00:08, Sunday, 25.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2006-08-21
საპროტესტო აქციები უშუქობის ფონზე
20 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აფხაზეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ავტო მაგისტრალზე საპროტესტო აქცია მოეწყო. აქცია სოფლის მოსახლეობამ მოაწყო, რომლებიც აღშფოთებას გამოთქვამდნენ უშუქობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ გახარჯული ელექტრო ენერგიის საფასური მოსახლეობას გადახდილი აქვს, მათ არც წყალი და არც ელექტრო ენერგია მიეწოდებათ.
2006-08-20
ვინ მფარველობს ჯგუფს, რომელმაც ნახევარი გორი უმუშევარი დატოვა?
ოქრუაშვილი და მერაბიშვილი შიდა ქართლში გავლენის მოსაპოვებლად რომ ერთმანეთის ებრძვიან, დიდი ხანია ფაქტია. ოფიციალურად ამ ორი გავლენიანი ძალოვანის დაპირისპირება პოლიციაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების გატარების დროს გამოიკვეთა. თუკი ოქრუაშვილი მერაბიშვილისგან შერისხულ ალეკო სუხიტაშვილს და მის ხალხს მფარველობს, რომელიც შს ამჟამინდელმა მინისტრმა კონტრაბანდის ბიზნესში ბოლოს და ბოლოს ამხილა, მერაბიშვილი იმ ხალხს იცავს, რომელიც ოქრუაშვილმა ჯერ კიდევ რევოლუციამდე სახელმწიფო ქონების განიავებაში, მიტაცებაში და კრიმინალში დაადანაშაულა.
2006-08-20
ღატაკი ადამიანები სოცაგენტებს არაკომპეტენტურობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ
სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების აღრიცხვა გასული წლიდან დაიწყო. დღეისათვის, დახმარების მიღების მსურველი მოსახლეობის პირველადი რეგისტრაცია დასრულდა და სიღატაკის ზღვრად 40001 ქულა განისაზღვრა. გაჭირვებული ადამიანები, რომელთაც დაგროვილი ქულებით ზღვარს გადააჭარბეს, რის გამოც პირველ ეტაპზე დახმარებას ვერ მიიღებენ, სოცაგენტებს არაკომპეტენტურებს უწოდებენ და კორუფციაში ადანაშაულებენ.
2006-08-20
ლაგოდეხში 200-მდე უმწეო საოჯახო დახმარების გარეშე დარჩა
ლაგოდეხის რაიონის საპასპორტო, მოსახლეობისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის საპასპორტო განყოფილების თანამშრომელთა უყურადღებობისა და უთავბოლობის შედეგად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი 200-მდე ოჯახი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სოციალური (საოჯახო) დახმარების გარეშე დარჩა.
2006-08-20
საზღვრის დადგენისას, დაპირისპირება შესაძლოა სისხლისღვრამდეც მივიდეს
ბევრ ქარტეხილს გაუძლო დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსმა, რომელიც 12-მდე განშტოებას მოიცავს და დღესაც მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლს წარმოადგენს, თუმცა ქართველების აღშფოთებას აზერბაიჯანელთა საქციელისადმი საზღვარი აღარ აქვს.
2006-08-18
ასფალტზე დგომისთვის გვართმევენ ფულს
ბათუმში, ბონის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველდღიურად გამყიდველებს კონტროლიორები თანხას ართმევენ. თანხა, რომლის სანაცვლოდაც მოვაჭრეები დაუნომრავ ქვითრებს ღებულობენ, განსაზღვრული არ არის. მას „მეჩეკე“ კონტროლიორები თვითონ საზღვრავენ. მსგავსი გადასახადის მოთხოვნა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო.
2006-08-17
არასამთავრობო ორგანიზაცია მოსამართლეებს იუსტიციის საბჭოში უჩივის
ა/ო “ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი”, რომელიც ადამიანურ განზომილებათა ოფისი - ეუთოს მისია საქართველოს მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში, კახეთში, სასამართლო მონიტორინგს ახორციელებს, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონული სასამართლოების მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოში უჩივის და საჯარო ინფორმაციის გაუცემლობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დამცირებისათვის რეაგირებას ითხოვს.
2006-08-17
რას მოუტანს გალის რაიონის მოსახლეობას თხილის სეზონი
10 აგვისტოდან ფაქტიურად თხილის სეზონი დაიწყო დასავლეთ საქართველოში. ყოველ წელს თხილის სეზონს იმედით და თან შიშის თვალებით ელოდებიან გალის რაიონის მაცხოვრებლები. რადგანაც სწორედ ამ დროს იწყება ყაჩაღობების სეზონი.
2006-08-16
სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა თელავში დარღვევებით ჩატარდა
„ვისაც პრეზიდენტი და ხელისუფლება როდისმე გაუკრიტიკებია, სახელმწიფოსგან არაფერს უნდა ითხოვდეს – თელავში ამ პრინციპით ნაციონალები და ადგილობრივი ხელისუფლება ხელმძღვანელობენ’’, – აცხადებს თელაველი ნაირა გრძელიშვილი. ის თელავის რაიონის გამგეობის გაზეთ „ჩვენი გაზეთის“ რედაქტორ ნანა ქიბიშაურს და ადგილობრივ ნაციონალებს შეურაცხყოფისათვის პასუხს სთხოვს.
2006-08-15
ვინ არღვევს ჟურნალისტთა უფლებებს ზუგდიდში
14 აგვისტოს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე, წალენჯიხის ერთერთ გარეუბანში, სამცაცხვის რესტორნის ყოფილ ტერიტორიაზე, გაისმა რამდენიმე გასროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. მოგვიანებით გაირკვა, რომ ადგილი ქონდა კრიმინალურ გარჩევებს.
2006-08-11
„ინგილოებმა“ კახეთის გუბერნატორს უნდობლობა გამოუცხადეს
პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მრავალჯერ შეურაცხყოფილი, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოები თავს წამების მსხვერპლად მიიჩნევენ და ადამიანის უფლებების დამცველებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
2006-08-11
სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები გაიფიცნენ
„ხელფასის მომატებას, გეგმის შესასრულებლად დროის გაზრდასა და ადამიანურ მოპყრობას მოვითხოვთ“, _ აცხადებენ ბათუმის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები, რომლებმაც საპროტესტო აქცია გამართეს. ფაბრიკის ეზოში მოწყობილი გამაფრთხილებელი აქციის მონაწილეები ადამიანურ მოპყრობას, შრომის ადეკვატურ ანაზღაურებასა და ნორმალურ სამუშაო პირობებს ითხოვდნენ.
2006-08-11
თბილისში ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების ფონდი გაიხსნა
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო „სენი“ - ტრეფიკინგი კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს, საქართველოში დღემდე არ არსებობდა პროგრამა შესახებ კანონი მხოლოდ 2006 წლის 1 ივნისს მიიღო. მის მიხედვით, წელს საქართველოში პირველად გაიხსნა „ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელწიფო ფონდი“.
2006-08-10
კონფლიქტურ ტერიტორიაზე კრიმინალთა თარეში გრძელდება
7 ივლისს გალის რაიონის სოფ. რეფში ტყის მასივში საკმაოდ დიდხანს ისმოდა სროლის ხმა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლულია ქართველი ეროვნების მანუჩარ ფანცულაია, მცხოვრები გალის რაიონ სოფ. ბარღებში, დაბადებული 1981 წელს.
2006-08-10
ადგილობრივმა ხელისუფლებამ თელავის აგრარული ბაზარი ხელში ჩაიგდო?!
8 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროს კახეთის სააღსრულებო ბიურომ თელავის რაიონული სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული განჩინება აღასრულა და თელავის აგრარული ბაზრის ყოფილი მეპატრონე თენგიზ დარჩიაშვილი ბაზრიდან გამოასახლა. დარჩიაშვილები აცხადებენ, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა.
2006-08-10
უპატრონოდ დარჩენილი დევნილები
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში პოლიტიკური ვითარების გართულების ფონზე მოსახლეობის უსაფრთხოება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მოსახლეობის გართულებულ სოციალური მდგომარეობას სროლები და თავდასხმები ერთვის თან. ქარელის რაიონის სოფელ ავლევში ორი დღის წინ მომხდარ სისხლიან შეტაკებას ამ ეტაპზე სამართალდამცავები ემსხვერპლნენ.
2006-08-10
ქუჩის ბავშვები - სახელმწიფოს საზრუნავი თუ ვალის მოხდა? (ნაწილი პირველი)
2005 წლის ივნისში თბილისში ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრი გაიხსნა. მართალია, ცენტრს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საზოგადოებასა და ადაპტირებულ გარემოში დაბრუნებაზე უნდა ეზრუნა, თუმცა, ის სკანდალში გაეხვა. სულ რაღაც 3 თვეში ცენტრის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს, კიდევ 3 თვის გასვლის შემდეგ კი მისი ბედი ლამის ახლმა დირექტორმაც გაიზიარა.
2006-08-08
წელიწადნახევარში გარდაცვლილია 80 პატიმარი
სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები თითქმის ყოველ კვირა ხდება. წელიწადნახევარში 80 პატიმრის გარდაცვალება, არცთუ ისე სახარბიელო სტატისტიკაა. ამის გამო საერთაშორისო ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს ხშირად აკრიტიკებენ.
2006-08-08
თელავის რაიონის გამგებლის ვაჟი ჟურნალისტებს ქუჩაში აგინებს
თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვაჟს, ლაშა მამაცაშვილს ჟურნალისტების დანახვაც კი ისე აღიზიანებს, რომ თავს ქუჩაშიც ვერ იკავებს და მათ უწმაწურ სიტყვებს ეძახის. მისი აგრესია ძირითადად იმ ჟურნალისტებისკენაა მიმართული, რომლებიც მისი გამგებელი მამის, გოჩა მამაცაშვილის დირექტივებს არ ემორჩილებიან.
2006-08-07
მთიანი რეგიონები შეღავათების გარეშე დატოვეს
საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა ხელისუფლებისგან უპატრონოდ მიტოვებას უჩივის და შველას ითხოვს. თუ მათი პრობლემები ახლო მომავალში არ გადაწყდა, ცენტრალური ხელისუფლების მმართველობის გაუქმებით, ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონისა“ და ცენტრალური გაზსადენის პარალიზებით იმუქრებიან.
1 2 3 4 5 6 7 [8] 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC