა
26 სექტემბერი, 2013
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს განცხადებით მიმართა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) მოთხოვნათა დარღვევის შესახებ. განცხადების ავტორის აზრით, 2013 წლის 4 აგვისტოს გურიის რეგიონში გამართულ საქველმოქმედო აქციაზე ადგილი ჰქონდა საქველმოქმედო ორგანიზაციის მხრიდან პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ აგიტაციის გაწევას, რაც პარტიასთან ერთად საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან პარტიის ოფისში მისი მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებაში გამოიხატა.
პრესკონფერენცია უსახლკარო მოქალაქეების პრობლემებზე
26 სექტემბერი, 2013
27 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია უსახლკარო მოქალაქეების პრობლემებთან დაკავშირებით.
თომას ჰამერბერგის დასკვნა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ
26 სექტემბერი, 2013
ევროკავშირის საგანგებო მრჩეველმა საკონსტიტუციო, სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგმა 22 სექტემბერს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 40-გვერდიანი ანგარიში წარმოადგინა.
დიცის შემდეგ დვანი – ოკუპაცია მიცოცავს
25 სექტემბერი, 2013
შიდა ქარათლის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვართან დე–ფაქტო ხელისუფლება, ოკუპირებული ტეროტორიის საზღვრების დადგენის მიზნით, ბოლო თვეებია, რაც მავთულხლართების ავლებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ადეიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
25 სექტემბერი, 2013
„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელისა და ამავე საქმეში ბრალდებული კიდევ 12 პირის სასამართლო პროცესის არსებითი განხილვა დაიწყო.