სტატია
12 დეკემბერი, 2007
უკავშირდება თუ არა მზია გადელიას ვაჟის დაპატიმრება საპრეზიდენტო არჩევნებს?!
კონსერვატიული პარტიის სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მზია გადელია მის მიმართ დევნასა და შანტაჟში რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გურამ მისაბიშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, ბესიკ ნარმანიას ადანაშაულებს. „კონსერვატორების“ ლიდერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მისი მოსყიდვა ვერ მოახერხა, ჯერ მისივე ვაჟის, ხოლო შემდეგ თავად მზია გადელიას დაპატიმრება შეძლო. აკაკი გადელია სასჯელს ზუგდიდის #4 საპყრობილეში იხდის, მზია გადელია კი პატიმრობიდან ადმინისტრაციული სასჯელის, 400 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ჩვიდმეტწლიანი ოპოზიციონერობისა და დევნის მიუხედავად, პარტიის ლიდერი შვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარტიის დატოვებისა და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.