მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფომ სამთაწყაროში ვერ დაიცვა მუსლიმთა რელიგიის თავისუფლება
22 აპრილი, 2014
საქართველოს სახალხო დამცველი 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე ამახვილებს ყურადღებას.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ოკუპაციით დაზარალებულ მოქალაქეებს ევროპულ სასამართლოში დაიცავს
17 აპრილი, 2014
16 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ ატოცში მავთულხლართების გავლების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის პრობლემებსა და „TV3“ -ის ჟურნალისტების დაკავების ფაქტზე პრესკონფერენცია გამართა.
ადრეული ქორწინება, ოჯახური ძალადობა და სხვა უფლებადარღვევები სახალხო დამცველის ანგარიშში
16 აპრილი, 2014
საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს მიმოიხილავს.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენციაზე მსჯავრდებულ თეიმურაზ გვარაძის სკანდალური წერილი გაავრცელა
8 აპრილი, 2014
8 აპრილს პრაიმ-ტაიმის პრეს-კლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიას, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის, თეიმურაზ გვარაძის განცხადება გააცნო.
სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში - 2013
8 აპრილი, 2014
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე, თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებს, რომელთა შესრულების დროულობასა და ხარისხზე მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება ქვეყანაში.
თათუხაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა გამოქვეყნდა
8 აპრილი, 2014
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა 4 აპრილს გვიან საღამოს, რომ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთანდაკავშირებით ოფიციალური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა აბათილებს იმ ბრალდებებს, რომ მას თბილისის პროკურატურაში მოწმედ დაკითხვის დროს ცუდად მოეპყრნენ.
მცოცავი ოკუპაციის ხაზი ამჯერად ხურვალეთში გაევლო
2 აპრილი, 2014
თბილისი, სენაკი, ლესელიძის ავტომაგისტრალის ხურვალეთის მონაკვეთზე, მაგისტრალიდან შეუიარაღებელი თვალითაც შეინიშნება ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის აღმნიშვნელი საინფორმაციო დაფა, რომელსაც მეტი თვალსაჩინოებისთვის თან მავთულხლართები ახლავს.
ქუჩები ჯერ დაავიწროვეს, ახლა კი, აფართოებენ
1 აპრილი, 2014
ძველ ბათუმში, სამი ქუჩის გაფართოება მიმდინარეობს. ოთხი წლის წინ, ამ ქუჩების დასავიწროებლად სამუშაოები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. რატომ დავიწროვდა ქუჩები, თუკი მათი თავიდან გაფართოება გახდებოდა საჭირო? იფლანგება თუ არა ბათუმის ბიუჯეტის თანხები? დღეს ეს კითხვები, უამრავ ბათუმელს აქვს.
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი პასუხისმგებლობას ციხის ადმინისტრაციას აკისრებს
1 აპრილი, 2014
26 წლის გარდაცვლილი პატიმრის, ავთო მაისურაძის და, როზეტა მაისურაძე აცხადებს, რომ პატიმარი ნაწამებია. პატიმარი სასჯელს გეგუთის #14 დაწესებულებაში იხდიდა. მას სასჯელის მოხდამდე ორი კვირა ჰქონდა დარჩენილი.
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი გამოძიების მოლოდინშია
31 მარტი, 2014
გიგა ფარტენაძე, გეგუთის ციხეში 4 მარტს, ღამით გარდაიცვალა. ოჯახის წევრები თვლიან, რომ ის წამებით მოკლეს. ფაქტზე გამოძიება საქართველოს პროკურატურას უკვე დაწყებული აქვს. თუმცა, ოჯახის წევრები თვლიან, რომ გამოძიება ჭიანურდება. ოჯახს, არც ექსპერტიზის დასკვნას აცნობენ.
თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გადაწევას ითხოვენ
31 მარტი, 2014
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების თარიღის შეცვლას ითხოვს. მათი განცხადებით, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა არჩევნების თარიღად 28 მარტი თვითნებურად დანიშნა, რის გამოც, წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად კანდიდატებს საკმარისი დრო არ აქვთ.
სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებებზე იქნება გათვლილი
31 მარტი, 2014
სახალხო დამცველის მრჩეველმა კონფლიქტის რეგიონებში ადამინის უფლებების საკითხებში, შიდა ქართლში რამდენიმე დევნილთა კოპაქტური ჩასახლება და ოკუპირებული ტერიტორიის გამყოფი ხაზის საზღვრისპირა სოფლები მოინახულა და იქ მაცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო.
სახელმწიფომ დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად სტრატეგია შეიმუშავა
31 მარტი, 2014
პრემიერმინისტრის ინიციატივით, პირველი ივნისიდან იმ რეგიონებში, სადაც დემოგრაფიული ბალანსი უარყოფითია, ოჯახი მესამე და მომდევნო შვილზე ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონში 200 ლარი, ბარში კი 150 ლარი იქნება.
გორის საკრებულომ მხარი დაუჭირა ვარიანტს - „ერთს პლუს ხუთი“
31 მარტი, 2014
27 მარტს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალიწინებული ხუთი საკითხიდან, პირველი გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ოპტიმიზაციას ეხებოდა. საკრებულოს სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა. კენჭისყრის დროს საკითხს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი წავიდა. ხმათა უმრავლესობით საკრებულომ მიიღო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის ფორმატი „ერთს პლუს ხუთი“.
აქცია სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით
28 მარტი, 2014
გორის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მოსახლეობა გასული წლის აგვისტოში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღურებას ითხოვს. სტიქიამ დიცის, ქორდის, არბოსა და ერგნეთის მოსახლეობას სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებში მოსავალი გაუნადგურა.
„ეს შენ გეხება“ - აქცია ბათუმში
26 მარტი, 2014
„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" კამპანიის ფარგლებში ბათუმში, 19 აპრილს აქცია გაიმართა. უკანონო, ფარული მიყურადების აკრძლავის მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები ჯერ 6 მაისის პარკში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით ბათუმის უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლეს.
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის პრობლემები
25 მარტი, 2014
ჯანდაცვაზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის არაადაპტირებული გარემო, სარეაბილიტაციო პროგრამების ნაკლებობა - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის მონიტორინგისას გამოავლინა.
რატომ გაათავისუფლეს თამარ მეარაყიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორობიდან
21 მარტი, 2014
“აქ თუ გინდა ცხოვრება ჩუმად უნდა იყო, ან ცოტა ტაქტიანად “გაახურო”. ეს ადამიანი ყველაფერზე, რაც კი რამე უარყოფით იყო რაიონში, ხმამაღლა ამბობდა, ყველას ხმამაღლა ამხელდა. ვინ აპატიებდა?! ამიტომაც გაუშვეს სამსახურიდან,” - აცხადებს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი პედაგოგი, ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის უკვე ყოფილ დირექტორ თამარ მეარაყიშვილზე.
ახალგორის ქართულ სკოლებში ისტორიას ცხინვალში გამოცემული სახელმძღვანელოებით შეასწავლიან
21 მარტი, 2014
ახალი სასწავლო წლიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო განათლების სამინისტრო ახალგორის ქართულ სკოლებში ცხინვალში ქართულ ენაზე გამოცემულ ისტორიის წიგნებს შეიტანს. მათში ახალგორის სკოლებში ისტორიის სწავლების ახალი კურსი შევა, სადაც რუსეთი “ოკუპანტად” და აგრესორად” წარმოჩენილი აღარ იქნება. ახალგორის ქართული სკოლის მასწავლებლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ისინი ამის შესახებ საქმის კურსში არიან.
გორის მუნიციპალიტეტი ზედმეტ ავტომანქანებს აუქციონის წესით გაყიდის
21 მარტი, 2014
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე, თუ რა თანხა დაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლების სამსახურეობრივი ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფისთვის, პასუხად მივიღეთ, რომ ამ მხრივ, 2013 წელს ხარჯებმა ჯამურად 96 421 ლარი შეადგინა.