კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

განათლების სამინისტრო აფხაზეთში და სამაჩაბლოში დაღუპულ ქართველ გმირებს უარყოფს

28 ნოემბერი, 2007

პოლიცია ბოღმას ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერებზე ანთხევს

26 ნოემბერი, 2007
„ახალგაზრდული ფრონტის“ ლიდერს დაჩი ცაგურიას 25 ნოემბრის აქციაზე მანქანის არასწორად გაჩერებაში დასდეს ბრალი 25 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ რიყეზე გამართული მშვიდობიანი აქცია ყველა მონაწილისათვის მშვიდობიანად არ დასრულებულა. მოძრაობა „ახალგაზრდული ფრონტის“ ერთ-ერთი ლიდერი, 25 წლის დაჩი ცაგურია სამართალდამცავებმა პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს, მისი კუთვნილი მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს, თავად კი დიდი ბჭობის შემდეგ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს. დაჩი ცაგურია ასეთ „მსუბუქ განაჩენს“ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უმადლის. მისი აზრით, რომ არა მათი აქტიური ჩარევა, შესაძლოა მოვლენები უფრო დრამატულად განვითარებულიყო.

კახა მურადაშვილი - ადამიანის უფლებების შემლახველი პროკურორი შიდა ქართლში

21 ნოემბერი, 2007
გორის პროკურატურაში ე.წ. ,,სტაჟირების" შემდეგ დანიშნულ ერთ-ერთ რიგით პროკურორს კახა მურადაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ადვოკატები ადამიანის უფლებების ყველაზე ძლიერად შემლახველ ,,ბრალმდებელს" უწოდებენ. ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც გორის პროკურატურა ზედამხედველობს, კახა მურადაშვილის ხელში გადის. ამ ადამიანის კისერზეა გონებაშეზღუდულების, 80 წლის მოხუცის, მარტოხელა დედის და ასევე სხვა წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებული პატიმრების მიმართ ბრალდების წარდგენა. საგულისხმო ისაა, რომ გორის რაიონული სასამართლო მურადაშვილის მოთხოვნის უსიტყვო შემსრულებლად იქცა.

დედოფლისწყაროელმა ინგილოებმა საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს

21 ნოემბერი, 2007

ზუგდიდის რაიონში ღორის აფრიკული ცხელება მძვინვარებს

20 ნოემბერი, 2007
ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში ღორის აფრიკულმა ცხელებამ უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში ათეულობით ღორი შეიწირა. პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს. ტყის მახლობლად სამარხები იჭრება და მონტგომერის დაავადებისაგან განადგურებული ღორები შიგ იყრება. ზარალის ოდენობა დიდია, თუმცა ვირუსთან ბრძოლის შესაძლებლობა მინიმალური. ხელისუფლება შესაბამის ორგანოებთან ერთად შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს დაავადებული თუ ჯანმრთელი წვრილფეხა საქონლის ლიკვიდაციაში ხედავს. ვირუსის გავრცელებისაგან თავის არიდების ამგვარი ფორმა მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუღებელია, თუმცა საშიშროების მასშტაბები იზრდება. 2007 წლის 27 ივნისის მონაცემებით ზუგდიდის რაიონში 2 847 სული ღორი დაეცა, რეგიონის ფარგლებში კი 9 461 სული დაიხოცა.

აშშ-ს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

19 ნოემბერი, 2007
ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრას, სამართალდამცავების მიერ ფიზიკური ძალის გამოყენებითა და იარაღის მუქარით შენობიდან ჟურნალისტების გაყრას, მათზე ზეწოლას, ტექნიკის მსხვრევას და განადგურებას, აშშ-ში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტური გაერთიანებების ხელმძღვანელები და მედიასაშუალებები მკვეთრად უარყოფითად აფასებენ. მომხდარს ისინი ვანდალიზმს უწოდებენ და როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ სასწრაფოდ აღდგეს ტელერადიოკორპორაცია „იმედის“ მაუწყებლობა.