23:57, Saturday, 24.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2006-06-09
ადამიანთა ტრეფიკინგი საქართველოში - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
საქართველო წარმოადგენს როგორც წყაროს, ასევე სატრანზიტო ქვეყანას ქალების, ბავშვებისა და მამაკაცების ტრეფიკინგისათვის სექსუალური ექსპლოატაციისა და იძულებითი შრომის თვალსაზრისით. უამრავი ქართველი გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი თურქეთში, რაც ძირითადად ამ ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის უქონლობითაა გამოწვეული.
2006-06-09
მხარის გუბერნატორის მიხეილ ქარელის ,,კაპრიზების“ გამო პენსიონერები მშივრები არიან
თითქმის ორი თვეა, გორში, „ნაციონალური მოძრაობის” ეგიდით გახსნილი უფასო სასადილო დაკეტილია. მოხუცი პენსიონერი ელიკო ლეჟავა კი, რომელიც გორის ნარკოლოგიური ცენტრის დანგრეულ შენობაშია შესახლებული, თვეზე მეტია სასადილოს კარებთან ცარიელი ბანკით მიდის, იქნებ როდისმე გაიღოსო.
2006-06-08
არასამთავრობოებს სასამართლოზე მოქალაქეთა დაცვა ეკრძალებათ
1 ივნისიდან ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებების გამო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მკაცრად იზღუდება. კერძოდ, მათ უფლება არ ექნებათ ორდერი გასცენ და სასამართლოებზე მათმა ადვოკატებმა მოქალაქეები დაიცვან.
2006-06-07
პროტესტის ნიშნად ბრალდებული იზოლატორში შიმშილს განაგრძობს
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის ავტორი, პროკურორი ვანო მხარგრძელი სასამართლო სხდომაზე გამოტყდა, რომ არ იცოდა რატომ დააკავეს დიმიტრი ჯოხაძე.
2006-06-06
ნაგავში დახრჩობა მანამ მოგვიწევს, სანამ მენაგვეებს ხელფასები არ გაეზრდებათ
თბილისის ქუჩებში, პარკებსა თუ სკვერებში ნაგავი მომრავლდა. ქალაქის დასუფთავების ნაცვლად, ხშირ შემთხვევაში კეთილმოწყობის სამსახური ნაგავს ადგილზე წვავს, რაც პრობლებას კიდევ უფრო ართულებს. დედაქალაქში სხვადასხვა ინფექციების გავრცელების საფრთხე რეალურია.
2006-06-05
მდინარე ჭოროხი მიწებს იტაცებს, მოსახლეობა კი სახლების გარეშე რჩება
ხელვაჩაურის რაიონში მდინარე ჭოროხმა 13 ჰექტარი მიწა მიიტაცა. მდინარის სანაპიროს გამაგრებას მოსახლეობა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. რაიონის გამგეობა დაზარალებულ ოჯახს დახმარებასაც არ ჰპირდება.
2006-06-05
თელავში სათნოების სახლში გაჭირვებულებს უფასო სადილზე უარს ეუბნებიან
“პატარა სამოთხე” – ასე მოიხსენიებენ თელაველი მარტოხელა პენსიონერები რაიონის გამგეობის შენობის პირველ სართულზე განთავსებულ სათნოების სახლს. თუმცა, ამ ე.წ. “სამოთხის” კარი ყველა მარტოხელა და გაჭირვებული პენსიონერისთვის არ იღება...
2006-06-02
გორელი ჟურნალისტები მაღალჩინოსნების დასჯის მექანიზმის გაძლიერებას ითხოვენ
29 მაისს გორელ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ. ჟურნალისტები სახალხო დამცველს რეგიონის მაღალჩინოსნების მიმართ დასჯის მექანიზმების გამკაცრებას სთხოვენ.
2006-06-02
სახალხო დამცველმა პარლამენტს ანგარიში ჩააბარა
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ამ სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა. რაც შეეხება მედიას, სუბარის ანგარიში მედიასთან დაკავშირებით საკმაოდ სუსტია და არადამაჯერებლად გამოიყურება.
2006-06-01
უცხოელი ექსპერტები პატიმართა მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან
საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს ციხეებში შექმნილ ვითარებას უარყოფითად აფასებენ. მდგომარეობის შესასწავლად გასულ კვირას თბილისში ორგანიზაცია „ჰუმან რაიტს ვოტჩის“ (Human Rights Watch) ექსპერტები იმყოფებოდნენ.
2006-05-31
ქარხნის მუშა-ხელი მეპატრონეს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის
„კასპიცემენტის“ მუშა-ხელს აქციებს ართმევენ, რომელიც ერთი კაცის - დავით ბეჟუაშვილის ხელში გადავა. აქციების შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, დავით ბეჟუაშვილს აქციონერები საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან.
2006-05-30
საქართველო წარუმატებელ ქვეყანათა შორის მე-60 ადგილზეა
ჟურნალ „ფორინ პოლისის“ (“Foreign Policy”) და ფონდ „მშვიდობისთვის“ გამოკვლევით, საქართველო არასტაბილურ ქვეყანათა კატეგორიაში მოხვდა.
2006-05-29
ვინ და რატომ გააქრო ჟურნალისტი ნაირა საფარაშვილი?
კახეთში გამომავალი პირველი დამოუკიდებელი გაზეთის - „ეპოქა“ რედაქტორის, ჟურნალისტ ნაირა საფარაშვილის უგზო-უკვლოდ გაუჩინარების შესახებ ოჯახმა „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრში“ გასულ კვირას განაცხადა. ახლობლებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ნაირა მოკლეს.
2006-05-25
„სიკვდილის ბრიგადების“ წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს
პარლამეტის შენობის წინ შსს-ს "სიკვდილის ბრიგადების" წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები განახლდა. თუმცა, გუშინ დაახლოებით ღამის 12 საათზე აქციის მონაწილეები ფორმიანმა და უფორმო ადამიანებმა დაარბიეს.
2006-05-24
ხელვაჩაურის მოსახლეობა სუფთა ჰაერს ითხოვს
ხელვაჩაურის მცხოვრებლები ასფალტის 5 საწარმოს გამონაბოლქვსა და მძაფრ სუნს უჩივის. აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს არ გააჩნია ბაზა, რომ დადგინდეს რამდენად დაბინძურებულია და რამდენად საშიშია მოსახლეობისთვის იქ ცხოვრება.
2006-05-24
პანკისის ხეობაში სისხლის აღებით იმუქრებიან
პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციელთაგან ჩახოცილი ავთო და ვახო გუმაშვილების ახლობლები ერთი წელია დამნაშავე პოლიციელთა დასჯას და გადამწვარი საცხოვრებელი სახლის შესაბამისი მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ამაოდ ითხოვენ.
2006-05-23
კონდოლი - სოფელი, სადაც ხალხს სასმელი წყალი ენატრება
თელავის რაიონის სოფელ კონდოლის მოსახლეობის ერთ მესამედს წყალი არ მიეწოდება. მოსახლეობა ირწმუნება, რომ სოფლის და რაიონის ხელმძღვანელობა პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.
2006-05-22
ფინანსური პოლიციის უფროსს დაკავებულის ცემაში ადანაშაულებენ
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ კონტრაბანდის გადაზიდვაში ბრალდებულ სიმონ შოშიაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული შოშიაშვილი შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
2006-05-18
თელაველები კახეთის ენერგოდისტრიბუციას უჯანყდებიან
საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის მომატებამ მოსახლეობის სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. თელავში მოსახლეობის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახური ელექტროენერგიის მომხმარებელთა უფლებებს უხეშად არღვევს.
2006-05-18
ტრაგედია ლაგოდეხში – კონტრაბანდის მფარველობაში ფინანსური პოლიციის მხილებას ადამიანი შეეწირა
აზერბაიჯანიდან საქართველოში რომ ერთეულებს სარეალიზაციოდ კონტრაბანდული საწვავი შემოაქვთ, ამის შესახებ ჟურნალისტებს ბენზინის გამყიდველი ფრიდონ ბუიძე ესაუბრა, რის შემდეგაც მას ფინანსური პოლიციიდან ესტუმრნენ. ზეწოლის, მუქარისა და ნერვიულობის შედეგად ფრიდონ ბუიძე მოულოდნელად გარდაიცვალა.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 [12] 13 14 15 16 17 18 19 20
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები