მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
თურქეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტირება გრძელდება
21 დეკემბერი, 2006
ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან, თურქეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების აქციები პერმანენტულად მიმდინარეობს. 19 დეკემბერს, საკონსულოსთან, თურქეთიდან დეპორტირებულები კვლავ შეიკრიბნენ და თურქეთის კონსულთან შეხვედრა დეპორტაციის მიზეზებისა და ვადების დაზუსტების მიზნით მოითხოვეს.
ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშები უფლებების დაცვას ითხოვენ
21 დეკემბერი, 2006
გუშინ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის 300-მდე თანამშრომელმა ქარხნის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა. თანამშრომლების ინფორმაციით, ქარხანა გასხვისებულია, მათ კი სამსახურიდან გათავისუფლებას უპირებენ.
მეწარმეებს კახეთშიც აკულაკებენ
21 დეკემბერი, 2006
ოპოზიციის მხრიდან რეკეტად წოდებული, კონკრეტული პირების მიერ კუთვნილი უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტები რეგიონებშიც გახშირდა. კახეთში ამ მხრივ სიღნაღის რაიონი ლიდერობს. ქიზიყში მეწარმეებს არა მარტო შპს-ების ბალანსზე რიცხულ ქონებას, არამედ საცხოვრებელ სახლებსაც ართმევენ.
გარდაცვლილის ოჯახი მკვლელის დასჯას ითხოვს
21 დეკემბერი, 2006
გუშინ, ქუთაისში, პატრულის თანამშრომლის მიერ გასულ კვირას მოკლული ვალერი ფხაკაძე დაკრძალეს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფ 19 წლის ფხაკაძეს ივანე კაპატაძემ ესროლა. ტაბელური იარაღიდან სამჯერ გასროლით დაჭრილი ფხაკაძე სისხლისგან დაიცალა. იგი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.
ჩეჩენი ლტოლვილების ბედი ისევ გაურკვეველია
21 დეკემბერი, 2006
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი და ქისტი ლტოლვილების შესახებ ანგარიში მოამზადა. დოკუმენტი, რომლის პრეზენტაციაც 19 დეკემბერს გაიმართა, 1999-2006 წლამდე საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილთა მდგომარეობას ეხება.
ყაჩაღობაში ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენეს
20 დეკემბერი, 2006
ყაჩაღობისათვის ბრალდებულები გიორგი დავითური, დავით გოგოლაური და გელა თითილოკაშვილი, დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ დამნაშავეებად სცნო. მსჯავრდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. პროტესტის ნიშნად, ეჭვმიტანილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.
მიტოვებული მოსახლეობა და ცრუ დაპირებები
19 დეკემბერი, 2006
ადიგენის რაიონის სოფელ დერცელის მოსახლეობა ერთი წელია ხელისუფლებისაგან დახმარებას ელოდება. დამეწყრილ ზონაში მოხვედრილი ოჯახები გამუდმებულ შიშში ცხოვრობენ.
რეზერვისტობაზე უარი = ციხეს
19 დეკემბერი, 2006
პარლამენტის გადაწყვეტილებით, სარეზერვო სამსახური მამაკაცებისთვის სავალდებულო ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯარმოხდილებს იმავე ფუნქციის შესრულება ხელმეორედ მოუწევთ. აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ვინც რეზერვს თავს აარიდებს, სს პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ხელისუფლების საახალწლო ,,სიურპრიზი” მოვაჭრეებს
19 დეკემბერი, 2006
ბორჯომის საკოლმეურნეო ბაზრის მოვაჭრეები უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში გამგეობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ბაზრის გახსნას მოითხოვენ და ქალაქგარეთ ახალ შენობაში გადასვლას სასტიკად ეწინააღმდეგებიან. აქციებს ამ ეტაპისათვის არავითარი შედეგები არ მოჰყოლია.
საქართველოს ქალები საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან
18 დეკემბერი, 2006
ქალები საქართველოში საკუთარი ყოფით უკმაყოფილონი არიან. ზოგი იმას ჩივის, რომ ქალი ისევ ოჯახურ შრომასთან ასოცირდება, ზოგის პრობლემა ის არის, რომ ქალს გადაწყვეტილების მიღების საშუალება არა აქვს, ზოგი კი ქალების მიმართ ძალადობაზე ამახვილებს ყურაღებას.
ექვსი შვილის მამა თვითმკვლელობაზე ფიქრობს
18 დეკემბერი, 2006
ერთი ფეხმოტეხილი სკამი, დანგრეული მაგიდა, ორი ნაჩუქარი საწოლი და რამდენიმე თეფში... აი გურჯაანში, ბესიკის ქუჩაზე, ჭერჩამონგრეულ სახლში მცხოვრები ექვსშვილიანი ოჯახის მთელი ავლა-დიდება. 3 წლის ლუკასა და 6 თვის ტყუპებს, სოფოსა და ნინოს ბნელ, ცივ და ნესტიან ოთახში უწევთ ცხოვრება.
კახეთში ათასობით საწარმოს თანამშრომელი უხელფასოდ დარჩა
18 დეკემბერი, 2006
მიცვალებულების შემდეგ კახეთში ცოცხალ მეწარმეებს აწიოკებენ. ამჯერად თელავის საგადასახადო ინსპექციამ შეტყობინებები მოქმედ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს დაუგზავნა და საბანკო ანგარიშიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ აცნობა. კერძო ორგანიზაციების თანამშრომლები წინასაახალწლოდ ხელფასის გარეშე დარჩნენ.
აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოში მოქალაქე სცემეს
14 დეკემბერი, 2006
კვირას, საღამოს 7 საათზე, მამუკა ასკურავა სასურველი ჩვენების მისაღებად აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში გამომძიებელმა დავით კორძაიამ სცემა. ასკურავა ამჟამად ტვინის შერყევით საავადმყოფოშია.
ქართულ მედიას ეთიკის ნორმებს უწესებენ
13 დეკემბერი, 2006
19 დეკემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაუწყებელთა ეთიკის კოდექსს“ განიხილავს. 155 მუხლისგან შემდგარ 52 გვერდიანი დოკუმენტის გამოქვეყნებას საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა. მაუწყებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი კოდექსს მედიის თავისუფლების შეზღუდვად აღიქვავს და აცხადებს, რომ თუ ის მიიღეს, მაუწყებლები მუშაობის გაგრძელებას ვერ შესძლებენ.
ბათუმში წყლის ტარიფი იანვრიდან იზრდება, ხარისხი კი 7 წლის შემდეგ გაუმჯობესდება
13 დეკემბერი, 2006
ბათუმში წყლის გადასახადი 65 თეთრით გაიზარდა. იანვრიდან ერთმა ადამიანმა 1.20-ის ნაცვლად, 1.85 თეთრი უნდა გადაიხადოს. გადასახადი მხოლოდ მოსახლეობას მოემატა, ხოლო საბიუჯეტო და კომერციულ ორგანიზაციებს ძველი ტარიფი (საბიუჯეტოს - 3,5 ლარი, კომერციულს - 4 ლარი) შეუნარჩუნდათ.
მხარეებს ხმის ამოღება მოსამართლის თანხმობის გარეშე ეკრძალებათ
11 დეკემბერი, 2006
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის ბრძანებით, სასამართლოზე დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდა. საპარლამენტო ოპოზიცია ამ გადაწვეტილებას უპრეცენდენტო თავხედობას უწოდებს და მის გაუქმებაზე მსჯელობს. კუბლაშვილი კი ოპოზიციას წესრიგისკენ მოუწოდებს და პროცესებზე დასასწრებად ადრე გაღვიძებას ურჩევს.
ბავშვთა შრომა საქართველოში
8 დეკემბერი, 2006
მართალია ბავშვთა უფლებების დაცვაზე საქართველოში კვლევა არავის ჩაუტარებია, თუმცა კვლევა ბავშვთა შრომის შესახებ 1997-2000 წლებში ჩატარდა, ისიც გაეროს განვითარების პროგრამისა და შრომის საერთაშორისო ორგანზაციის (შსო) ერთობლივი პროექტით. მას შემდეგ ეს საკითხი არავის გახსენებია და არავინ იცის, ბავშვთა შრომის ბაზარზე რეალურად რა ხდება.
სამეგრელოში ადამიანების მძევლად აყვანა დღემდე გრძელდება
5 დეკემბერი, 2006
სამეგრელოში ადამიანების მძევლად აყვანის ფაქტები ისევ არსებობს. ბოლო კვირის მანძილზე ორი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.
პატრულის უფროსს იარაღი კაბინეტში დაახალეს
5 დეკემბერი, 2006
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსს დავით ტაბუცაძეს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი მამუკა იმერლიშვილი კაბინეტში იარაღის სროლით შეუვარდა. მამუკა იმერლიშვილმა იარაღის მჭიდი მთლიანად დაცალა. ნასროლი ტყვიები პატრულის უფროსის კაბინეტის კედლებს და ჭერს მოხვდა. საპატრულო პოლიციის უფროსი დავით ტაბუცაძე გადარჩა.
გაღატაკებული ხეობელები გუბერნატორს გორში აკითხავენ
4 დეკემბერი, 2006
პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ჭარების მაცხოვრებლებმა შიდა ქართლის ადმინისტრაციას გორში დახმარების სათხოვნელად ჩამოაკითხა. როგორც აღმოჩნდა, გორში მათი ჩასვლა წარუმატებელი გამოდგა, რადგან მათ ვერც ერთი ჩინოვნიკი ნახეს, რომლებიც მათ პრობლემებს გაეცნობოდა.