14:56, Tuesday, 15.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-05-31
ისლამური არმია ტერაქტებით გვემუქრება
ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში ქართველების მონაწილეობას ერაყის ისლამური არმია აპროტესტებს. რამდენიმე დღის წინ, მათ საქართველოში მუქარის წერილი გამოგზავნეს, რომლის მიხედვით, თუ ქართული მხარე ამერიკელებთან თანამშრომლობას გააგრძელებს, საქართველოში ტერაქტებს მოაწყობენ.
2007-05-31
სიღატაკის ზღვარზე
ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირელში, მეორე ჯგუფის ინვალიდი, მზია ჯაჭვლიანი, ოჯახთან ერთად, ნახევრადდანგრეულ მამისეულ სახლში ცხოვრობს. ოჯახის მატერიალურ სიდუხჭირეს თავშესაფრის პრობლემა 2002 წლიდან დაემატა. საცხოვრებელი სახლის კედლები მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ისე დაიბზარა, რომ იქ ღამის გათევა საშიში გახდა. მატერიალურად გაჭირვებული ოჯახი ყოველ წუთს სახლის დანგრევის მოლოდინშია.
2007-05-30
„აქ ქალები უუფლებოები და ბრმები არიან“...
სამი ქალის, ერთ შეხედვით, ჩვეულებრივი ამბები ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჯიგრაშენში მოვისმინეთ. აქ შრომას მიჩვეული ქალები, ცხოვრების სიმძიმეზე არ საუბრობენ, უბრალოდ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ყვებიან თავიანთ ყოველდღიურ ყოფას.
2007-05-30
ქართველი სამხედროების რაოდენობა ერაყში 2000-მდე გაიზარდა
2007 წლიდან ერაყისა და კოსოვოს სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტიგენტი 280-დან 2000-მდე იზრდება. თუ ქართველი მშვიდობისმყოფელები ადრე მწვანე ზოლში პატრულირებდნენ და განაღმვის ოპერაციებს ასრულებდნენ, ამიერიდან წითელ ზოლში გადადიან. ბევრისთვის გაუგებარია, რატომ ზრდის საქართველო კონტიგენტს მაშინ, როცა სხვა ქვეყნებმა თავიანთი სამხედროების რაოდენობა ან მინიმუმამდე შეამცირა, ან ერაყიდან საერთოდ გაიყვანა.
2007-05-30
„ჩვენ უფლებააყრილი ადამიანები ვართ“
ბოლო პერიოდში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს აფხაზეთიდან დევნილები ხშირად აკითხავენ. ისინი საკუთარი უფლებების შელახვაზე ჩივიან და უამრავ ფაქტებსაც ყვებიან. საჩივარი მრავალფეროვანია: ზოგიერთი მათგანი უმუშევრად დარჩენას, ზოგიც აუტანელ საცხოვრებელ პირობებს ან გასახლებასთან დაკავშირებულ დაუსრულებელ დავიდარაბას უჩივის.
2007-05-29
ღატაკი პაციენტი ექიმებს უყურადღებობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
სიღნაღის რაიონში მცხოვრები აბეწვაშვილების ოჯახი წნორის საავადმყოფოს და თბილისის დამწვრობის ცენტრის ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ექიმებმა მესამე ხარისხის დამწვრობით და მძიმე მდგომარეობაში მყოფ 3 წლის ანა აბეწვაშვილს სამედიცინო დახმარება მანამ არ აღმოუჩინეს, სანამ მომხდარით მედია და არასამთავრობოები არ დაინტერესდნენ. სამედიცინო დახმარების ბარათი, რომლითაც აბეწვაშვილებს სამედიცინო დახმარებისა და სხვა სახის გამოკვლევების უფასოდ მიღების უფლება აქვთ, უნარშეზღუდული გოგონასთვის მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდა.
2007-05-29
სალიბაურელებს წყალი გადაუკეტეს
ხელვაჩაურში, სალიბაურის ყოფილ მეურნეობაში, სადაც 180-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, უკვე რამდენიმე წელია ზაფხულობით წყალი საერთოდ არ მიეწოდება. ამის გამო, მათ ორი დღის წინ სოფლის ცენტრში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. სალიბაურელების თქმით, მათი უწყლობა სოფელ ახალშენლების თვითნებობის ბრალია, რომლებიც მაგისტრალურ წყალს სარწყავად იყენებენ.
2007-05-29
დახურული კარის და ჩატეხილი ხიდის პრობლემა გორში
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე გორში არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო ორი კვირის მანძილზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგი მიუღწეველია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების ასეთი ქმედება ხელს უშლის ორგანიზაციების ნაყოფიერ და ჟურნალისტების ობიექტურ მუშაობას რეგიონში.
2007-05-28
დეპუტატთა რეაქცია ბოდიშის კამპანიაზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ მიმართვას აფხაზი ხალხისადმი - კამპანია „ბოდიშს“ - საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები არაერთგვაროვნად აფასებენ. ზოგისთვის აღნიშნული კამპანია გრანტების მოსაპოვებლად და თავისგადასარჩენად წამოწყებული აქციაა, ზოგისთვის კი დანაშაულის აღიარება.
2007-05-28
ხელისუფლებამ შიდა ქართლის ერთადერთი ტელეკომპანია დაარბია
ადგილობრივი ხელისუფლება შიდა ქართლში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უკვე ღიად უპირისპირდება. 26 მაისს ღამის 2 საათზე ტელეკომპანია „თრიალეთის“ ღობე ტრაქტორებით დაანგრიეს.
2007-05-28
ირაკლი ბათიაშვილის საქმე სტრასბურგში გაიგზავნება
7 წელი კოდორის ამბოხებაში „ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის“ - ასეთია ის გადაწყვეტილება, რომელიც საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია თეთრაულმა ცნობილ პოლიტიკურ ფიგურას, უშიშროების ყოფილ მინისტრსა და ეროვნული მოძრაობის აქტიურ მონაწილეს ირაკლი ბათიაშვილს რამდენიმე დღის წინ გამოუტანა. დაკავებულმა შიმშილობის აქცია დაიწყო და საქმის სტრასბურგში გაგრძელებას აპირებს.
2007-05-25
დუხობორების ყოველდღიური ცხოვრება და პრობლემები
სოფელ გორელოვკაში ახალგაზრდები თითქმის აღარ არიან. ყველა რესპოდენტი 50 წელს ზემოთაა: ,,ახლა ყველგან მხოლოდ მოხუცებს თუ ნახავთ - ნაკვეთზეც, გზაზეც, ეზოებშიც...აქ მხოლოდ ხანშიშესული ადამიანები დარჩნენ. ჩემთან სახლში მე და 82 წლის მამა ვცხოვრობთ, რომელიც დაბრმავდა, დაყრუვდა და მას ვუვლი. ჩემი შვილები კი რუსეთში წავიდნენ.
2007-05-25
ვინ დაანგრია მშენებარე ეკლესია?
ბათუმში, ფერიის მთაზე მშენებარე, წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესიის დანგრევამ საზოგადოებაში მღელვარება და პროტესტი გამოიწვია. როგორც ირკვევა, ეკლესიის დანგრევამდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე პრეზიდენტის სახელის გამოყენებით, ბათუმ-ქობულეთის ეპისკოპოსის, დიმიტრის დარწმუნებას ცდილობდა, მშენებლობა შეეჩერებინა და ტერიტორია სახელმწიფოსათვის დაეთმო. პარალელურად ქობულეთში რამდენიმე რკინის ჯვარის დემონტაჟი განხორციელდა. მრევლი და ეკლესიის წარმომადგენლები ამ ფაქტებს მართმადიდებლობის წინააღმდეგ გალაშქრებად აღიქვამენ. განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია ჰქონდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას. დანგრეული ეკლესიის ხელახალი მშენებლობა მეორე დღესვე დაიწყო. ხელისუფლებამ პოზიციები დათმო და მომხდარს გაუგებრობა უწოდა.
2007-05-24
ამერიკელობა - დაუსჯელობის გარანტი
2007 წლის 7 დეკემბერს გორი - თბილისის მაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან ამერიკელი ინჟინერი ჩარლზ თრიუსელდი საკუთარი ავტომობილით მოქალაქე მამუკა გობეჯიშვილს დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად, გობეჯიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ამერიკის მოქალაქე, ქართველ სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ. ის ამჟამად საკუთარ ქვეყანაში იმყოფება. საქმე ბრალის არარსებობის მოტივით შეწყდა, თუმცა, ამერიკელმა საქართველო მანამდე დატოვა, ვიდრე საქმის შეწყვეტის შესახებ პროკურატურა დადგენილებას გამოიტანდა. გარდაცვლილის ახლობლები დღემდე ჩივიან და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.
2007-05-24
სისხლისღვრა რელიგიური დაპირისპირების ნიადაგზე
ორი კვირის წინ, ყვარელში ლეკებს შორის მომხდარი ინციდენტი სისხლისღვრით დასრულდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთი ნაჯახებით და ხანჯლებით დაჩეხეს, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობისა და ხულიგნობის მუხლებით აღიძრა. დაპატიმრებულია 30 წლის შამილ გაზიმაგამედოვი, რომელსაც თანასოფლელები შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელობასა და ხალხის დატერორებაში ადანაშაულებენ. სოფელ სარუსოს მოსახლეობის ნაწილი გაზიმაგამედოვის დევნას მის გაქრისტიანებას უკავშირებს და პატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს.
2007-05-23
დაზარალებულები გარდაცვლილის რეაბილიტაციას ითხოვენ
2006 წლის 7 დეკემბერს, ქუთაისში, ჭავჭავძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოკლული 19 წლის ვარლამ ფხაკაძის საქმის გამოძიება საეჭვოდ გაჭიანურდა, რაც გარდაცვლილის ახლობლების პროტესტს იწვევს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული.
2007-05-23
ზუგდიდში დევნილთა გასახლება იწყება (ნაწილი II)
ზუგდიდში ყოფილ ყრუ-მუნჯთა ასოციაციის შენობაში მცხოვრებ დევნილებს ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები დევნილთა გასახლებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და საქართველოს პარლამენტს სპეციალურ მიმართვას უგზავნიან. მიმართვის ავტორები თვლიან, რომ დევნილთა კოლექტიური ცენტრებიდან გამოსახლებამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს შემდგომ პროცესებზე და დაარღვიოს დევნილთა უფლებები ადვეკატურ საცხოვრებელზე.
2007-05-23
ინფორმაციული ვაკუუმის შექმნის სენი გორის ადმინისტრაციულ შენობაში
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ მიისწრაფის, ჩვენს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლება ისევ და ისევ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ამჟამინდელმა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა არც თუ ისე ცუდი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი შექმნა, სადაც მე-3 თავი ინფორმაციის თავისუფლებას და საჯაროობას ეხება.
2007-05-22
ადამიანის უფლებები იმერეთში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები საკმაოდ მწვავედ რეაგირებენ, უფლებაშელახულ მოქალაქეთა რიცხვი მაინც დიდია. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლობას დასავლეთ საქართველოში, რომლის ძირითადი ოფისი ქუთაისშია და მისი თანამშრომლები თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს ემსახურებიან, საქმე მაინც თავზე საყრელად აქვს.
2007-05-22
კახეთში გლეხები აჯანყდნენ
გუშინ კახეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონებში გლეხები ქუჩაში გამოვიდნენ. მოსახლეობის პროტესტის მიზეზი ალაზნის სარწყავ არხში წყლის არარსებობა გახდა, რაც როგორც ნათესებს ასევე ნარგავებს საფრთხეს უქმნის. აქციებამდე გლეხებმა დახმარება ხელისუფლებას არაერთხელ სთხოვეს, თუმცა, უშედეგოდ. იმ შემთხვევაში თუ სარწყავ არხში წყალს სასწრაფოდ არ გაუშვებენ, საპროტესტო აქციები კიდევ უფრო გაფართოვდება. გლეხები დღეს თბილისი - თელავის საავტომობილო გზის გადაკეტვითაც იმუქრებიან.
[1] 2 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC