00:04, Sunday, 25.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-06-07
ბავშვთა უფლებების დამცველებს უფლებები შეულახეს
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე წლის აპრილში განხორციელებულ რეორგანიზაციას 300-ზე მეტი საშტატო ერთეული ემსხვერპლა. მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასრულწლოვანებთან მუშაობის სამსახურის 12 თანამშრომელიც აღმოჩნდა.
2007-06-06
რა იციან ადამიანის უფლებებზე ზუგდიდში...
ადამიანის უფლებათა ცენტრის ზუგდიდის ოფისმა ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა, გამოკითხვის თემა ადამიანის უფლებებზე ინფორმირებულობას შეეხებოდა, გამოკითხვების მიზანი იყო ორგანიზაციას გაერკვია, თუ რამდენად ინფორმირებულნი არიან მოქალაქენი თავიანთი უფლებების შესახებ, ირღვევა თუ არა მათი, როგორც რიგითი მოქალაქის უფლებები, ვინ არღვევს მათ უფლებებს და რომელ ინსტანციას მიმართვენ ისინი მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
2007-06-06
პოლიციელების ჯართის ბიზნესისთვის 81 წლის კაცს ასამართლებენ
დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები გიორგი მჭედლიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გურჯაანის რაიონული სასამართლო იხილავს. 81 წლის მოხუცს პროკურატურა ხუთტონიანი ავზის ქურდობაში სდებს ბრალს. განსასჯელი კი ჯართის უკანონო ბიზნესში ადგილობრივი პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს. მისი თქმით, გამომძიებელმა იგი შეცდომაში შეიყვანა და ხელი აღიარებით ჩვენებაზე მოაწერინა.
2007-06-04
არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ ერთწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს
ორი დღის წინ კავშირი „საფარის“ ოფისში პროექტის „ოჯახის ძალადობის მსხვერპლთა რეგიონალური ქსელის შექმნის“ ერთწლიანი მუშაობის შედეგის პრეზენტაცია გაიმართა.
2007-06-04
წყლის პრობლემა ლიახვის ხეობაში
ლიახვის ხეობის სოფლების უმრავლესობა ვანათის მაგისტრალური არხის საშუალებით ირწყვება. ვანათის არხი ოსურ სოფლებზე გადის. არხი ღიაა და მისი გადაკეტვა ოსური სოფლების მხრიდან პრობლემას არ წარმოადგენს. მართალია ვანათი ქართული სოფელია, მაგრამ არხი სამ ოსურ სოფელზე გადის. ქართული სოფლების მოსახლეობა კონფლიქტის გამო, დაძაბული სიტუაციის დროს, ოსური სოფლებიდან წყალს ვერ იღებს.
2007-06-01
ანგარიშსწორება პოლიტიკური მრწამსის გამო
,,პოლიციელებმა კარები დაკეტეს ,,კრუგი” გააკეთეს და ხელებით, ფეხებით, როგორც ფაშისტები ისე მცემდნენ,” - ყვება ახალქალაქის რაიონის მკვიდრი სამველ საპონჯიანი. ის სამი წლის წინ მომხდარ ამბავს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს.
2007-06-01
ხელვაჩაურის საკრებულომ ათასზე მეტ კომლს მიწა ჩამოართვა
ხელვაჩაურის საკრებულომ 1999-2004 წლებში მიწის რეფორმით გასხვისებული მიწები უკანონოდ ცნო. მიწების ჩამორთმევის თაობაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დადგენილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი ჯერ „ახალ მემარჯვენეებს“, შემდეგ კი „ეროვნულ ფორუმს“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ შეაქვთ.
2007-05-31
ისლამური არმია ტერაქტებით გვემუქრება
ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში ქართველების მონაწილეობას ერაყის ისლამური არმია აპროტესტებს. რამდენიმე დღის წინ, მათ საქართველოში მუქარის წერილი გამოგზავნეს, რომლის მიხედვით, თუ ქართული მხარე ამერიკელებთან თანამშრომლობას გააგრძელებს, საქართველოში ტერაქტებს მოაწყობენ.
2007-05-31
სიღატაკის ზღვარზე
ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირელში, მეორე ჯგუფის ინვალიდი, მზია ჯაჭვლიანი, ოჯახთან ერთად, ნახევრადდანგრეულ მამისეულ სახლში ცხოვრობს. ოჯახის მატერიალურ სიდუხჭირეს თავშესაფრის პრობლემა 2002 წლიდან დაემატა. საცხოვრებელი სახლის კედლები მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ისე დაიბზარა, რომ იქ ღამის გათევა საშიში გახდა. მატერიალურად გაჭირვებული ოჯახი ყოველ წუთს სახლის დანგრევის მოლოდინშია.
2007-05-30
„აქ ქალები უუფლებოები და ბრმები არიან“...
სამი ქალის, ერთ შეხედვით, ჩვეულებრივი ამბები ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჯიგრაშენში მოვისმინეთ. აქ შრომას მიჩვეული ქალები, ცხოვრების სიმძიმეზე არ საუბრობენ, უბრალოდ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ყვებიან თავიანთ ყოველდღიურ ყოფას.
2007-05-30
ქართველი სამხედროების რაოდენობა ერაყში 2000-მდე გაიზარდა
2007 წლიდან ერაყისა და კოსოვოს სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტიგენტი 280-დან 2000-მდე იზრდება. თუ ქართველი მშვიდობისმყოფელები ადრე მწვანე ზოლში პატრულირებდნენ და განაღმვის ოპერაციებს ასრულებდნენ, ამიერიდან წითელ ზოლში გადადიან. ბევრისთვის გაუგებარია, რატომ ზრდის საქართველო კონტიგენტს მაშინ, როცა სხვა ქვეყნებმა თავიანთი სამხედროების რაოდენობა ან მინიმუმამდე შეამცირა, ან ერაყიდან საერთოდ გაიყვანა.
2007-05-30
„ჩვენ უფლებააყრილი ადამიანები ვართ“
ბოლო პერიოდში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს აფხაზეთიდან დევნილები ხშირად აკითხავენ. ისინი საკუთარი უფლებების შელახვაზე ჩივიან და უამრავ ფაქტებსაც ყვებიან. საჩივარი მრავალფეროვანია: ზოგიერთი მათგანი უმუშევრად დარჩენას, ზოგიც აუტანელ საცხოვრებელ პირობებს ან გასახლებასთან დაკავშირებულ დაუსრულებელ დავიდარაბას უჩივის.
2007-05-29
ღატაკი პაციენტი ექიმებს უყურადღებობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
სიღნაღის რაიონში მცხოვრები აბეწვაშვილების ოჯახი წნორის საავადმყოფოს და თბილისის დამწვრობის ცენტრის ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ექიმებმა მესამე ხარისხის დამწვრობით და მძიმე მდგომარეობაში მყოფ 3 წლის ანა აბეწვაშვილს სამედიცინო დახმარება მანამ არ აღმოუჩინეს, სანამ მომხდარით მედია და არასამთავრობოები არ დაინტერესდნენ. სამედიცინო დახმარების ბარათი, რომლითაც აბეწვაშვილებს სამედიცინო დახმარებისა და სხვა სახის გამოკვლევების უფასოდ მიღების უფლება აქვთ, უნარშეზღუდული გოგონასთვის მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდა.
2007-05-29
სალიბაურელებს წყალი გადაუკეტეს
ხელვაჩაურში, სალიბაურის ყოფილ მეურნეობაში, სადაც 180-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, უკვე რამდენიმე წელია ზაფხულობით წყალი საერთოდ არ მიეწოდება. ამის გამო, მათ ორი დღის წინ სოფლის ცენტრში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. სალიბაურელების თქმით, მათი უწყლობა სოფელ ახალშენლების თვითნებობის ბრალია, რომლებიც მაგისტრალურ წყალს სარწყავად იყენებენ.
2007-05-29
დახურული კარის და ჩატეხილი ხიდის პრობლემა გორში
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე გორში არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო ორი კვირის მანძილზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგი მიუღწეველია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების ასეთი ქმედება ხელს უშლის ორგანიზაციების ნაყოფიერ და ჟურნალისტების ობიექტურ მუშაობას რეგიონში.
2007-05-28
დეპუტატთა რეაქცია ბოდიშის კამპანიაზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ მიმართვას აფხაზი ხალხისადმი - კამპანია „ბოდიშს“ - საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები არაერთგვაროვნად აფასებენ. ზოგისთვის აღნიშნული კამპანია გრანტების მოსაპოვებლად და თავისგადასარჩენად წამოწყებული აქციაა, ზოგისთვის კი დანაშაულის აღიარება.
2007-05-28
ხელისუფლებამ შიდა ქართლის ერთადერთი ტელეკომპანია დაარბია
ადგილობრივი ხელისუფლება შიდა ქართლში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უკვე ღიად უპირისპირდება. 26 მაისს ღამის 2 საათზე ტელეკომპანია „თრიალეთის“ ღობე ტრაქტორებით დაანგრიეს.
2007-05-28
ირაკლი ბათიაშვილის საქმე სტრასბურგში გაიგზავნება
7 წელი კოდორის ამბოხებაში „ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის“ - ასეთია ის გადაწყვეტილება, რომელიც საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია თეთრაულმა ცნობილ პოლიტიკურ ფიგურას, უშიშროების ყოფილ მინისტრსა და ეროვნული მოძრაობის აქტიურ მონაწილეს ირაკლი ბათიაშვილს რამდენიმე დღის წინ გამოუტანა. დაკავებულმა შიმშილობის აქცია დაიწყო და საქმის სტრასბურგში გაგრძელებას აპირებს.
2007-05-25
დუხობორების ყოველდღიური ცხოვრება და პრობლემები
სოფელ გორელოვკაში ახალგაზრდები თითქმის აღარ არიან. ყველა რესპოდენტი 50 წელს ზემოთაა: ,,ახლა ყველგან მხოლოდ მოხუცებს თუ ნახავთ - ნაკვეთზეც, გზაზეც, ეზოებშიც...აქ მხოლოდ ხანშიშესული ადამიანები დარჩნენ. ჩემთან სახლში მე და 82 წლის მამა ვცხოვრობთ, რომელიც დაბრმავდა, დაყრუვდა და მას ვუვლი. ჩემი შვილები კი რუსეთში წავიდნენ.
2007-05-25
ვინ დაანგრია მშენებარე ეკლესია?
ბათუმში, ფერიის მთაზე მშენებარე, წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესიის დანგრევამ საზოგადოებაში მღელვარება და პროტესტი გამოიწვია. როგორც ირკვევა, ეკლესიის დანგრევამდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე პრეზიდენტის სახელის გამოყენებით, ბათუმ-ქობულეთის ეპისკოპოსის, დიმიტრის დარწმუნებას ცდილობდა, მშენებლობა შეეჩერებინა და ტერიტორია სახელმწიფოსათვის დაეთმო. პარალელურად ქობულეთში რამდენიმე რკინის ჯვარის დემონტაჟი განხორციელდა. მრევლი და ეკლესიის წარმომადგენლები ამ ფაქტებს მართმადიდებლობის წინააღმდეგ გალაშქრებად აღიქვამენ. განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია ჰქონდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას. დანგრეული ეკლესიის ხელახალი მშენებლობა მეორე დღესვე დაიწყო. ხელისუფლებამ პოზიციები დათმო და მომხდარს გაუგებრობა უწოდა.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 [15] 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC